გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | hy | GEO | AZ

დაუჭირე მხარი სოციალურ ინიციატივებს!

სახალხო დაფინანსების კამპანიები დაიწყო! გაეცანი იდეებს და დაუჭირე მხარი შენს რჩეულ სოციალურ ინიციატივას.

მიმდინარე პროექტები ყველა

118

შესრულებული პროექტი

427K+ ₾

შეგროვებული თანხა

8K+

მხარდამჭერი

540K+

თანადაფინანსება

როგორ მუშაობს ?

გახდი ინიციატორი

თუ გაქვს იდეა და გინდა შენს ირგვლივ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა, “იდეების კონკურსის” დახმარებით შენ შეგიძლია გახდე ცვლილებების ინიციატორი.

გაუზიარე სხვებს

მოუყევი მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებსაც შენი იდეის შესახებ, თითოეული მხარდამჭერი უმნიშვნელოვანესია ინიციატივის განსახორციელებლად.

გახდი მხარდამჭერი

ერთობლივი ძალებით უამრავი სიკეთის მოტანა შეგვიძლია სამყაროსთვის, დაუჭირე მხარი იდეებს და გახდი ცვლილებების ნაწილი.

პარტნიორი ორგანიზაციები

ერთად ვქმნით მეტ შესაძლებლობას, მეტი ცვლილებებისთვის!

რატომ გვენდობიან ჩვენ?

  • "ქრაუდფანდინგი დაფინანსების მნიშვნელოვანი ალტერნატიული რესურსია დამწყები მეწარმეებისთვის სტარტაპებისთვის, სამოქალაქო ინიციატივებისთვის, ბევრი ასეთი ინიციატივა ვერ ახერხებს საკუთარი ფინანსური რესურსებით იდეების განხორციელებას, ამიტომ ფართო საზოგადოების მხარდაჭერა არის დიდი მოტივაცია და სტიმული საკუთარი იდეის უფრო მეტად დაიჯერო და ამასთან მისი განხორციელების საწყისი კაპიტალი მოაგროვო. გარდა ამისა ვფიქრობ ქრაუდფანდინგით მიღებული მხარდაჭერა დიდი პასუხისმგებლობაცაა იდეის ავტორისთვის, მან უნდა გაამართლოს დონორების მოლოდინები და ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო აჩქარებს იდეების განხორციელების პროცესს. "

    Placeholder image
    ანი ჭყოიძე

    სამოქალაქო აქტივისტი, "იდეების კონკურსის" მონაწილე

  • "თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ საგრანტო თანხაზე უფრო მნიშვნელოვანი ზოგადად USAID-ისა და "ორბელიანი მეტი"-ს გამოცხადებული ნდობა აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია თითოეული მხარდამჭერის მონაწილეობა, რადგან ზოგჯერ თითოეულ ლარსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროექტის განხორციელებაში. ახალი იდეების ავტორებს ვურჩევდი, გააცნონ საზოგადოებას თავიანთი წამოწყება და გამოიყენონ ხალხის მხარდაჭერის შესაძლებლობა. სამყარის შეცვლა ერთად უფრო მარტივია!"

    Placeholder image
    გიორგი კივილაძე

    სამოქალაქო აქტივისტი, "იდეების კონკურსის" მონაწილე

  • "ორბელიანი მეტის მხარდაჭერით ვაჩვენეთ ქართულ საზოგადოებას, ჩვენც აქ ვართ, ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ, ჩვენც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვზრუნავთ მასზე!"

    Placeholder image
    ქამრან აფანდიევი

    სამოქალაქო აქტივისტი

  • "ქრაუდფანდინგი მცირე ჯგუფებსა და გაბედულ მოქალაქეებს თანამოაზრეებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს"

    Placeholder image
    ნანა ბაგალიშვილი

    სამოქალაქო აქტივისტი, "იდეების კონკურსის" მონაწილე

  • "ქრაუდფანდინგი გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ ცვლილებები უკეთესი საქართველოსთვის"

    Placeholder image
    ჯული ქემბელი

    საბჭოს თავმჯდომარე

ხშირად დასმული კითხვები

  • იდეის ავტორისთვის
  • მხარდამჭერისთვის
  • მეტი ინფორმაციისთვის
როგორ მუშაობს პლატფორმა?

გაიარე რეგისტრაცია ორბელიანი მეტის პლატფორმაზე. ატვირთე შენი იდეა, მიუთითე პროექტის მიზანი, საჭირო თანხა და გამოგვიგზავნე.

შეგიძლიათ შემოწირულობის სანაცვლოდ მხარდამჭერებს „საჩუქარი”  შესთავაზოთ. „საჩუქრის“ განსაზღვრა შენზეა დამოკიდებული.

თითოეული ინიციატივა გაივლის შესარჩევ ეტაპს, შემოწმდება პროექტის ფინანსური ნაწილი და მდგრადობა.

ამის შემდეგ, კომისიის მიერ შერჩეული იდეები გამოქვეყნდება პლატფორმაზე და ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ შენს პროექტს, სურვილის შემთხვევაში კი, გაიღონ შემოწირულობა იდეის განსახორციელებლად.

“ორბელიანი მეტი”  თქვენ იდეას ფართო საზოგადოებას გააცნობს, მაგრამ მხარდამჭერები პროექტის იდეისთვის თქვენ უნდა მოიზიდოთ.

თუკი პროექტი წარმატებული აღმოჩნდება და სამიზნე თანხა შეგროვდება,  შემოწირულობა გადაირიცხება  პროექტზე პასუხისმგებელი პირის ანგარიშზე.

ვის შეუძლია პროექტის შექმნა/მონაწილეობა?

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე
საინიციატივო ჯგუფებს.

შემიძლია ანონიმურად შევიტანო თანხა?

დიახ, რჩეულ პროექტს შეგიძლიათ სრულიად ანონიმურად დაუჭიროთ მხარი.

გადახდის რომელი საშუალება უნდა გამოვიყენო?

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ონლაინ ბანკის მეშვეობით თქვენი ბარათის გამოყენებით.

თანხის გაცემა ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით შეგიძლიათ.

საზღვარგარეთიდან თანხის გაცემის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ PayPal.

რა არის ქრაუდფანდინგი?

ქრაუდფანდინგი (სახალხო დაფინანსება) წარმოადგენს ინოვაციური მეთოდს სხვადასხვა ინიციატივებისთვის ფინანსების მოსაზიდად , მათ შორის საწარმოებისთვის, სამეცნიერო კვლევებისთვის,  პროექტებისა და რაც მთავარია, სოციალური იდეებისთვის.

მისი მთავარი არსი არის ის რომ, ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. რაც უფრო მეტ დამფინანსებელს დააინტერესებ, უფრო ზრდი შანსს რომ იდეის განხორციელებისათვის საჭირო თანხა აგროვდეს.

გარკვეული დროის განმავლობაში დაინტერესებული დამფინანსებლები იდეის ავტორს (ან ავტორთა ჯგუფს, კომპანიას) ურიცხავენ თანხას. თანხის რაოდენობას დამფინანსებლები თავიანთი სურვილით განსაზღვრავენ.

ქრაუდფანდინგი პლატფორმების უმეტესობა აგებულია საქველმოქმედო ან არაკომერციულ პრინციპზე, აქცენტი კეთდება ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებსაც მოაქვს საზოგადოებრივი სარგებელი.

ქრაუდფანდინგის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს მეტად დემოკრატიული მეთოდია, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებსა და ორგანიზაციებს დამოუკიდებლად წამოიწყონ პროექტები.

გარდა ამისა, ქრაუდფანდინგი საშუალებას აძლევს პროექტის შემქმნელებს გაავრცელონ თავიანთი ინიციატივები მარტივად და იაფად მიაღწიონ ფართო აუდიტორიას.ჩვენი ვეხმარებით ადამიანებს მოიპოვონ ფინანსური რესურსი, რათა მათი იდეები რეალობად აქციონ. ამავდროულად, ხელი შევუწყოთ სოციალური პასუხისმგებლობის ზრდასა და ცნობიერების ამაღლებას ქრაუდფანდინგის როლის შესახებ.

ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ეკოსისტემა, სადაც განვითარდება სოციალური, ინოვაციური იდეები და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა უკეთესობისკენ შეცვალონ, როგორც თავიანთი თემი, ისე მთლიანად საზოგადოება.

რა არის ჩვენი მიზანი?

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოში ინდივიდების, ქალების, ახალგაზრდების, სამოქალაქო აქტივისტების, სოციალური მეწარმეების და სათემო ლიდერების გაძლიერებით, რომლებსაც სურთ საკუთარი თემის, უბნის, ქალაქის და ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება . ჩვენ გვესმის, რომ უამრავი სოციალური ინიციატივა, ინოვაციური იდეა, გამოგონება და სოციალური საწარმო ხშირად განიცდის ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობას. თუმცა, მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი ადამიანი, რომელიც მზად არის გააძლიეროს მყარი და სასარგებლო იდეები საზოგადოების გასაუმჯობესებლად, სწორედ მათ დაკავშირებას ისახავს მიზნად “ორბელიანი მეტის” პლატფორმა.

ჩვენი ვეხმარებით ადამიანებს მოიპოვონ ფინანსური რესურსი, რათა მათი იდეები რეალობად აქციონ. ამავდროულად, ხელი შევუწყოთ სოციალური პასუხისმგებლობის ზრდასა და ცნობიერების ამაღლებას ქრაუდფანდინგის როლის შესახებ.

ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ეკოსისტემა, სადაც განვითარდება სოციალური, ინოვაციური იდეები და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა უკეთესობისკენ შეცვალონ, როგორც თავიანთი თემი, ისე მთლიანად საზოგადოება.

იდეის ავტორისთვის მხარდამჭერისთვის მეტი ინფორმაციისთვის