გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

ერთად შევქმნათ ტექნოლოგიური სივრცე ფოთში – “ეკოგული”

1/7

კამპანიის შინაარსი

ეკოგული არის სივრცე, სადაც იდეები რეალურ პროდუქტებად შეიძლება იქცეს, სწავლა კი პრაქტიკულ გამოცდილებად. ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ მულტიფუნქციური გარემო, სადაც ბავშვები, ახალგაზრდები და დამწყებები შეძლებენ სწავლას, შექმნას და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას. ეკოგული ეფუძნება ცირკულარული ეკონომიკის იდეას -გვჯერა, რომ ძველ რესურსებს შეიძლება ახალი სიცოცხლე მიეცეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიმართულება აერთიანებს ეკომეგობრულ მიდგომებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს/ ვგეგმავთ ვორქშოპების ჩატარებას, სადაც მონაწილეები ისწავლიან, როგორ შექმნან ახალი პროდუქტები არსებული მასალებისგან, როგორ იფიქრონ ეკოლოგიურად და როგორ გადააქციონ იდეები რეალურ შესაძლებლობებად. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობას და მათ გადამზადებას, რათა მათთვის ეს გამოცდილება გახდეს განვითარების და დასაქმების რეალური შესაძლებლობა.კამპანიის ფარგლებში გვჭირდება სივრცის ინვენტარიზაცია -სამუშაო მაგიდები, სკამები და შესაბამისი გარემო, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მივიღოთ მონაწილეები და ჩავატაროთ ვორქშოპები. ჩვენ უკვე ვამატებთ ახალ მიმართულებებს და ვქმნით სივრცეს, რომელიც გახდება ცოდნის, პრაქტიკის და ეკომეგობრული შექმნის ადგილი.თქვენი მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ეკოგული გახდება სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ამ პატარა ქალაქში საკუთარი იდეის პროტოტიპირება და განვითარება შეძლოს.

13 მხარდამჭერი

Christian Roeder APM Terminals Poti

1,457.0 
May 25, 2026

კახაბერ ლომაძე

20.0 
May 20, 2026

მარიამ ბუკია

100.0 
May 18, 2026

ანი ბარჯაძე

100.0 
May 18, 2026

ალექსანდრე ჩომახიძე

100.0 
May 18, 2026

ანონიმური

50.0 
May 18, 2026

მაია ცქიტიშვილი

50.0 
May 14, 2026

ანონიმური

1.0 
May 14, 2026

თეონა ქობალავა

100.0 
May 11, 2026

სანდრა სოხაძე

2.0 
May 11, 2026

ნინო ლომთაძე

10.0 
May 08, 2026

ანონიმური

5.0 
April 23, 2026

ანონიმური

5.0 
April 20, 2026

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

ნინო ჟვანიას 28 სამკერვალო