გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

პერსონალური ინფორმაცია

“ორბელიანი” პატივს სცემს თქვენს პირად სივრცეს და იცავს პერსონალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ ვითხოვთ თქვენს პირად ინფორმაციას იმისთვის, რათა პლატფორმის საშუალებით  მოგაწოდოთ ინფორმაცია “ორბელიანის” შემოთავაზებების შესახებ. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით თქვენს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას და არ ვუზიარებთ მას მესამე მხარეს.

ჩვენ ვიყენებთ Google analytics და ვიგებთ მომხმარებლების რაოდენობას, ქცევას, დაყოვნების დროს და მომხმარებლების წარმომავლობას ქვეყნების მიხედვით.

რეგისტრაციისას სავალდებულოა სახელის, გვარის, იმეილისა და ტელეფონის გაზიარება მხოლოდ იდეის ავტორებისთვის. ეს ინფორმაცია გვჭირდება, რომ იდეის ავტორთან შევათანმხოთ პროექტის დეტალები, ფინანსური მხარე, სამოქმედო გეგმა და ა.შ.

შემოწირულობის გაკეთებისას ჩვენ ვინახავთ მხოლოდ შემომწირველების სახელს და იმეილს, ხოლო ფინანსური ტრანზაქციისას ბარათის მონაცემებზე და მის დაცვაზე პასუხისმგებელია TBC ბანკი. თქვენ ისევე ხართ დაცული ტრანზაქციისას, როგორც სხვა ნებისმიერი ტრანზაქციის გაკეთებისას, რომელსაც TBC ბანკის დახმარებით აწარმოებთ. შემომწირველების სიას ჩვენს პლატფორმაზე ვაქვეყნებთ და ვუზიარებთ მას იდეის ავტორს, თუ არ გაქვთ მონიშნული ანონიმური გადახდის ფუნქცია.

 

თქვენი უფლებები:

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს განაახლოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია პლატფორმაზე. პროფილში განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი. თუ თქვენ გამოცვალეთ იმეილი აუცილებლად უნდა ჩაასწოროთ მონაცემები თქვენს პროფილში, რათა შევძლოთ ხარვეზების გარეშე დაკავშირება.

თუ გსურთ, რომ გავაუქმოთ თქვენი ანგარიში ჩვენს პლატფორმაზე, მაშინ მოგვწერეთ Orbelianigeorgia@gmail.com 

თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი ინფორმაციის გამოყენების შეზღუდვა, თუ არ გსურთ, ორბელიანისგან მიიღოთ ინფორმაცია სერვისებისა და სიახლეების შესახებ. ამისთვის დაგვიკავშირდით  Orbelianigeorgia@gmail.com