გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

შეგვანარჩუნებინეთ “თავისუფლების კუნძული” ფოთში

1/2

კამპანიის შინაარსი

“ლიმენა” თავისუფლების კუნძული ფოთში თქვენს დახმარებას საჭიროებს. ასე ვეძახით ადგილს, სადაც ყოველდღიურად ვიკრიბებით აქტივისტები, ვმსჯელობთ, ვაპროტესტებთ და ჩართული ვართ ამ უთანასწორო ბრძოლაში საკუთარ რუსულ ხელისუფლებასთან.

ლიმენა არის სოციალური საწარმო, რომელიც აერთიანებს კაფეს, არტ-სივრცესა და ქო ვორქინგ ცენტრს, თუმცა, წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდებში, ჩვენი დიდი აქტიურობის შემდეგ მნიშვნელოვნად შეწყდა სტუმრების რაოდენობა, 28 ოქტომბრის შემდეგ კი, რაც ადგილობრივ პლატფომა შ-ფოთთან ერთად, აქციების ორგანიზატორები გავხდით, ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს სივრცეში მომსვლელებს მკაცრად აკონტროლებენ და მოსვლასაც უკრძალავენ.

 

დღეს, ქალაქში ეს არის ერთადერთი თავისუფალი სივრცე, რომელსაც “თავისუფლების კუნძული” დავარქვით, რომელიც აქტივიზმის ერთადერთი კერაა და გამომდინარე იქედან, რომ ქალაქში დამოუკიდებელი მედიაც კი არ გვყავს, ამ ფუნქციის შეთავსებაც ამ ძნელბედობის ჟამს თავად ვიტვირთეთ.

 

სივრცეში ვატარებთ კინოსეანსებს, ვიწვევთ საინტერესო სტუმრებს, ვდისკუსიობთ ქალაქისთვის საჭირბოროტო თემებზე, რაც არის ჩვენი სოციალური საწარმოს მიზანი.

 

ახლა კი, საკუთარი მწირი რესურსით, სივრცეში დავიწყეთ პოდკასტების ჩაწერა, ასევე, ვგეგმავთ სიუჟეტებისა და რეპორტაჟების გაკეთებასაც, რაც საჭიროებს ფინანსურ მხარდაჭერას, რათა აქაური დახშული საინფორმაციო სივრცე გავარღვიოთ.

 

რამდენიმე დღის წინ, ჩვენს აქციებს შემოერთებული სკოლის უფროსკლასელები ოქმებით, სკოლიდან გარიცხვით, მათ მშობლებს ბიზნესისა და სამსახურის შეჩერებით, სოციალურების მოხსნით დაემუქრნენ. გვაქვს მტკიცებულებები იმისა, ბავშვებს როგორ ჩამოართვეს საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატები ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და ნიკო ნიკოლაძის ფოტოებით და გამონათქვამებით, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ზოგ მათგანს ხელითაც შეეხნენ. ამდენი ზეწოლის შემდეგ ბავშვებმა და მათმა მშობლებმა შეწყვიტეს აქციაზე სიარული.

 

აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი დისკრედიტაცია, ადგილობრიივი ხელისუფალნი გვისევენ ტროლ-ბოტებს ჩვენი აქტივობების ქვეშ, ფოთის მერმა პოსტიც მოგვიძღვნა და დაგვემუქრა, რომ ბავშვების სკოლიდან გამოყვანა არ შეგვრჩება და “გრანტგამოცლილები” გვიწოდა. უკრძალავენ ირგვლივ ყველაფერს, რაც ჩვენს მოძრაობასთან და სივრცესთანაა კავშირში.

 

სივრცის დამფუძნებელს, ელისო ჯანაშიას მოუწამლეს 4 შეფარებული ძაღლი, ერთი დაიღუპა, სამის გადარჩენა კი მრავალდღიანი მკურნალობით მოხერხდა. ეს იყო მისი გაჩუმების მცდელობა, თუმცა, ის კვლავ განაგრძობს აქტიურ ბრძოლას. სრულიად უსაფუძვლოდ აეკიდა პოლიცია და დააჯარიმა აქციის აქტიური წევრები. აქციის ერთი მონაწილის მეუღლეს კომისარიატიდან დაურეკეს .

 

არ გვაქვს მედია მხარდაჭერა დამოუკიდებელი აზრი რომ გაჟღერდეს. ადგილობრივი მედია მიკერძოებულია, სხვა მედიებმა კი პროტესტი გამოგვიცხადეს, რადგან არასათანადო გაშუქებაში ვამხილეთ და მას შემდეგ, საერთოდ აღარ აშუქებენ ფოთში მიმდინარე მოვლენებსა თუ ჩვენს აქტივობებს, აჩვენებენ, რომ თითქოს ესაა რომელიღაც პარტიის აქტივობა და სხვა არაფერი ხდება ქალაქში.

 

ამდენი ზეწოლის შემდეგ, მუხტის შენარჩუნებაც გაჭირდა, მაგრამ ფოთში აქტივიზმის გამოსაღვიძებლად მაინც ბოლომდე ვიბრძვით. ვცდილობთ ფოთელებს მივაწვდინოთ ხმა და ვცდილობთ, რომ მათი ხმა ყველგან ისმოდეს.

 

შფოთი და ლიმენა გაგვაერთიანა საერთო მიზნებმა და ხედვებმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს აქტივიზმი და დემოკრატიული პროცესები ფოთში.

 

ამ ეტაპზე თქვენი დახმარება გვჭირდება, ეს საქმიანობა, რისთვისაც გვჭირდება მცირეოდენი ტექნიკური რესურსის დამატება, იჯარისა და თანამშრომელთა ხელფასების გაცემა და რაც მთავარია, აქციისთვის საჭირო რესურსების შესყიდვა/მობილიზება.

 

თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ერთად დავამარცხებთ ამ ბოროტ ძალას!

 

32 მხარდამჭერი

ქეთევან ვაშაკიძე

100.0 
January 25, 2025

ანა თავხელიძე

50.0 
January 25, 2025

მარიამ კვარაცხელია

200.0 
January 25, 2025

ნატო კეთილაძე

100.0 
January 19, 2025

ლილია ჩიხლაძე

100.0 
January 18, 2025

თენგიზ სულთანიშვილი

1,230.0 
January 10, 2025

ნანა ბაგალიშვილი

1,000.0 
January 10, 2025

ნანა ბაგალიშვილი

1,500.0 
January 10, 2025

ნანა ბაგალიშვილი

1,000.0 
January 10, 2025

ნანა ბაგალიშვილი

500.0 
January 10, 2025

ააიპ. მწვანე რაზმები

250.0 
December 31, 2024

ანონიმური

50.0 
December 26, 2024

თამარი გოგოლაძე

30.0 
December 26, 2024

ანონიმური

50.0 
December 26, 2024

ნინო კობახიძე

10.0 
December 24, 2024

ნათია ვაშაყმაძე

50.0 
December 24, 2024

ლელა ჩახაია

100.0 
December 24, 2024

ნინო ბაქაქური

100.0 
December 24, 2024

ხატია ჯინჯიხაძე

200.0 
December 24, 2024

გვანცა აქიაშვილი

50.0 
December 24, 2024

ლილია ჩიხლაძე

100.0 
December 24, 2024

თინათინ მაღედანი

50.0 
December 24, 2024

სოფო ცხვარიაშვილი

50.0 
December 23, 2024

მაკა ალანია

50.0 
December 23, 2024

ქეთევან ბოჯგუა

50.0 
December 22, 2024

ანონიმური

5.0 
December 16, 2024

ანი სამურკასოვი

50.0 
December 16, 2024

ლაშა ბეჟაშვილი

200.0 
December 14, 2024

ანონიმური

20.0 
December 14, 2024

საბა მსხრიკაძე

10.0 
December 13, 2024

ლია კასპელაშვილი

10.0 
December 13, 2024

ანონიმური

10.0 
December 13, 2024

23 დეკემბერს თავს დაესხნენ სოციალური სივრცის დამფუძნებელს - ელისო ჯანაშიას

დეკ 23, 2024

23 დეკემბერს ფოთში თავს დაესხნენ სოციალური სივრცის დამფუძნებელს და ფოთელების უფლებების დამცვლეს, ელისო ჯანაშიას. უფლებადამცველი იხსნებს:

„კარგი დღე იყო თითქოს, მშვიდად ვიყავით ყველანი, კარგი განწყობით, მომავალი აქციებისთვის, ჯაჭვისთვის ვემზადებოდით, პოსტერებს ვხატავდით.

ამ ქალს უკვე მომზადებული ჰქონდა ტექსტი. ყვიროდა, რომ ეს არის გარყვნილების ბუდე, რომ აქ მიდის გეი-პროპაგანდა, რატომ გვინდა ევროპა, როცა რუსეთი გვაჭმევს და გვაცმევს.

თავდაპირველად ახალგაზრდებს, ჩვენს მოხალისეებს დაუწყო ყვირილი. ამ ხმაურზე გავედი და ტელეფონი ჩავრთე, რაზეც კიდევ უფრო გაღიზიანდა და შემდეგ უკვე ფიზიკურად გამისწორდა. წავიქეცი, მეცა და თმის ბღუჯა ამომგლიჯა. პოლიცია რომ მივიდა, ეს ქალი, ვითომც არაფერი, იცინოდა. ეს არის დაუსჯელობის განცდით განპირობებული საქციელი. დაუწყო ამ პოლიციას ლაპარაკი შინაურულად.

მე რომ ასე დავსხმოდი თავს მოქალაქეს და ასე მეძალადა, ახლა ბორკილები მედებოდა-მეთქი, ვუთხარი პოლიციას, მაგრამ მითხრეს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, არ ინერვიულოთო“

 

წყარო:  რადიო თავისუფლება
24/12/2024

 

გააგრძელე კითხვა + დახურვა -

კამპანიის ლოკაცია

ფოთი