გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

მობილაბი დიმში

სამიზნე თანხის შეგროვების შემთხვევაში იდეა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით მიიღებს 6 000 ₾

1/9

კამპანიის შინაარსი

გააზიარე მეცნიერება იმერეთში!

21-ე საუკუნეში, მეცნიერების და ტექნოლოგიების ერაში ძალიან ბევრ სკოლას ისევ არ აქვს თანამდროვე STEM ლაბორატორიები. რის გამოც მოსწავლეეის უმრავლესობას აღარ აინტერესესბ STEM საგნები და შესაბამისად სამომავლო პროფესიებადაც არ ირჩევენ. გარდა ამისა, სოციალური სტერეოტიპების გამო, ბევრი ნიჭიერი გოგონა თვლის, რომ მეცნიერება და ტექნოლოგია "არ არის მათთვის განკუთვნილი", რაც მათ ხელს უშლის კარიერულ განვითარებაში.

სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად გადავწყვიტეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ორბელიანი მეტისა და კიურის ლაბორატორიის გუნდთან ერთად ვგეგმავთ დიმში ჩასვლას და დიმელი გოგოებისთვის ინოვაციური STEM ვორქშოპების ჩატარებას.

ჩვენი ინიციატივა მოიცავს რამდენიმე საინტერესო კომპონენტს: გოგონები ისწავლიან არდუინოს პროგრამირებას, თავად ჩაატარებენ  ქიმიურ და ფიზიკურ ექსპერიმენტებს, VR ტექნოლოგიის საშუალებით იმოგზაურებენ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიაში და ნახავენ მეცნიერების სამყაროს ახალი თვალით.

საღამოობით კი ნინოსოულის ეზოში ვაპირებთ ფილმების ჩვენებას ქალ მეცნიერებზე და ღია დისკუსიების ჩატარებას სხვადასხვა სამეცნიერო საკითხზე. ასევე,  მონაწილეებს გადავცემთ სამეცნიერო ყუთებს, რომლებშიც განთავსებული იქნება სხვადასხვა სამეცნიერო პროექტისთვის საჭირო რესურსები, რათა გოგონებმა სკოლაში შექმნან STEM კლუბები  და გააგრძელონ STEM  საქმიანობა.

ამ ინიციატივის განხორციელებლად თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! გააკეთეთ დონაცია, გახდით კიურის ლაბორატორიის ელჩი და დაგვეხმარეთ მეცნიერების გაზიარებაში!

12 მხარდამჭერი

ანონიმური

10.0 
June 23, 2025

ანონიმური

10.0 
June 23, 2025

თამარ გოგოლაძე

1.0 
June 21, 2025

ლიკა ხინკილაძე

50.0 
June 21, 2025

ნინო თიგიშვილი

20.0 
June 18, 2025

სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო

30.0 
June 17, 2025

ნინო გორგოძე

20.0 
June 16, 2025

გვანცა კიკალეიშვილი

30.0 
June 16, 2025

ანონიმური

20.0 
June 16, 2025

ნათია გელაშვილი

20.0 
June 16, 2025

ანა ღუღუნიშვილი

20.0 
June 16, 2025

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

დიმი, ნინასოული