ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    როგორ გამოვაგზავნო იდეა?

    ორბელიანი მეტი როგორც უკვე იცით პირველი სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაა საქართველოში, რომელიც აძლიერებს სოციალურ პროექტებს და სოციალურ საწარმოებს თავიანთი მიზნების მისაღწევად და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ინდივიდებსა და ორგანიზაციებში. ამიტომ, თუ გაქვთ სოციალური ინიციატივა და გჭირდებათ მხარდაჭერა მის განსახორციელებლად, მაშინ შემოიტანეთ იდეა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე. გაეცანით ეტაპებს თუ როგორ ხდება იდეის გამოგზავნა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე.   დააჭორე ღილაკს ხელი – “პროექტის დაწყება”     ვებ-გვერდზე ვიზიტის შემდეგ, თუ  არ გაქვთ შექმნილი პროფილი პლატფორმაზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, რომლისთვისაც დაგჭირდებათ თქვენი მეილი. პროფილის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ხელი დააჭიროთ ავტორიზაციის ღილაკს, სადაც მიუთითებთ თქვენს მეილს და პაროლს. სისტემაში შესვლის შემდეგ, უკვე შეძლებთ ხელი დააჭიროთ “პროექტის დაწყების” ღილაკს თქვენი ინიციატივის გამოსაგზავნად.     დაამატეთ კამპანიის დეტალები   შემდეგ ეტაპზე, კი იწყებთ თქვენი ინიციატივის დეტალების დამატებას. ჩაწერეთ თქვენი იდეის სათაური და მიუთითეთ კატეგორია, თუ რა სფეროს მოიცავს ის.         შეავსეთ მითითებული ველები   შეავსეთ მითითებული ველები, მიუთითეთ პროექტის აღწერა, სამიზნე თანხა, ლოკაცია თუ სად განხორციელდება თქვენი პროექტი და ასევე თარიღები, თუ კონკრეტულად რა დროის მონაკვეთში გაგრძელდება თქვენი Crowdfunding კამპანია. სურვილის და არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ფოტო და ვიდეო მასალა. რაც შეეხება საჩუქრის ველს, ეს ველიც ნებაყოფლობითია. თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენს დონორებს გაუგზავნოთ დონაციის სანაცვლო საჩუქრები შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნულ ველში.

  • Placeholder image

    გზამკვლევი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებისთვის

     USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა გზამკვლევი “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”. გზამკვლევი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში რესურსების მობილიზების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა: თანხების მოძიება ინდივიდუალური ქველმოქმედებისგან, კერძო კომპანიებისგან, მოსახლეობისგან, ფონდებისგან, ასევე  ეკონომიკური აქტივობების და სხვა ინსტრუმენტების დახმარებით. გზამკვლევი მოგვითხრობს სხვადასხვა წარმატებულ მაგალითზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში. გზამკვლევში ასევე მიმოხილულია თანხების მოძიების მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტები. გზამკვლევი იხილეთ ბმულზე – “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    orbelianimeti.ge საქართველოში სახალხო დაფინანსების პირველი პლატფორმაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური პროექტების განხორციელებას, დაეხმაროს და მიცეს მოტივაცია ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და სურვილი განახორციელონ საინტერესო პროექტები და შეცვალონ ან უკეთესი გახადონ თავიანთი ქალაქი თუ რეგიონი. ასევე, დაინერგოს Crowdfunding-ის კულტურა საქართველოში. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა. ორბელიანი მეტის პლატფორმაზე „იდეების კონკურსი“ მიმდინარეობს , რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი ინიციატივა, რომელიც კონკრეტულითემის თუ საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.   „იდეების კონკურსი“ 2020 წლიდან USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად თანადაფინანსების პრინციპით.   იდეის ავტორებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტის” დონორი ორგანიზაციის მიერ იფარება. ისინი პლატფორმაზე 2 თვის განმავლობაში შეძლებენ აწარმოონ ქრაუდფანდინგ კამპანია და საკუთარი ინიციატივა უცხო ადამიანების დახმარებით რეალობად აქციონ.

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა
ENG | GEO

მარტყოფის ხმის ჩამწერი სტუდია უსინათლო ამომავალი ვარსკვლავებისთვის

Matchfunded By USAID Civil Society Engagement Program

1/2

კამპანიის შინაარსი

  ჩვენ ვართ სამი მეგობარი, რომელიც ელექტრონული მუსიკისა და წიგნების კითხვის სიყვარულმა გაგვაერთიანა. ჩვენი იდეაა სოფელ მარტყოფში გავაკეთოთ ამიერკავკასიაში პირველი მუსიკალური ხმის ჩამწერი სტუდია, უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის, სადაც ისინი შეისწავლიან ელექტრონული მუსიკის კეთებას სხვადასხვა პროგრამაში და ხმის ინჟინერიას. ცნობილია, რომ უსინათლო ადამიანებს განსაკუთრებით უმახვილდებათ სმენა და უსინათლო ხმის ინჟინრები საკმაოდ მოთხოვნადები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მე ვარ იო, განათლებით სოციალური ფსიქოლოგი, მაგრამ რაც ყოველთვის ყველაზე მეტად მიზიდავდა, ელექტრონული მუსიკაა. 14 წლის ასაკში გავხდი უსინათლო. საავადმყოფოში წოლისას თავის შესაქცევად ვუსმენდი ხოლმე რადიოს. შემთხვევით წავაწყდი ტალღას, სადაც ელექტრონული მუსიკა გადიოდა, ალბათ ამ დროიდან შევიყვარე მუსიკის ეს ჟანრი. მერე დროთა განმავლობაში გავარკვიე, რომ არსებობს სინთეზატორი, კომპიუტერული პროგრამები, რომლებშიც ისეთივე მუსიკის აწყობაა შესაძლებელი, როგორსაც ბავშვობაში საავადმყოფოში წოლისას ვუსმენდი და მეც დავიწყე პირველი მცდელობები ჩემი საკუთარი მუსიკის კეთების. ნელ-ნელა ვაგროვებდი აპარატურას და ვხვეწდი მუსიკის შექმნის ტექნიკას. ჩემ მიერ გაკეთებული მუსიკა ადევს ამ ვიდეოსაც, რომელსაც ახლა უყურებთ. გამიმართლა და რამდენიმე წლის წინ გაცვლითი პროგრამით წავედი სასწავლებლად შვედეთში, “სვეფი აკადემიაში”, სადაც სრულად ინკლუზიური გარემო დამხვდა. იქ ვისწავლე DAISY (Digital Accessible Information System) წიგნების დამზადება, ანუ აუდიო წიგნების გადაფორმატება ისეთ ვერსიად, რომ უსინათლომ შეძლოს წიგნების ისე წაკითხვა, როგორც მხედველმა ადამიანმა, რომ სურვილისამებრ შეძლოს გადაფურცვლა მესამედან მეოცე გვერდზე, გააკეთოს ჩანიშვნები, გამოყოს სქოლიო და ა.შ. აუდიო წიგნს ჰგავს, მაგრამ სპეციალურადაა უსინათლოებისთვის და კითხვის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის შექმნილი. მუსიკალური, ხმის ჩამწერი სტუდიის ჩემს სოფელში გაკეთებით, საქართველოში მცხოვრებთათვისაც გახდება შესაძლებელი მსგავსი წიგნების შექმნა. ახლა დისტანციურად ვმუშაობ უცხოურ პროექტებზე წიგნების გადასაფორმატებლად. სულ მინდოდა ჩემი შვედეთში მიღებული ცოდნის საქართველოში გამოყენება. საბედნიეროდ არ დავიზარე და მივედი  მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც დაანონსებული იყო ელექტრონული მუსიკის და ხმის ინჟინერიის შემსწავლელი კურსების პრეზენტაცია მარტყოფში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. კურსს თბილისიდან ჩამოსული მუსიკოსები უძღვებოდნენ. ასე გავიცანი ჩემი ახალი მეგობრები, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შემოქმედება და მივხვდით, რომ ხედვაში ვემთხვეოდით ერთმანეთს. ბიჭებმა თავიანთი კუთვნილი აპარატურის თბილისიდან ტარება დაიწყეს, მსურველებისთვის მხოლოდ თეორიულად რომ არ ესწავლებინათ მუსიკის კეთება და მათთვის პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობაც მიეცათ. ეს ბევრ ფინანსურ ხარჯთან და დისკომფორტთან იყო დაკავშირებული. გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ყოფილი გამგეობის შენობაში გამოგვიყო ფართი, სადაც გვინდა მოვაწყოთ აპარატურით სრულად აღჭურვილი, მუსიკალური ხმის ჩამწერი სტუდია, ინკლუზიური და ყველასთვის ხელმისაწვდომი გარემო, რათა აქ მოხვედრილი ადამიანებიც, ჩვენსავით, მუსიკამ და წიგნების სიყვარულმა გააერთიანოს. ეს იქნება სოციალურადაც ძალიან აქტიური სივრცე, შეხვედრების, ერთმანეთის გაცნობის, იდეების გაზიარების და თანამშრომლობის ადგილი. დაგვიჭირეთ მხარი! და გახსოვდეთ, თქვენგან გადმორიცხული თუნდაც მცირედით, საშუალებას აძლევთ უსინათლო ამომავალ ვარსკვლავებს ელექტრონულ ცაზე გაიბრწყინონ!

23 მხარდამჭერი

ანონიმური

20.0 
May 01, 2024

ნინო საბაშვილი

50.0 
April 28, 2024

ანონიმური

20.0 
April 24, 2024

ანონიმური

10.0 
April 23, 2024

ნიკოლოზ ქავთარაძე

1.0 
April 21, 2024

ზურაბ მაჩიტიძე

20.0 
April 21, 2024

გიორგი შოშიაშვილი

20.0 
April 19, 2024

თიკო სალთხუციშვილი

10.0 
April 19, 2024

რუსუდან გოგიაშვილი

200.0 
April 19, 2024

Mariam Makharashvili

10.0 
April 18, 2024

სპარატკი ეპიტაშვილი

20.0 
April 18, 2024

ანონიმური

20.0 
April 18, 2024

ირაკლი გოგიაშვილი

100.0 
April 18, 2024

დავით გოგიაშვილი

100.0 
April 18, 2024

მარიამ ოთარაშვილი

50.0 
April 18, 2024

მარინა მამულია

20.0 
April 18, 2024

ანონიმური

20.0 
April 17, 2024

ეკა მარიამიძე

50.0 
April 17, 2024

დავითი მინდიკაური

50.0 
April 17, 2024

ანონიმური

5.0 
April 17, 2024

ომარი ოსიაშვილი

4.0 
April 17, 2024

ნინო ძამაშვილი

10.0 
April 17, 2024

ანა ჯამასპაშვილი

2.0 
April 17, 2024

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია

მარტყოფი, საქართველო