გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

სამეგრელოს ბჟამინოლი

1/1

კამპანიის შინაარსი

ბჟამინოლი" მეგრული სიტყვაა და პირდაპირ თარგმანში ნიშნავს ადგილს, საიდანაც მზე შემოდის. ამიტომაც, როდესაც ისეთი სივრცის შექმნა გადავწყვიტეთ, რომელიც ადამიანების ცხოვრებაში სიახლეს და ნათელ აზრებს შემოიტანდა და საკუთარი ემოციების გამოხატვის შესაძლებლობას მისცემდა, სახელზე ბევრი არ გვიფიქრია. იდეა მალევე იქცა საქმედ და ზუგდიდში შევქმენით პირველი ელექტრონული მუსიკის საღამოების სერია. ბჟამინოლს - იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები ქმნიან. განსხვავებული ასაკის, სხვადასხვა სტატუსის, მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ მსგავსი სივრცეები ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ გართობის ადგილი. ზუგდიდში გვაქვს რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტი, სადაც 1200-მდე სტუდენტი სწავლობს, მათი დიდი ნაწილი აფხაზეთიდან გადმოსული ახალგაზრდები არიან. გალის, ოჩამჩირის, სოხუმის სკოლის დასრულების შემდეგ უმაღლესი განათლების მისაღებად რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, სწორედ ამ სტუდენტებთან მათ ინტერესებსა და საჭიროებებე საუბრისას გამოიკვეთა ისეთი გასართობი სივრცის საჭიროება, სადაც ახალგაზრდები თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში შეძლებდნენ განტვირთვას. დიდ ქალაქებში მეტად არის მსგავსი შესაძლებლობა და როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოდიან უმაღლესი განათლების მისაღებად, კიდევ უფრო რთულია დამატებით ასეულობით კილომეტრის გავლა დედაქალაქისკენ იმ მიზნით, რომ გართობა, განვითარება და სოციალიზაცია მოახერხონ. ასე იქცა „ბჟამინოლის“ მისიად სამეგრელოს რეგიონში ელექტრონული მუსიკის  კულტურის შექმნა/პოპულარიზაცია და ახალგაზრდული/გასართობი სივრცეების  დეცენტრალიზაცია. „ბჟამინოლი“ მალევე იქცა ზუგდიდში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, თავისუფალ ივენთების სერიად მრავალფეროვანი სტუმრებით, სადაც ყველა ადამიანი თანასწორია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გარემო ხელს უწყობს ადგილობრივი და იძულებით დევნილი ახალგაზრდების სოციალიზაციას. გამოიკვეთა DJ-ის პროფესიის შესწავლის მაღალი ინტერესი. ასე გაჩნდა ახალი იდეა, რაც დიჯეინგის სკოლის დაარსებას გულისხმობს. სკოლა ბევრ ახალგაზრდას მისცემს მათი მუსიკალური უნარების განვითარების შესაძლებლობას, შესძენს ახალ პროფესიას, და ეკონომიკურად გააძლიერებს. იდეის განხორციელებისთვის გვჭირდება მუსიკალური აპარატურა (ხმის ჩამწერი, ფირსაკრავი, დინამიკები, დეკები), რომელიც აუცილებელია დიჯეინგის სწავლების პროცესში. კურსს გაუძღვებიან მოწვეული არტისტები/დიჯეები, კურსდამთავრებულებს დაეთმობათ ,,ბჟამინოლის“ პლატფორმა, ასევე, ახალბედა დიჯეების შექმნილ მუსიკას სხვადასხვა არხების საშუალებით გავუწევთ პოპულარიზაციას. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს შიდა მიგრაციის შემცირებას და რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდეს მისცემს მოტივაციას, დარჩნენ ადგილზე, თავიანთივე სოფლებში და ქალაქებში აკეთონ საინტერესო საქმე. რაც მთავარია, აფხაზეთში მცხოვრებ თავიანთ თანატოლებს მიაწოდონ ხმა, რომ საქართველოში, დედაქალაქიდან მოშორებით, რეგიონებშიც არის განვითარების შესაძლებლობას.
30

გაცემული კონტრიბუცია

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი

30 უნიკალური მხარდამჭერი