ხშირად დასმული კითხვები
- იდეის ავტორებისთვის
- მხარდამჭერებისთვის
- მეტი ინფორმაციისთვის
გაიარე რეგისტრაცია ორბელიანი მეტის პლატფორმაზე. ატვირთე შენი იდეა, მიუთითე პროექტის მიზანი, საჭირო თანხა და გამოგვიგზავნე.
შეგიძლიათ შემოწირულობის სანაცვლოდ მხარდამჭერებს „საჩუქარი” შესთავაზოთ. „საჩუქრის“ განსაზღვრა შენზეა დამოკიდებული.
თითოეული ინიციატივა გაივლის შესარჩევ ეტაპს, შემოწმდება პროექტის ფინანსური ნაწილი და მდგრადობა.
ამის შემდეგ, კომისიის მიერ შერჩეული იდეები გამოქვეყნდება პლატფორმაზე და ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ შენს პროექტს, სურვილის შემთხვევაში კი, გაიღონ შემოწირულობა იდეის განსახორციელებლად.
“ორბელიანი მეტი” თქვენ იდეას ფართო საზოგადოებას გააცნობს, მაგრამ მხარდამჭერები პროექტის იდეისთვის თქვენ უნდა მოიზიდოთ.
თუკი პროექტი წარმატებული აღმოჩნდება და სამიზნე თანხა შეგროვდება, შემოწირულობა გადაირიცხება პროექტზე პასუხისმგებელი პირის ანგარიშზე.
იდეების შეფასებისას მხედველობაში მიიღება ისეთი ძირითადი კრიტერიუმები, როგორიცაა სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობა. ძირითადი აქცენტი კეთდება სოციალური ზემოქმედების ხარისხზე და იმაზე თუ რამდენად შეუძლია იდეას გადაჭრას მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.
ორბელიანი მეტის პლატფორმა ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს პოზიტიური ცვლილებების შეტანა საკუთარ თემში, ქალაქში, სოფელში თუ საზოგადოებაში. იქნება ეს მეგობრების მობილიზება უბნების გასამწვანებლად, სოფლის ბიბლიოთეკის შექმნა, აპლიკაციის შემუშავება სატრანსპორტო გადატვირთულობის შესამსუბუქებლად, რეგიონული მუზეუმების განახლება, ახალგაზრდებისთვის სივრცის მოწყობა, თუ სკოლების ენერგოეფექტურ შენობებად გადაქცევა.
შეფასების პროცესში უპირატესობა ენიჭება მრავალფეროვნებასა და ინოვაციურობას. იდეებს, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან მდგრადი და ხანგრძლივი გავლენა.
იმისათვის, რომ მიიღოთ შემოწირულობა თქვენი იდეისთვის, მაქსიმალურად უნდა გაზარდოთ ხილვადობა სოციალური მედიის, სატელევიზიო გადაცემის და სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით.
გამოიყენეთ სოციალური მედიის პლატფორმები დამაჯერებელი ისტორიების, ვიზუალისა და სიახლეების რეგულარულად გასაზიარებლად. მოიძიეთ შესაძლებლობები, რათა წარმოაჩინოთ თქვენი იდეა შესაბამის სატელევიზიო გადაცემაში ან მედია პლატფორმებზე.
ჩაერთეთ ღონისძიებებსა და სათემო შეკრებებში, ითანამშრომლეთ ადგილობრივ ბიზნესებთან და ორგანიზაციებთან. მაქსიმალურად გაააქტიურეთ თქვენი იდეა პოტენციური დონორების მოსაზიდად და მხარდაჭერის მიღების შანსების გასაზრდელად.
თქვენ მიიღებთ მოგროვებულ თანხას მას შემდეგ, როცა წარადგენთ მოდიფიცირებულ პროექტს და დაასაბუთებთ, რომ თანხა მიზნობრივად დაიხარჯება არსებული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით.
პროექტის მოდიფიცირებული ვერსია დაეგზავნება თქვენს შემომწირველებს/დონორებს მათი ინფორმირების მიზნით და გამოქვეყნდება თქვენს გვერდზე.
თუ გაქვთ საინტერესო, სოციალური და ინოვაციური იდეა, მაგრამ არ გაქვთ საჭირო სახსრები მის გასაცოცხლებლად, მაშინ ქრაუდფანდინგი სწორი არჩევანია თქვენთვის.
მნიშვნელოვანია წარდგენილ იდეას ჰქონდეს წინასწარ განსაზღვრული დროის ვადები/ლიმიტი, რომელსაც აწესებთ თქვენ.
კერძო სექტორთან, ადგილობრივ თვითთმართველობასთან და/ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად „ორბელიანს“ გარკვეული პერიოდულობით შეუძლია მოახდინოს ზოგიერთი ინიციატივის თანადაფინანსება.
თუ იდეის ავტორი შეძლებს სამიზნე თანხის სულ მცირე, 30 პროცენტის მოგროვებას პლატფორმის მეშვეობით, დარჩენილ 70 პროცენტს „ორბელიანი“ დონორი ინსტიტუტისგან მოძიებული თანხით დააფინანსებს.
თანადაფინანსებული იდეები სპეციალური ნიშნით არის გამოყოფილი.
თანადაფინანსება სტიმულია იდეის ავტორებისთვის, რომ მეტი წარმატებით მოახდინონ თანხის შეგროვება.
თანადაფინანსებული პროექტების არჩევა დამფინანსებელ ორგანიზაციასთან კონსულტაციის საფუძველზე ხდება.
დონაციის სანაცვლოდ შეთავაზებული სიმბოლური საჩუქარი. შეგიძლიათ სხვადასხვა საჩუქარი შესთავაზოთ მხარდამჭერს დონაციის მოცულობის შესაბამისად.
ჯილდო შეიძლება თქვენს მიერ შექმნილი პროდუქტი იყოს (სოციალური საწარმოს შემთხვევაში) ან თქვენს იდეასთან თემატურად დაკავშირებული ნებისმიერი საჩუქარი.
ასევე, არ დაგავიწყდეთ მადლობის წერილის გაგზავნა ნებისმიერი თქვენი შემომწირველისთვის!
საჩუქრის მიწოდებას შემომწირველამდე იდეის ავტორი უზრუნველყოფს.
„ორბელიანი მეტი“ არ იღებს პასუხისმგებლობას საჩუქრის მიწოდებასა და
საკურიერო/ტრანსპორტიების სერვისის დაფარვაზე.
მინიმუმი შემოწირულობა 1 ლარია.
ქრაუდფანდინგის საიდუმლო მხარდაჭერების მობილიზებაშია, ასე რომ თითოეულ ლარს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
გარდა ამისა, ამით საშუალებას ვაძლევთ ნებისმიერ ადამიანს გახდენს საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის მონაწილე.
მაქსიმალური თანხა, რაც შეგიძლიათ მოითხოვოთ “ორბელიანი საქართველოს” თანადაფინანსებით შეადგენს 3 500 დოლარის ექვივალენტს ლარში, შესაბამისად პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს .
დიახ , რჩეულ პროექტს შეგიძლიათ სრულიად ანონიმურად დაუჭიროთ მხარი.
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ონლაინ ბანკის მეშვეობით თქვენი ბარათის გამოყენებით.
თანხის გაცემა ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით შეგიძლიათ. საზღვარგარეთიდან თანხის გაცემის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ paypal.
ფინანსური ტრანზაქციის უსაფრთხოებას ორბელიანი მეტის ქრაუდფანდინგის პლატფორმაზე TBC ბანკი უზრუნველყოფს. თქვენი ტრანზაქცია იმ ხარისხითაა დაცული, რამდენადაც ნებისმიერი სხვა ტრანზაქციის დროს, რომელსაც ამ ბანკის საშუალებით ახორციელებთ.
მთავარი სარგებელი ყველასთვის ერთია- მეტი ცვლილება, რომელიც
საზოგადოებრივი სიკეთის მომტანია.
თუმცა, გარდა აღნიშნული საერთო სარგებლიანობისა, იდეის ავტორებზე იქნება დამოკიდებული თუ რას შესთავაზებენ მხარდაჭერის სანაცვლოდ ადამიანებს.
თანხის დაკორექტირება ან გაუქმება შეგიძლიათ მანამ, სანამ აღნიშნულ ტრანზაქციას განახორციელებთ.
ქრაუდფანდინგი წარმოადგენს ინოვაციური მეთოდს სხვადასხვა ინიციატივებისთვის ფინანსების მოსაზიდად , მათ შორის საწარმოებისთვის, სამეცნიერო კვლევებისთვის, პროექტებისა და რაც მთავარია, სოციალური იდეებისთვის.
მისი მთავარი არსი არის ის რომ, ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. რაც უფრო მეტ დამფინანსებელს დააინტერესებ, უფრო ზრდი შანსს რომ იდეის განხორციელებისათვის საჭირო თანხა აგროვდეს.
გარკვეული დროის განმავლობაში დაინტერესებული დამფინანსებლები იდეის ავტორს (ან ავტორთა ჯგუფს, კომპანიას) ურიცხავენ თანხას. თანხის რაოდენობას დამფინანსებლები თავიანთი სურვილით განსაზღვრავენ.
ქრაუდფანდინგი პლატფორმების უმეტესობა აგებულია საქველმოქმედო ან არაკომერციულ პრინციპზე, აქცენტი კეთდება ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებსაც მოაქვს საზოგადოებრივი სარგებელი.
ქრაუდფანდინგის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს მეტად დემოკრატიული მეთოდია, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებსა და ორგანიზაციებს დამოუკიდებლად წამოიწყონ პროექტები.
გარდა ამისა, ქრაუდფანდინგი საშუალებას აძლევს პროექტის შემქმნელებს გაავრცელონ თავიანთი ინიციატივები მარტივად და იაფად მიაღწიონ ფართო აუდიტორიას.
გამოყოფენ ქრაუდფანდინგის რამდენიმე ტიპს:
- ჯილდოს გარეშე/დონაციაზე დაფუძნებული: თქვენი გულშემატკივრები რიცხავენ ფულს იდეის განსახორციელებლად და სანაცვლოდ არ იღებენ
ჯილდოს. - არაფინანსური ჯილდო: ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ბარათი, ვიდეო, რომელშიც მადლობას უხდით შემომწირველს ან საჩუქარი, რომელსაც
გაუგზავნით შემომწირველს დონაციის სანაცვლოდ. - ფინანსური ჯილდო: ამ შემთხვევაში მსხვილი ინვესტორები იღებენ პროცენტს შემოსავლიდან და გაყიდვებიდან. ნაწილობრივ „ქრაუდფანდინგის“ ეს სახეობა გამოიყენება ფილმების, თამაშებისა და აპლიკაციების, მუსიკალური ალბომების დაფინანსებისას.
ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველო“ 8 წელზე მეტია სოციალურ ინიციატივებს აფინანსებს და მსგავსი პროექტების შეფასებისა და მონიტორინგის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს.
იდეის პლატფორმაზე გამოქვეყნებამდე „ორბელიანი“ განიხილავს იდეას, მის პრაქტიკულ მხარეს, საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დამატებით დოკუმენტაციას და მხოლოდ ამის შემდეგ აქვეყნებს პლატფორმაზე.
გარდა ამისა, ყველა თანადაფინანსებული იდეას ჩვენი გუნდი უშუალოდ უწევს მონიტორინგს, რათა მხარი დაუჭიროს იდეის ავტორს და გადაამოწმოს დონაციის მიზნობრივად გამოყენება, მათ შორის ამოწმებს ფინანსურ დოკუმენტაციას.
ასევე, პროექტის ავტორი ვალდებულია, საბოლოო ანგარიში განათავსოს პლატფორმაზე პოსტის სახით მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.
პროექტის ანგარიში, მათ შორის ფინანსური ნაწილი, ყველა შემომწირველს მეილზე
გაეგზავნება მოთხოვნის შემთხვევაში.
საქართველოდან განხორციელებულ საბანკო ტრანზაქციებზე მოქმედებს TBC ბანკის სტანდარტული საკომისიო 2%, რომელიც ინდივიდუალურ შემომწირველებს ერიცხებათ, ხოლო საზღვარგარეთიდან გადმორიცხვის შემთხევაში 2.5% ტარიფი მოქმედებს აღნიშნული მთლიანად ბანკის მომსახურების საკომისიოა.
პლატფორმის მომსახურების საკომისიო შეადგენს 10%. ამით დაეხმარებით “ორბელიანი მეტი”-ს პლატფორმას კიდევ უფრო განვითარდეს და მომავალში მხარი დაუჭიროს უფრო მეტ იდეას.
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოში ინდივიდების, ქალების, ახალგაზრდების, სამოქალაქო აქტივისტების, სოციალური მეწარმეების და სათემო ლიდერების გაძლიერებით, რომლებსაც სურთ საკუთარი თემის, უბნის, ქალაქის და ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება . ჩვენ გვესმის, რომ უამრავი სოციალური ინიციატივა, ინოვაციური იდეა, გამოგონება და სოციალური საწარმო ხშირად განიცდის ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობას. თუმცა, მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი ადამიანი, რომელიც მზად არის გააძლიეროს მყარი და სასარგებლო იდეები საზოგადოების გასაუმჯობესებლად, სწორედ მათ დაკავშირებას ისახავს მიზნად “ორბელიანი მეტის” პლატფორმა.
ჩვენი ვეხმარებით ადამიანებს მოიპოვონ ფინანსური რესურსი, რათა მათი იდეები რეალობად აქციონ. ამავდროულად, ხელი შევუწყოთ სოციალური პასუხისმგებლობის ზრდასა და ცნობიერების ამაღლებას ქრაუდფანდინგის როლის შესახებ.
ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ეკოსისტემა, სადაც განვითარდება სოციალური, ინოვაციური იდეები და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა უკეთესობისკენ შეცვალონ, როგორც თავიანთი თემი, ისე მთლიანად საზოგადოება.
„ორბელიანი“ მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა მოიძიოს დაფინანსება სამოქალაქო აქტივიზმის ხელშესაწყობად.
ორბელიანი მეტის პლატფორმას მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI Access program).
გარდა ამისა, იმისათვის, რომ პლატფორმამ ფუნქციონირება განაგრძოს და ახალი ფუნქციები დაემატოს, მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა.
შემოწირულობების ანგარიშს „ორბელიანი მეტი“ პლატფორმაზე გამოაქვეყნებს.