ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    როგორ გამოვაგზავნო იდეა?

    ორბელიანი მეტი როგორც უკვე იცით პირველი სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაა საქართველოში, რომელიც აძლიერებს სოციალურ პროექტებს და სოციალურ საწარმოებს თავიანთი მიზნების მისაღწევად და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ინდივიდებსა და ორგანიზაციებში. ამიტომ, თუ გაქვთ სოციალური ინიციატივა და გჭირდებათ მხარდაჭერა მის განსახორციელებლად, მაშინ შემოიტანეთ იდეა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე. გაეცანით ეტაპებს თუ როგორ ხდება იდეის გამოგზავნა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე.   დააჭორე ღილაკს ხელი – “პროექტის დაწყება”     ვებ-გვერდზე ვიზიტის შემდეგ, თუ  არ გაქვთ შექმნილი პროფილი პლატფორმაზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, რომლისთვისაც დაგჭირდებათ თქვენი მეილი. პროფილის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ხელი დააჭიროთ ავტორიზაციის ღილაკს, სადაც მიუთითებთ თქვენს მეილს და პაროლს. სისტემაში შესვლის შემდეგ, უკვე შეძლებთ ხელი დააჭიროთ “პროექტის დაწყების” ღილაკს თქვენი ინიციატივის გამოსაგზავნად.     დაამატეთ კამპანიის დეტალები   შემდეგ ეტაპზე, კი იწყებთ თქვენი ინიციატივის დეტალების დამატებას. ჩაწერეთ თქვენი იდეის სათაური და მიუთითეთ კატეგორია, თუ რა სფეროს მოიცავს ის.         შეავსეთ მითითებული ველები   შეავსეთ მითითებული ველები, მიუთითეთ პროექტის აღწერა, სამიზნე თანხა, ლოკაცია თუ სად განხორციელდება თქვენი პროექტი და ასევე თარიღები, თუ კონკრეტულად რა დროის მონაკვეთში გაგრძელდება თქვენი Crowdfunding კამპანია. სურვილის და არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ფოტო და ვიდეო მასალა. რაც შეეხება საჩუქრის ველს, ეს ველიც ნებაყოფლობითია. თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენს დონორებს გაუგზავნოთ დონაციის სანაცვლო საჩუქრები შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნულ ველში.

  • Placeholder image

    გზამკვლევი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებისთვის

     USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა გზამკვლევი “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”. გზამკვლევი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში რესურსების მობილიზების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა: თანხების მოძიება ინდივიდუალური ქველმოქმედებისგან, კერძო კომპანიებისგან, მოსახლეობისგან, ფონდებისგან, ასევე  ეკონომიკური აქტივობების და სხვა ინსტრუმენტების დახმარებით. გზამკვლევი მოგვითხრობს სხვადასხვა წარმატებულ მაგალითზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში. გზამკვლევში ასევე მიმოხილულია თანხების მოძიების მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტები. გზამკვლევი იხილეთ ბმულზე – “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    orbelianimeti.ge საქართველოში სახალხო დაფინანსების პირველი პლატფორმაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური პროექტების განხორციელებას, დაეხმაროს და მიცეს მოტივაცია ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და სურვილი განახორციელონ საინტერესო პროექტები და შეცვალონ ან უკეთესი გახადონ თავიანთი ქალაქი თუ რეგიონი. ასევე, დაინერგოს Crowdfunding-ის კულტურა საქართველოში. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა. ორბელიანი მეტის პლატფორმაზე „იდეების კონკურსი“ მიმდინარეობს , რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი ინიციატივა, რომელიც კონკრეტულითემის თუ საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.   „იდეების კონკურსი“ 2020 წლიდან USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად თანადაფინანსების პრინციპით.   იდეის ავტორებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტის” დონორი ორგანიზაციის მიერ იფარება. ისინი პლატფორმაზე 2 თვის განმავლობაში შეძლებენ აწარმოონ ქრაუდფანდინგ კამპანია და საკუთარი ინიციატივა უცხო ადამიანების დახმარებით რეალობად აქციონ.

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა
ENG | GEO

ხშირად დასმული კითხვები

  • იდეის ავტორებისთვის
  • მხარდამჭერებისთვის
  • მეტი ინფორმაციისთვის
როგორ მუშაობს პლატფორმა?

გაიარე რეგისტრაცია ორბელიანი მეტის პლატფორმაზე. ატვირთე შენი იდეა, მიუთითე პროექტის მიზანი, საჭირო თანხა და გამოგვიგზავნე. 

შეგიძლიათ შემოწირულობის სანაცვლოდ მხარდამჭერებს „საჩუქარი”  შესთავაზოთ. „საჩუქრის“ განსაზღვრა შენზეა დამოკიდებული.

თითოეული ინიციატივა გაივლის შესარჩევ ეტაპს, შემოწმდება პროექტის ფინანსური ნაწილი და მდგრადობა. 

ამის შემდეგ, კომისიის მიერ შერჩეული იდეები გამოქვეყნდება პლატფორმაზე და ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ შენს პროექტს, სურვილის შემთხვევაში კი, გაიღონ შემოწირულობა იდეის განსახორციელებლად.

“ორბელიანი მეტი”  თქვენ იდეას ფართო საზოგადოებას გააცნობს, მაგრამ მხარდამჭერები პროექტის იდეისთვის თქვენ უნდა მოიზიდოთ.

თუკი პროექტი წარმატებული აღმოჩნდება და სამიზნე თანხა შეგროვდება,  შემოწირულობა გადაირიცხება  პროექტზე პასუხისმგებელი პირის ანგარიშზე.

როგორ ფასდება იდეები?

იდეების შეფასებისას მხედველობაში მიიღება ისეთი ძირითადი კრიტერიუმები, როგორიცაა სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობა. ძირითადი აქცენტი კეთდება სოციალური ზემოქმედების ხარისხზე და იმაზე თუ რამდენად შეუძლია იდეას გადაჭრას მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.

ორბელიანი მეტის პლატფორმა ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს პოზიტიური ცვლილებების შეტანა საკუთარ თემში, ქალაქში, სოფელში თუ საზოგადოებაში. იქნება ეს მეგობრების მობილიზება უბნების გასამწვანებლად, სოფლის ბიბლიოთეკის შექმნა, აპლიკაციის შემუშავება სატრანსპორტო გადატვირთულობის შესამსუბუქებლად, რეგიონული მუზეუმების განახლება, ახალგაზრდებისთვის სივრცის მოწყობა, თუ სკოლების ენერგოეფექტურ შენობებად გადაქცევა. 

შეფასების პროცესში უპირატესობა ენიჭება მრავალფეროვნებასა და ინოვაციურობას. იდეებს, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან მდგრადი და ხანგრძლივი გავლენა. 

როგორ მივიღო შემოწირულობა?

იმისათვის, რომ მიიღოთ შემოწირულობა თქვენი იდეისთვის, მაქსიმალურად უნდა გაზარდოთ ხილვადობა სოციალური მედიის, სატელევიზიო გადაცემის და სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით. 

გამოიყენეთ სოციალური მედიის პლატფორმები დამაჯერებელი ისტორიების, ვიზუალისა და სიახლეების რეგულარულად  გასაზიარებლად. მოიძიეთ შესაძლებლობები, რათა წარმოაჩინოთ თქვენი იდეა შესაბამის სატელევიზიო გადაცემაში ან მედია პლატფორმებზე. 

ჩაერთეთ ღონისძიებებსა და სათემო შეკრებებში, ითანამშრომლეთ ადგილობრივ ბიზნესებთან და ორგანიზაციებთან. მაქსიმალურად გაააქტიურეთ თქვენი იდეა პოტენციური დონორების მოსაზიდად და მხარდაჭერის მიღების შანსების გასაზრდელად.

რა მოხდება თუ ჩემს მიზანს ვერ მივაღწევ?

თქვენ მიიღებთ მოგროვებულ თანხას მას შემდეგ, როცა წარადგენთ მოდიფიცირებულ პროექტს და დაასაბუთებთ, რომ თანხა მიზნობრივად დაიხარჯება არსებული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით.

პროექტის მოდიფიცირებული ვერსია დაეგზავნება თქვენს შემომწირველებს/დონორებს მათი ინფორმირების მიზნით და გამოქვეყნდება თქვენს გვერდზე.

როგორ უნდა მივხვდე ქრაუდფანდინგი სწორი არჩევანია თუ არა ჩემთვის? 

თუ გაქვთ საინტერესო, სოციალური და ინოვაციური იდეა, მაგრამ არ გაქვთ საჭირო სახსრები მის გასაცოცხლებლად, მაშინ ქრაუდფანდინგი სწორი არჩევანია თქვენთვის.

Რა არის დროის ლიმიტი?

მნიშვნელოვანია წარდგენილ იდეას  ჰქონდეს წინასწარ განსაზღვრული დროის ვადები/ლიმიტი, რომელსაც აწესებთ თქვენ.

რას ნიშნავს თანადაფინანსებული პროექტი?

კერძო სექტორთან, ადგილობრივ თვითთმართველობასთან და/ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად „ორბელიანს“ გარკვეული პერიოდულობით შეუძლია მოახდინოს ზოგიერთი ინიციატივის თანადაფინანსება.

თუ იდეის ავტორი შეძლებს სამიზნე თანხის სულ მცირე, 30 პროცენტის მოგროვებას პლატფორმის მეშვეობით, დარჩენილ 70 პროცენტს „ორბელიანი“ დონორი ინსტიტუტისგან მოძიებული თანხით დააფინანსებს.

თანადაფინანსებული იდეები სპეციალური ნიშნით არის გამოყოფილი.
თანადაფინანსება სტიმულია იდეის ავტორებისთვის, რომ მეტი წარმატებით მოახდინონ თანხის შეგროვება.

თანადაფინანსებული პროექტების არჩევა დამფინანსებელ ორგანიზაციასთან კონსულტაციის საფუძველზე ხდება.

რას ნიშნავს საჩუქარი?

დონაციის სანაცვლოდ შეთავაზებული სიმბოლური საჩუქარი. შეგიძლიათ სხვადასხვა საჩუქარი შესთავაზოთ მხარდამჭერს დონაციის მოცულობის შესაბამისად.

ჯილდო შეიძლება თქვენს მიერ შექმნილი პროდუქტი იყოს (სოციალური საწარმოს შემთხვევაში) ან თქვენს იდეასთან თემატურად დაკავშირებული ნებისმიერი საჩუქარი.

ასევე, არ დაგავიწყდეთ მადლობის წერილის გაგზავნა ნებისმიერი თქვენი შემომწირველისთვის! 

საჩუქრის მიწოდებას შემომწირველამდე იდეის ავტორი უზრუნველყოფს.

„ორბელიანი მეტი“ არ იღებს პასუხისმგებლობას საჩუქრის მიწოდებასა და
საკურიერო/ტრანსპორტიების სერვისის დაფარვაზე.

რამდენია შემოწირულობის მინიმუმი?

მინიმუმი შემოწირულობა 1 ლარია.

ქრაუდფანდინგის საიდუმლო მხარდაჭერების მობილიზებაშია, ასე რომ თითოეულ ლარს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. 

გარდა ამისა, ამით საშუალებას ვაძლევთ ნებისმიერ ადამიანს გახდენს საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის მონაწილე.

რა არის პროექტის თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა?

მაქსიმალური თანხა, რაც შეგიძლიათ მოითხოვოთ “ორბელიანი საქართველოს” თანადაფინანსებით  შეადგენს 3 500 დოლარის ექვივალენტს ლარში, შესაბამისად პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს .

შემიძლია ანონიმურად შემოვიტანი თანხა?

დიახ , რჩეულ პროექტს შეგიძლიათ სრულიად ანონიმურად დაუჭიროთ მხარი.

გადახდის რომელი საშუალება უნდა გამოვიყენო?

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ონლაინ ბანკის მეშვეობით თქვენი ბარათის გამოყენებით.

თანხის გაცემა ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით შეგიძლიათ. საზღვარგარეთიდან თანხის გაცემის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ paypal.

როგორ უზრუნველყოფს ჩარიცხული თანხების დაცულობას ორბელიანი მეტი?

ფინანსური ტრანზაქციის უსაფრთხოებას ორბელიანი მეტის ქრაუდფანდინგის პლატფორმაზე TBC ბანკი უზრუნველყოფს. თქვენი ტრანზაქცია იმ ხარისხითაა დაცული, რამდენადაც ნებისმიერი სხვა ტრანზაქციის დროს, რომელსაც ამ ბანკის საშუალებით ახორციელებთ.

რას იღებს შემომწირველი დონაციის სანაცვლოდ?

მთავარი სარგებელი ყველასთვის ერთია- მეტი ცვლილება, რომელიც
საზოგადოებრივი სიკეთის მომტანია.

თუმცა, გარდა აღნიშნული საერთო სარგებლიანობისა, იდეის ავტორებზე იქნება დამოკიდებული თუ რას შესთავაზებენ მხარდაჭერის სანაცვლოდ ადამიანებს.

შემიძლია რომ შენატანი დავაკორექტირო ან გავაუქმო?

თანხის დაკორექტირება ან გაუქმება შეგიძლიათ მანამ, სანამ აღნიშნულ ტრანზაქციას განახორციელებთ.

რა არის ქრაუდფანდინგი?

ქრაუდფანდინგი წარმოადგენს ინოვაციური მეთოდს სხვადასხვა ინიციატივებისთვის ფინანსების მოსაზიდად , მათ შორის საწარმოებისთვის, სამეცნიერო კვლევებისთვის,  პროექტებისა და რაც მთავარია, სოციალური იდეებისთვის.

მისი მთავარი არსი არის ის რომ, ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. რაც უფრო მეტ დამფინანსებელს დააინტერესებ, უფრო ზრდი შანსს რომ იდეის განხორციელებისათვის საჭირო თანხა აგროვდეს.

გარკვეული დროის განმავლობაში დაინტერესებული დამფინანსებლები იდეის ავტორს (ან ავტორთა ჯგუფს, კომპანიას) ურიცხავენ თანხას. თანხის რაოდენობას დამფინანსებლები თავიანთი სურვილით განსაზღვრავენ.

ქრაუდფანდინგი პლატფორმების უმეტესობა აგებულია საქველმოქმედო ან არაკომერციულ პრინციპზე, აქცენტი კეთდება ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებსაც მოაქვს საზოგადოებრივი სარგებელი.

ქრაუდფანდინგის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს მეტად დემოკრატიული მეთოდია, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებსა და ორგანიზაციებს დამოუკიდებლად წამოიწყონ პროექტები. 

გარდა ამისა, ქრაუდფანდინგი საშუალებას აძლევს პროექტის შემქმნელებს გაავრცელონ თავიანთი ინიციატივები მარტივად და იაფად მიაღწიონ ფართო აუდიტორიას.

ქრაუდფანდინგის რა სახეები არსებობს?

გამოყოფენ ქრაუდფანდინგის რამდენიმე ტიპს:

  • ჯილდოს გარეშე/დონაციაზე დაფუძნებული: თქვენი გულშემატკივრები რიცხავენ ფულს იდეის განსახორციელებლად და სანაცვლოდ არ იღებენ
    ჯილდოს.
  • არაფინანსური ჯილდო: ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ბარათი, ვიდეო, რომელშიც მადლობას უხდით შემომწირველს ან საჩუქარი, რომელსაც
    გაუგზავნით შემომწირველს დონაციის სანაცვლოდ.
  • ფინანსური ჯილდო: ამ შემთხვევაში მსხვილი ინვესტორები იღებენ პროცენტს შემოსავლიდან და გაყიდვებიდან. ნაწილობრივ „ქრაუდფანდინგის“ ეს სახეობა გამოიყენება ფილმების, თამაშებისა და აპლიკაციების, მუსიკალური ალბომების დაფინანსებისას.
როგორ უზრუნველყოფს “ორბელიანი მეტი” პროექტის შესრულებას და დონაციის მიზნობრივად გამოყენებას?

ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველო“ 8 წელზე მეტია სოციალურ ინიციატივებს აფინანსებს და მსგავსი პროექტების შეფასებისა და მონიტორინგის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს.

იდეის პლატფორმაზე გამოქვეყნებამდე „ორბელიანი“ განიხილავს იდეას, მის პრაქტიკულ მხარეს, საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დამატებით დოკუმენტაციას და მხოლოდ ამის შემდეგ აქვეყნებს პლატფორმაზე.

გარდა ამისა, ყველა თანადაფინანსებული იდეას ჩვენი გუნდი უშუალოდ უწევს მონიტორინგს, რათა მხარი დაუჭიროს იდეის ავტორს და გადაამოწმოს დონაციის მიზნობრივად გამოყენება, მათ შორის ამოწმებს ფინანსურ დოკუმენტაციას.

ასევე, პროექტის ავტორი ვალდებულია, საბოლოო ანგარიში განათავსოს პლატფორმაზე პოსტის სახით მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.

პროექტის ანგარიში, მათ შორის ფინანსური ნაწილი, ყველა შემომწირველს მეილზე
გაეგზავნება მოთხოვნის შემთხვევაში.

რამდენია პლატფორმის მომსახურების საკომისიო?

საქართველოდან განხორციელებულ საბანკო ტრანზაქციებზე მოქმედებს TBC ბანკის სტანდარტული საკომისიო 2%, რომელიც ინდივიდუალურ შემომწირველებს ერიცხებათ, ხოლო საზღვარგარეთიდან გადმორიცხვის შემთხევაში 2.5% ტარიფი მოქმედებს აღნიშნული მთლიანად ბანკის მომსახურების საკომისიოა.

პლატფორმის  მომსახურების საკომისიო შეადგენს 10%. ამით დაეხმარებით “ორბელიანი მეტი”-ს პლატფორმას კიდევ უფრო განვითარდეს და მომავალში  მხარი დაუჭიროს უფრო მეტ იდეას.

რა არის ჩვენი მიზანი?

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოში ინდივიდების, ქალების, ახალგაზრდების, სამოქალაქო აქტივისტების, სოციალური მეწარმეების და სათემო ლიდერების გაძლიერებით, რომლებსაც სურთ საკუთარი თემის, უბნის, ქალაქის და ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება . ჩვენ გვესმის, რომ უამრავი სოციალური ინიციატივა, ინოვაციური იდეა, გამოგონება და სოციალური საწარმო ხშირად განიცდის ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობას. თუმცა, მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი ადამიანი, რომელიც მზად არის გააძლიეროს მყარი და სასარგებლო იდეები საზოგადოების გასაუმჯობესებლად, სწორედ მათ დაკავშირებას ისახავს მიზნად “ორბელიანი მეტის” პლატფორმა. 

ჩვენი ვეხმარებით ადამიანებს მოიპოვონ ფინანსური რესურსი, რათა მათი იდეები რეალობად აქციონ. ამავდროულად, ხელი შევუწყოთ სოციალური პასუხისმგებლობის ზრდასა და ცნობიერების ამაღლებას ქრაუდფანდინგის როლის შესახებ. 

ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ეკოსისტემა, სადაც განვითარდება სოციალური, ინოვაციური იდეები და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა უკეთესობისკენ შეცვალონ, როგორც თავიანთი თემი, ისე მთლიანად საზოგადოება.

როგორ იღებს “ორბელიანი მეტი” შემოწირულობას თავად?

„ორბელიანი“ მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა მოიძიოს დაფინანსება სამოქალაქო აქტივიზმის ხელშესაწყობად.

ორბელიანი მეტის პლატფორმას მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI Access program).

გარდა ამისა, იმისათვის, რომ პლატფორმამ ფუნქციონირება განაგრძოს და ახალი ფუნქციები დაემატოს, მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. 

შემოწირულობების ანგარიშს „ორბელიანი მეტი“ პლატფორმაზე გამოაქვეყნებს.