ჩვენ ვართ ცაგერის მუნიციპალიტეტის,ისტორიული სოფლის- საუკუნენახევრიანი სკოლის წარმომადგენლები, ახალბედა მასწავლებლები, რომლებიც დავუბრუნდით მშობლიურ მხარეს,ჩვენს მაღალმთიან სოფელს და ვზრუნავთ მომავალი თაობის კეთილდღეობისათვის.ჩვენს თემში,რომელშიც გაერთიანებულია რამდენიმე სოფელი,არ მოიძებნება კეთილმოწყობილი სივრცე შემოქმედებით-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ჩასატარებლად . ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტია,შევქმნათ არსებულ რეკრეაციულ ზონაში სკვერი,რომელიც დააკმაყოფილებს თემის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.სკვერი გამოყენებულ იქნება შემდეგი დანიშნულებისათვის:
თემში მცხოვრები საზოგადოება შეიკრიბება,გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ აზრებს,გამოცდილებას, დაგეგმავენ და განახორციელებენ მათთვის საჭირო და საინტერესო აქტივობებს.
სოფელი დაშორებულია რაიონულ ცენტრს,მომავალ თაობას არ აქვს საშუალება (ფინანსურ-ფიზიკური) სხვადასხვა შემოქმედებით-საგნმანათლებლო წრეეებზე ჩართულობის.აღნიშნულ სკვერს გამოვიყენებთ სასწავლო-საგანმანათლებლო და მხატვრული ღონისძიებების ჩასატარებლად.
დღევანდელი თაობის გლობალური პრობლემაა ტექნოლოგიებზე და ვირტუალურ სამყაროზე მიჯაჭვულობა.ჩვენ მიერ მოწყობილი სივრცე, ხელს შეუწყობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების წესს.
სკოლას აქვს გამორჩეულად მრავალფეროვანი ეზო, მარადმწვანე და ფოთლოვანი მცენარეებით, სასკოლო-სასწავლო ნაკვეთით, სადაც საუკუნის შემდეგ გავაცოცხლეთ ქართული ხორბლის ენდემური ჯიშები (მახა და ზანდური), ასევე - მოგვყავს სხვადასხვა ბოსტნეული, ბაღჩეული და მარცვლოვანი კულტურები.სკვერი გამოყენებულ იქნება საველე გაკვეთილებისა და არაფორმალური შეხვედრების ჩასატარებლად.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობა ერთ ეზოში მდებარეობს და მათაც ექნებათ საშუალება გარე სივრცეში ჩაატარონ მხატვრული ღონისძიებები.სკვერს ექნება შემდეგი დანიშნულებაც - აღნიშნულ სივრცეს გამოვიყენებთ კინო-სეანსების ჩასატარებლად,როგორც შიდა სასკოლო - აგრეთვე თემის საზოგადოებისათის - პროექტით „მოძრავი კინოსეანსი სოფლად“, განსაკუთრებით ზაფხულში,როცა იმატებს დამსვენებელთა და ვიზიტორთა რაოდენობა.ვენი სკოლა აქტიური სოციალური ცხოვრებით ცხვორობს, გვაქვს ბევრი პროექტები, ბევრი გამარჯვება და კიდევ უფრო მეტი სამომავლო გეგმა. სკვერის მოწყობა ჩვენის სკოლის ეზოში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი სკოლისთვის. გვჯერა, რომ თქვენთან ერთად შევძლებთ და ჩვენი ბავშვების ოცნებას ავასრულებთ,,პროექტში გამარჯვება გაალამაზებს,განავითარებს და გაახალისებს სოფლის ერთფეროვან ცხოვრებას.