გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

ურბანული მეურნეობის პირველი ონლაინ პლატფორმა რუსთავში

1/1

კამპანიის შინაარსი

ჩვენი იდეა რუსთავში ურბანული მეურნეობის განვითარებას შეეხება. მობილური აპლიკაციის მეშვეობით, რუსთავის მაცხოვრებლებს შეეძლებათ, გამოიწერონ სეზონური მცენარეები, მიიღონ დისტანციური კონსულტაცია და საკუთარ აივანზე მოიყვანონ სასურველი ხილი და ბოსტნეული. აგრეთვე, პროექტი მომხმარებელებს დახმარება, აკონტროლონ მცენარის მოვლის პროცესი. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ოთხი წევრისგან. ყველა ჩვენგანი რუსთავის #6 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასელები ვართ. გუნდი მუდმივად გადის კონსულტაციას პროფესიონალ ბოტანიკოსთან, რომელიც გვეხმარება, უკეთ გავერკვეთ საკითხში და მომხმარებლებსაც სანდო ინფორმაცია მივაწოდოთ.    პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, 10 აივნისთვის საჭირო რესურსი შევაგროვოთ. კომპანია “ბაზალტ ფაიფერსი” საჭირო ქოთნებითა და მასალით მოგვამარაგებს, მოძიებული თანხით კი შევიძენთ ჩითილებსა და  თესლს, რომელსაც გავახარებთ. ასევე, დავბეჭდავთ ბროშურებს, რომლებშიც იქნება მოცემული თითოეული ნერგის მოვლისა და გახარების ინსტრუქცია.    გარდა ამისა, ვფიქრობთ გავაკეთოთ აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მსურველები დაათვალიერებენ ჩვენს პროდუქტს და ონლაინ შესყიდვით ისარგებლებენ. აპლიკაციის გაკეთებაში დაგვეხმარება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი ელენე ლომსაძე.    იდეის განსახორციელებლად გვჭირდება 1000 ლარი, რომლითაც შევიძენთ ნერგებს, თესლს, სასუქს, მიწას და დავბეჭდავთ ბროშურებს. ფინანსების დაზოგვის მიზნით შევეცდებით მთელი საქმე ჩვენი ხელით გავაკეთოთ.

1 მხარდამჭერი

Nikoloz Broladze

20.0 
October 30, 2020

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია