გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

Sweepy.ge

1/1

კამპანიის შინაარსი

Sweepy.ge - პროფესიონალური დასუფთავების კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს საყოფაცხოვრებო და კომერციული ფართებისთვის ხარისხიან სერვისს სთავაზობს. „სვიფი“ წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც მოიცავს ქოლცენტს/საიტს და მობილურ აპლიკაციას, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია დალაგების სერვისის დაჯავშნა. საწყის ეტაპზე კომპანია  სერვისს აწვდის თბილისისა და რუსთავის მასშტაბით. „სვიფი“ - ს ხედვა „Sweepy.ge”-მ საქმიანობა დაიწყო პლატფორმის შექმნით, რომელიც ინდუსტრიაში საუკეთესო დასუფთავების სერვისებს გთავაზობთ. დალაგების პროცესს უამრავი სირთულე და პრობლემა ახლავს თან, სწორედ ამიტომ პროექტის მიზანი იყო, კომპანიას გაემარტივებინა მომხმარებლისთვის ცხოვრება და სრულად დაეკმაყოფილებინა მისი საჭიროებები. ბაზარზე მსგავსი სრულყოფილი სერვისის არარსებობის გამო შეიქმნა კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს მომხმარებელს დროის დაზოგვაში და გაუმარტივოს ცხოვრება. რაც მთავარია, ვებ საიტისა და აპლიკაციის დახმარებით სასურველი სერვისის დაჯავშნა  50 წამში შეგიძლია. Რას ვაკეთებთ? ჩვენ ვართ პროფესიონალური დასუფთავების კომპანია, რომელიც თბილისის მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს საყოფაცხოვრებო და კომერციულ დასუფთავების მომსახურებას. ჩვენი კომპანია სპეციალიზირებულია როგორც ოფისის, ასევე სახლის დასუფთავებაში. მომხმარებელს ვთავაზობთ სამი ტიპის მომსახურებას: სახლის და/ან ოფისის სტანდარტული დალაგება, გენერალური დალაგება და რემონტის შემდგომი დალაგება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს დიასახლისის გამოძახების სერვისიც. 2 საათის განმავლობაში დიასახლისი მოაგვარებს თქვენს ყველა საყოფაცხოვრებო პრობლემას. Ჩვენი მიდგომა ჩვენი მიზანია მუდმივად განვვითარდეთ და პოზიტიური გამოცდილება შევქმნათ. ჩვენს ინდუსტრიაში ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა პერსონალის პროფესიონალიზმს, გულისხმიერებასა და სანდოობას. შესაბამისად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პერსონალის კმაყოფილება და მათი მუდმივი გადამზადება. ამასთან, პრიორიტეტულია დამლაგებლებთან ერთად ყველა სახის პასუხისმგებლობის განაწილება სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულებისას. Sweepy.ge არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია დალაგების პროცესში ნებისმიერი სახის ხარვეზისა და შეფერხების გამოსწორებასა და მუდმივ განვითარებაზე.   ხარისხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის კმაყოფილება და შესაბამისად, ორიენტირებული ვართ მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის სტანდარტიზირებული სერვისი. ამიტომაც ძალიან ყურადრებით ვარჩევთ პერსონალს როგორც სამუშაო უნარ-ჩვევების, ასევე მისი პიროვნული უნარების გათვალისწინებით. ჩვენი ახალი დამლაგებლები ზედამხედველებთან ერთად მუშაობენ, რათა კარგად გაითავისონ Sweepy.ge-ის სამუშაო სტანდარტები და გაიუმჯობესონ უნარ-ჩვევები. იმისათვის, რომ მომხმარებელი მაქსიმალურად კმაყოფილი იყოს და თავი კომფორტულად იგრძნოს, არ დახარჯოს ზედმეტი თანხა და რესურსი, კომპანია თავად უზრუნველყოფს ყველა საჭირო აღჭურვილობისა და საწმენდი საშუალებების მიტანას. Sweepy.ge-ის ბრენდული, ანტიალერგიული და უმაღლესი ხარისხის საწმენდი საშუალებები იძლევა ხარისხისა და დაცულობის გარანტიას.

0 მხარდამჭერი

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია