ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    როგორ გამოვაგზავნო იდეა?

    ორბელიანი მეტი როგორც უკვე იცით პირველი სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაა საქართველოში, რომელიც აძლიერებს სოციალურ პროექტებს და სოციალურ საწარმოებს თავიანთი მიზნების მისაღწევად და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ინდივიდებსა და ორგანიზაციებში. ამიტომ, თუ გაქვთ სოციალური ინიციატივა და გჭირდებათ მხარდაჭერა მის განსახორციელებლად, მაშინ შემოიტანეთ იდეა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე. გაეცანით ეტაპებს თუ როგორ ხდება იდეის გამოგზავნა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე.   დააჭორე ღილაკს ხელი – “პროექტის დაწყება”     ვებ-გვერდზე ვიზიტის შემდეგ, თუ  არ გაქვთ შექმნილი პროფილი პლატფორმაზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, რომლისთვისაც დაგჭირდებათ თქვენი მეილი. პროფილის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ხელი დააჭიროთ ავტორიზაციის ღილაკს, სადაც მიუთითებთ თქვენს მეილს და პაროლს. სისტემაში შესვლის შემდეგ, უკვე შეძლებთ ხელი დააჭიროთ “პროექტის დაწყების” ღილაკს თქვენი ინიციატივის გამოსაგზავნად.     დაამატეთ კამპანიის დეტალები   შემდეგ ეტაპზე, კი იწყებთ თქვენი ინიციატივის დეტალების დამატებას. ჩაწერეთ თქვენი იდეის სათაური და მიუთითეთ კატეგორია, თუ რა სფეროს მოიცავს ის.         შეავსეთ მითითებული ველები   შეავსეთ მითითებული ველები, მიუთითეთ პროექტის აღწერა, სამიზნე თანხა, ლოკაცია თუ სად განხორციელდება თქვენი პროექტი და ასევე თარიღები, თუ კონკრეტულად რა დროის მონაკვეთში გაგრძელდება თქვენი Crowdfunding კამპანია. სურვილის და არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ფოტო და ვიდეო მასალა. რაც შეეხება საჩუქრის ველს, ეს ველიც ნებაყოფლობითია. თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენს დონორებს გაუგზავნოთ დონაციის სანაცვლო საჩუქრები შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნულ ველში.

  • Placeholder image

    გზამკვლევი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებისთვის

     USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა გზამკვლევი “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”. გზამკვლევი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში რესურსების მობილიზების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა: თანხების მოძიება ინდივიდუალური ქველმოქმედებისგან, კერძო კომპანიებისგან, მოსახლეობისგან, ფონდებისგან, ასევე  ეკონომიკური აქტივობების და სხვა ინსტრუმენტების დახმარებით. გზამკვლევი მოგვითხრობს სხვადასხვა წარმატებულ მაგალითზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში. გზამკვლევში ასევე მიმოხილულია თანხების მოძიების მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტები. გზამკვლევი იხილეთ ბმულზე – “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    orbelianimeti.ge საქართველოში სახალხო დაფინანსების პირველი პლატფორმაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური პროექტების განხორციელებას, დაეხმაროს და მიცეს მოტივაცია ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და სურვილი განახორციელონ საინტერესო პროექტები და შეცვალონ ან უკეთესი გახადონ თავიანთი ქალაქი თუ რეგიონი. ასევე, დაინერგოს Crowdfunding-ის კულტურა საქართველოში. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა. ორბელიანი მეტის პლატფორმაზე „იდეების კონკურსი“ მიმდინარეობს , რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი ინიციატივა, რომელიც კონკრეტულითემის თუ საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.   „იდეების კონკურსი“ 2020 წლიდან USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად თანადაფინანსების პრინციპით.   იდეის ავტორებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტის” დონორი ორგანიზაციის მიერ იფარება. ისინი პლატფორმაზე 2 თვის განმავლობაში შეძლებენ აწარმოონ ქრაუდფანდინგ კამპანია და საკუთარი ინიციატივა უცხო ადამიანების დახმარებით რეალობად აქციონ.

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა
ENG | GEO

სპორტული ცოცვა ჯანსაღი მომავლისთვის

Matchfunded By USAID Civil Society Engagement Program

1/1

კამპანიის შინაარსი

სპორტული ცოცვა არის თანამედროვე დისციპლინა, რომელიც წარმოიშვა ტრადიციული კლდეზე ცოცვისგან.  ცოცვა ძალიან პოპულარული გახდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.  კედლების განვითარებამ ხელი შეუწყო სპორტის პოპულარობას, რაც მას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. აღსანიშნავია, რომ ამ სპორტმა პირველი ნაბიჯები გადადგა ოლიმპიურ სცენაზე, ოფიციალური დებიუტი შედგა ტოკიო 2020-ზე და 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზეც ვიხილავთ. სპორტული ცოცვა საოცრად დადებით გავლენას ახდენს მოზარდების და ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, ავითარებს სხეულის მოტორულ უნარებს და დადებითად მოქმედებს სისწრაფის ძალისა და გამძლეობის განვითარებაზე. თანდათან ბავშვებს უვითარდებათ თავდაჯერებულობის გრძნობა.უმჯობესდება თვითშეფასება. ექიმები ხშირად უწევენ რეკომენდაციას სპორტულ ცოცვას, რადგან ის ხელს უწყობს ზრდას, ხერხემლის პრობლემების თავიდან აცილებას, სახსრების მოქნილობასა და სტაბილურობას. ცოცვა გამოსავალია არამხოლოდ ფიზიკური პრობლემების დასაძლევად, არამედ ფსიქოლოგიური და ფსიქიკური დაბრკოლებების გადასალახადაც.   დღეისათვის ჩვენი გუნდი (NINJA CLIMBING TEAM) შედგება 12 ბავშვისგან, მათ ვარჯიშები უტარდებათ ვაკის საცოც დარბაზში, სადაც სამწუხაროდ პირობები არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, ამასთანავე დარბაზი იღებს ძალიან ბევრ ვიზიტორს, როგორც მოყვარულებს, ისე პროფესიონალებს, შესაბამისად, იქ არსებული აღჭურვილობა რაოდენობრივად ვერ აკმაყოფილებს მსურველებს, ბავშვებს უწევთ ლოდინი და იკარგება მათი განვითარების ოქროს წუთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, გუნდს ჰქონდეს საკუთარი სამთო-საცოცი აღჭურვილობა, მითუმეტეს რომ სპორტის ამ სახეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე აღჭურვილობა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამავდროულად მუდმივად საჭიროებს განახლებას, ვინაიდან სპეციფიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების რისკებთნ არის დაკავშირებული, განიცდის ცვეთას და კატეგორიულად დაუშვებელია მოძველებული აღჭურვილობით ვარჯიში, საცოც ფეხსაცმელს ხშირად სჭირდება შეცვლა ცვეთიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ მოზარდები არიან და საცოცი ფეხსაცმელიც ძალიან მალე უპატარავდებათ.   აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა სირთულის მარშრუტებზე პრაქტიკისთვის ,ბავშვები გაგვყავს ბუნებრივ კლდეებზე საცოცად ქალაქგარეთ, აქაც პრობლემას ქმნის პირადი აღჭურვილობის არქონა. გვიწევს თხოვება ან ქირაობა , რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. გუნდი არის ძალიან წარმატებული, ყველა შეჯიბრში და ღონისძიებაში, რაც ტარდება საქართველოში, გვყავს მრავალგზის ჩემპიონები და პრიზიორები. მაგალითად, უახლოეს ფესტივალზე გუნდი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში წარმოდგენილი იყო 9 ბავშვით და მოვიპოვეთ 3 ოქროს 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი.სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დაფინანსების არანაირი წყარო, მათ შორის არც ფედერაციისგან, გარდა მშობლების და პირადი ხარჯებისა. ფაქტობრივად ენთუზიაზმზე გვიწევს შრომა.   ბავშვებს აქვთ პოტენციალი, ასახელონ ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე და ხერგიანის სამშობლო ისევ შეახსენონ მსოფლიოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, რათა შევიძინოთ თანამედროვე აღჭურვილობა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ვივარჯიშოთ სრული დატვირთვით, გავძლიერდეთ და მეტ წარმატებას მივაღწიოთ, ასევე მოვიზიდოთ სხვა მსურველებიც, რაც ავტომატურად ნიშნავს მეტ ფიზიკურად და სულიერად ძლიერ,  მდგრად ახალგაზრდას. ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის განვითარებაზე.

13 მხარდამჭერი

ანონიმური

50.0 
April 26, 2024

ელენე გლურჯიძე

100.0 
April 25, 2024

რატი გლურჯიძე

50.0 
April 25, 2024

ლელა აბრამიშვილი

50.0 
April 19, 2024

ანონიმური

30.0 
April 18, 2024

ქეთევან ხაინდრავა

20.0 
April 18, 2024

ნუცა ხუციშვილი

100.0 
April 18, 2024

ლაზარე კომახიძე

30.0 
April 17, 2024

ლაზარე გლურჯიძე

50.0 
April 17, 2024

ანონიმური

30.0 
April 17, 2024

ანონიმური

20.0 
April 17, 2024

მაია გოგიძე

100.0 
April 17, 2024

სალომე დოღონაძე

200.0 
April 16, 2024

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია

თბილისი