გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

სოციალური ფარეხი

1/1

კამპანიის შინაარსი

სოციალური ფარეხი არის იდეა/პროექტი, რომელიც მოიცავს ორგანიზებულ მუშაობას კონკრეტული მიმართულებით. ეს გახლავთ სივრცე, სადაც მოხდება ტანსაცმლის ორგანიზებული შეგროვება და შემდეგ მათი გადანაწილება არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ რეგიონებშიც (მონასტრებში, მიუსაფართა სახლებში, ოჯახებში და ა.შ.)   არაერთი ტანსაცმლის კარადა დაიდგა სხვადასხვა ლოკაციაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა სამოსის აღება შემდგომი კომერციალიზაციის მიზნით მოახდინა, რაც ნიშნავს იმას, რომ დატოვებული ტანსაცმელი შეჭირვებულამდე არ მივიდა.   პროექტს აქვს გაგრძელებისა და განვითარების პოტენციალი, საწყის ეტაპზე საჭიროა მხოლოდ ერთ რაიონში ფარეხის ქირაობა (ე.წ. გარაჟი, ძველი ბუნკერი ან სხვ.) საგულისხმოა, რომ ფარეხის მენეჯმენტი აგრეთვე მოუყრის თავს იმ ბაზებს, ვისთვისაც, განსაკუთრებით ზამთარში თბილი ტანსაცმელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ არ შევქმნით ფონდს მსხვილი თანხების მოსაზიდად, ჩვენ ჩავიბარებთ პირველ ეტაპზე ტანსაცმელს და შემდეგ იმას, რაც ზოგისთვის ზედმეტია, მაგრამ ზოგისთვის საარსებო მინიმუმი. პროექტის ფარგლებში შემოსული ნივთებიდან შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის გადარჩევა (მაგ: დიზაინერების მოწოდებული არაერთი სამოსი, რომელსაც გვპირდებიან), რომელიც ჩვენივე ვებ გვერდზე აუქციონის წესით გაიყიდება და შემოსული თანხით მოხდება პროექტის განვითარება.   დაგეგმილია სტუდენტურ გაერთიანებებთან თანამშრომლობა და სხვა მრავალი აქტივობა იდეის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე. ქრაუდფანდინგის სისტემა საშუალებას მოგვცემს დავფაროთ ფარეხის ქირის ხარჯები (მინ. 3 თვე, დაახლ. 1000 ლარი), რის შემდეგაც პროექტი თავად მოახერხებს საკუთარი თავის შენახვას.

0 მხარდამჭერი

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია