გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

შევქმნათ “ტყის სკოლა” საგარეჯოში

სამიზნე თანხის შეგროვების შემთხვევაში იდეა USAID-ის CSEP პროგრამის თანდაფინანსებით მიიღებს 1 320 $

1/1

კამპანიის შინაარსი

"ტყის  სკოლა" ქ. საგარეჯოში ულამაზეს ბუნებაში ატარებს 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის გაკვეთილებს. ჩვენი მიზანია მოვწყვიტოთ  ბავშვები ვირტუალურ სივრცეს და გავაცნოთ ბუნება სხვადასხვა სახალისო  და საინტერესო აქტივობებით. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი  მაინც ისაა, რომ  ნებისმიერი ნეიროგანვითარების მქონე ბავშვს შევუქმნათ აუცილებელი თერაპიული გარემო.  ჩვენთან ტიპური და არატიპური განვითარების მქონე  ბავშვები ინკლუზიურ გარემოში  ერთად შეძლებენ დაუვიწყარი თავგადასავლების შექმნას. ბუნებაში, სუფთა ჰაერზე სხვადასახვა შემეცნებითი სწავლებები და დაუვიწყარი აქტივობები საინტერესოს გახდის ბავშვების სწავლების პროცესს.

"ტყის სკოლის" პედაგოგები თავად ვართ აუტისტი ბავშვების მშობლები, ამიტომ ყველაზე უკეთ ვიცით რა სჭირდება ჩვენს შვილებს ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად.

"ტყის სკოლაში" კომპლექსურად ვმუშაობთ წვრილი და მსხვილი მოტორიკის, მეტყველების და ქცევის გასაუმჯობესებლად. აქ ბავშვები სწავლობენ გუნდურად მუშაობას და ერთმანეთთან კომუნიკაციას, რაც ასე აკლიათ  დღესდღეობით მათ.

გიცდიათ თავად აგეწყოთ ჩიტის სახლები, საკუთარი გემოვნებით შეგექმნათ ულამაზესი ჩანთები და აქსესუარები?!  გესწავლათ ყვავილების გადარგვის და მოვლის წესები. მათი სახით გაგეჩინათ ისეთი მეგობარი, რომელიც ეგზიუპერის პატარა უფლისწულს ყავდა და რომლებსაც მომავალში  მოუვლიდით და იზრუნებდით. ეს ყველაფერი "ტყის სკოლის: ყოველდღიურობაა. მით უფრო საინტერესოა, როცა მუდმივად ტროლების და გნომების მიერ მომზადებული თავსატეხების ამოხსნა და "განძის ძიება" გიწევთ. აქ ყოველი შეხვედრა ერთი დიდი თავგადასავალია.