კამპანიის შინაარსი
ჩემი ბავშვობა ისე მიილია, კინოს და თაეტრის შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან ვიცოდი. პირველად 17 წლის ასაკში ვუყურე ფილმს დიდ ეკრანზე, ღია სივრცეში, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მას შემდეგ ხან ვფიქრობ, ხანაც ვცდილობ, როგორღაც ბავშვებს, მოზარდებს და ახალგაზრდებს შევუვსო ის დანაკლისი, რომელიც ჩემი ბავშვობის მსგავსდ დღემდე არაერთ დასახლებაში გვხვდება.
სოფლად მცხოვრები ბავშვების დიდი ნაწილი სკოლას ისე ამთავრებს, ვერ განიცდის დიდ ეკრანზე, პოპკორნისა და მეგობრების თანხლებით კარგი ფილმის ნახვისგან მიღებულ სიამოვნებას. ლაგოდეხის სოფელ აფენში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ვაპირებ ღია კინოთეატრის მოწყობას, რომელიც კინოთეატრის გარდა ახალგაზრდული სივრცის ფუნქციასაც შეასრულებს.
ინიციატივა - იდეა გულისხმობს, სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლის ულამაზეს სკვერში, ღია კინოთეატრის მოწყობას, რომელიც პარალელურად შეასრულებს ახალგაზრდული სივრცის ფუნქციას. სივრცით სარგებლობა შეეძლება თემში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას, ასევე მეზობელ სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს და უფროსი თაობის ადამიანებს.
ჯამში თქვენი დახმარებით ვგეგმავთ 2500 ლარის შეგროვებას. თანხის დარჩენილ ნაწილს (2500 ლარი) ჩვენს დასახმარებლად ,,ორბელიანი“ გაიღებს.
ჩვენი მიზანია შევქმნათ თავისუფალი (ღია) სივრცე და სერვისი ახალგაზრდებისთვის; აქტუალურ, სოციალურ საკითხებზე ნაჩვენები ფილმებით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას; წავახალისოთ საჯარო დისკუსიის და შეხვედრების კულტურა; ხელი შევუწყოთ მწვანე სივრცის (პარკის) განვითარებას და მასში შემეცნებითი - საინტერპრეტაციო კუთხეების შექმნას; ახალგაზრდებისთვის შევქმნათ გასართობი და თავისუფალი დროის გასატარებელი ჯანსაღი გარემო; თემში არსებულ სკოლებს მივცეთ შესაძლებლობა ამ სივრცეეში ჩაატარონ ღია გაკვეთილები.
ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდებმა უკვე დაიწყეს მაკულატურის შეგროვება. გეგმვენ, რომ ერთ თვეში 2.5 ტონაზე მეტი მაკულატურას შეაგოვებენ, რითაც პირველ რიგში გარემოს დაიცავენ, აღებულ თანხას კი კინოთეატრის მშენებლობას, მისთვის ტექნიკის შეძენას მოახმარენ. მათივე (ახალგაზრდების) ძალისხმევით სკვერის ეზოში, იქ სადაც ღია კინოთეატრი უნდა მოეწყოს, იგეგმება კონცერტის ჩატარება ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით.
ახალგაზრდებმა უკვე შექმნეს სამუშაო ჯგუფები, გადაინაწილეს როლები და დაიწყეს ღონისძიების ორგანიზება. საორგანიზაციო ჯგუფის წევრების თქმით, კონცერტზე დასწრება იქნება ფასიანი, ბილეთში გადახდილი თანხა კი სრულად დაემატება კინოთეატრის ბიუჯეტს.
ახალგაზრდების მეორე ჯგუფი გეგმავს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას. ღონისძიების (გამოფენა - გაყიდვის) დროს, აპირებენ გაყიდონ მათ მიერვე დამზადებული ,,ჰოთდოგები“ და ,,სენდვიჩები“ - გამაგრილებელ სასმელებთან ერთად.
,,ზაფხულის ფესტივალი" იდეის მხარდასაჭერად
[gallery link="file" size="medium" ids="24496,24498,24500,24502,24504,24506,24508"]
,,შექმენი ახალგაზრდული სივრცე 1 ლარად“ - ეს იქნება ჩვენი სლოგანი საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს. მოქალაქეებს ექნებათ საშუალება თუნდაც 1 ლარის გაღებით მონაწილეობა მიიღონ ღია კინოთეატრის მოწყობაში.
ჩვენ გვსურს დავნერგოთ საერთო სიკეთის მოქალაქეების მიერ შექმნის კულტურა. ღია კინოთეატრით/სივრცით სარგებლობა შეეძლება თემის ყველა მოსახლეს, ყველა ახალგაზრდას.
იდეის მხარდაჭერით, ერთად შევქმნით საჯარო სკოლის ეზოში ღია კინოთეატრის მოწყობის პრეცედენტს, რაც შესაძლოა გადამდები აღმოჩნდეს სხვა სკოლების და მოსწავლეებისთვის. ასევე შევქმნით, საერთო იდეის გარემოშო მოქალაქეთა გაერთიანების საინტერესო მაგალითს.
[caption id="attachment_21537" align="alignnone" width="300"]

აქ აშენდება მულტიფუნქციური ღია სივრცე - ახალგაზრდებისთის[/caption]