გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

შენი, ჩემი, ჩვენი სახლი – ნუკრიანში

1/4

კამპანიის შინაარსი

,,ნუკრიანის სახელოსნოებში” ისევ დაგვიდგა ძნელბედობის ჟამი და ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება. 
  2016 წლის ხანძრის შემდეგ კიდევ ერთხელ თუ მოგვიწევდა უსწრაფესად ჩვენი ადგილსამყოფელის დატოვება, ვერ წარმოვიდგენდით. მართალია, კიდევ ერთხელ დავრჩით ღია ცის ქვეშ, მაგრამ ჩვენს მონდომებასა და მიზანსწრაფულობას ვერაფერი დაუდგება წინ. თუმცა, ამჯერად, თქვენი დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად, გაგვიჭირდება ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა.    2016 წელს, კულტურის სახლის განადგურების შემდეგ, ადგილობრივმა ოჯახმა საკუთარი წლობით გამოკეტილი სახლი დაგვითმო (რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ამ ოჯახს). სახელოსნოები აქ მოვაწყეთ, იქვე არაერთ ქართველ თუ უცხოელ სტუმარს ვუმასპინძლეთ და არაერთ სასიკეთო პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი. თუმცა, სახლი პატრონს სასწრაფოდ დასჭირდა და ერთ ღამეში მოგვიწია მარაგებისა და ინვენტარისგან მისი დაცლა.       თქვენი აზრით, უნდა დავნებდეთ? მაგრამ რანაირად? ამდენწლიანი ამაგი, ჩვენი ერთგული ადამიანების თანადგომა და სოფლის წინაშე არსებული გამოწვევები დანებების უფლებას არ გვაძლევს.   ამიტომ ვიწყებთ კამპანიას, რათა ერთხელ და სამუდამოდ ,,ნუკრიანის სახელოსნოებს” ჰქონდეს თავისი სახლი. სახლი, რომელიც იქნება ნუკრიანის პატარა გული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეებით მოამარაგებს ჩვენს მხარეს. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ცვლილებების პიონერი ჩვენს თემში.  
ეს იქნება  ჩვენი ყველას სახლი და მომავალში, როცა ნუკრიანში გამოივლი, შენს სახლში შემოვლა და ქიზიყური ქადის დაგემოვნება ნუ დაგავიწყდება!
 

მადლობა თანადგომისთვის! თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს. 

  ჩვენი ამბის უფრო დაწვრილებით გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://droa.ge/?p=75556&fbclid=IwAR1dl5LpizZAQY8-VZ-WsKxr6HA3YuPIEMmQbtva4-R6YvJ8qkx07-pJruM

12 მხარდამჭერი

ქეთევან ჭითანავა

30.0 
November 03, 2020

ლია თოდუა

100.0 
September 22, 2020

ნანა გამყრელიძე

10.0 
September 19, 2020

სუსანა ბეჟაშვილი

20.0 
September 18, 2020

maia toriashvili

20.0 
September 16, 2020

ანონიმური

20.0 
September 16, 2020

მაია ბიძინაშვილი

50.0 
September 16, 2020

Anna-Anase Margvelashvili

100.0 
September 16, 2020

Givi Kopadze

1.0 
September 03, 2020

ანონიმური

1.0 
September 03, 2020

გიორგი მაისურაძე

1.0 
September 03, 2020

გიორგი მაისურაძე

1.0 
September 03, 2020

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

30

გაცემული კონტრიბუცია

თექის ყვავილი

1 უნიკალური მხარდამჭერი

40

გაცემული კონტრიბუცია

ეთნო თოჯინა