გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

შეგვანარჩუნებინეთ “თავისუფლების კუნძული” ფოთში

1/2

კამპანიის შინაარსი

“ლიმენა” თავისუფლების კუნძული ფოთში თქვენს დახმარებას საჭიროებს. ასე ვეძახით ადგილს, სადაც ყოველდღიურად ვიკრიბებით აქტივისტები, ვმსჯელობთ, ვაპროტესტებთ და ჩართული ვართ ამ უთანასწორო ბრძოლაში საკუთარ რუსულ ხელისუფლებასთან.

ლიმენა არის სოციალური საწარმო, რომელიც აერთიანებს კაფეს, არტ-სივრცესა და ქო ვორქინგ ცენტრს, თუმცა, წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდებში, ჩვენი დიდი აქტიურობის შემდეგ მნიშვნელოვნად შეწყდა სტუმრების რაოდენობა, 28 ოქტომბრის შემდეგ კი, რაც ადგილობრივ პლატფომა შ-ფოთთან ერთად, აქციების ორგანიზატორები გავხდით, ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს სივრცეში მომსვლელებს მკაცრად აკონტროლებენ და მოსვლასაც უკრძალავენ.

 

დღეს, ქალაქში ეს არის ერთადერთი თავისუფალი სივრცე, რომელსაც “თავისუფლების კუნძული” დავარქვით, რომელიც აქტივიზმის ერთადერთი კერაა და გამომდინარე იქედან, რომ ქალაქში დამოუკიდებელი მედიაც კი არ გვყავს, ამ ფუნქციის შეთავსებაც ამ ძნელბედობის ჟამს თავად ვიტვირთეთ.

 

სივრცეში ვატარებთ კინოსეანსებს, ვიწვევთ საინტერესო სტუმრებს, ვდისკუსიობთ ქალაქისთვის საჭირბოროტო თემებზე, რაც არის ჩვენი სოციალური საწარმოს მიზანი.

 

ახლა კი, საკუთარი მწირი რესურსით, სივრცეში დავიწყეთ პოდკასტების ჩაწერა, ასევე, ვგეგმავთ სიუჟეტებისა და რეპორტაჟების გაკეთებასაც, რაც საჭიროებს ფინანსურ მხარდაჭერას, რათა აქაური დახშული საინფორმაციო სივრცე გავარღვიოთ.

 

რამდენიმე დღის წინ, ჩვენს აქციებს შემოერთებული სკოლის უფროსკლასელები ოქმებით, სკოლიდან გარიცხვით, მათ მშობლებს ბიზნესისა და სამსახურის შეჩერებით, სოციალურების მოხსნით დაემუქრნენ. გვაქვს მტკიცებულებები იმისა, ბავშვებს როგორ ჩამოართვეს საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატები ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და ნიკო ნიკოლაძის ფოტოებით და გამონათქვამებით, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ზოგ მათგანს ხელითაც შეეხნენ. ამდენი ზეწოლის შემდეგ ბავშვებმა და მათმა მშობლებმა შეწყვიტეს აქციაზე სიარული.

 

აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი დისკრედიტაცია, ადგილობრიივი ხელისუფალნი გვისევენ ტროლ-ბოტებს ჩვენი აქტივობების ქვეშ, ფოთის მერმა პოსტიც მოგვიძღვნა და დაგვემუქრა, რომ ბავშვების სკოლიდან გამოყვანა არ შეგვრჩება და “გრანტგამოცლილები” გვიწოდა. უკრძალავენ ირგვლივ ყველაფერს, რაც ჩვენს მოძრაობასთან და სივრცესთანაა კავშირში.

 

სივრცის დამფუძნებელს, ელისო ჯანაშიას მოუწამლეს 4 შეფარებული ძაღლი, ერთი დაიღუპა, სამის გადარჩენა კი მრავალდღიანი მკურნალობით მოხერხდა. ეს იყო მისი გაჩუმების მცდელობა, თუმცა, ის კვლავ განაგრძობს აქტიურ ბრძოლას. სრულიად უსაფუძვლოდ აეკიდა პოლიცია და დააჯარიმა აქციის აქტიური წევრები. აქციის ერთი მონაწილის მეუღლეს კომისარიატიდან დაურეკეს .

 

არ გვაქვს მედია მხარდაჭერა დამოუკიდებელი აზრი რომ გაჟღერდეს. ადგილობრივი მედია მიკერძოებულია, სხვა მედიებმა კი პროტესტი გამოგვიცხადეს, რადგან არასათანადო გაშუქებაში ვამხილეთ და მას შემდეგ, საერთოდ აღარ აშუქებენ ფოთში მიმდინარე მოვლენებსა თუ ჩვენს აქტივობებს, აჩვენებენ, რომ თითქოს ესაა რომელიღაც პარტიის აქტივობა და სხვა არაფერი ხდება ქალაქში.

 

ამდენი ზეწოლის შემდეგ, მუხტის შენარჩუნებაც გაჭირდა, მაგრამ ფოთში აქტივიზმის გამოსაღვიძებლად მაინც ბოლომდე ვიბრძვით. ვცდილობთ ფოთელებს მივაწვდინოთ ხმა და ვცდილობთ, რომ მათი ხმა ყველგან ისმოდეს.

 

შფოთი და ლიმენა გაგვაერთიანა საერთო მიზნებმა და ხედვებმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს აქტივიზმი და დემოკრატიული პროცესები ფოთში.

 

ამ ეტაპზე თქვენი დახმარება გვჭირდება, ეს საქმიანობა, რისთვისაც გვჭირდება მცირეოდენი ტექნიკური რესურსის დამატება, იჯარისა და თანამშრომელთა ხელფასების გაცემა და რაც მთავარია, აქციისთვის საჭირო რესურსების შესყიდვა/მობილიზება.

 

თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ერთად დავამარცხებთ ამ ბოროტ ძალას!

 

7 მხარდამჭერი

ანონიმური

5.0 
December 16, 2024

ანი სამურკასოვი

50.0 
December 16, 2024

ლაშა ბეჟაშვილი

200.0 
December 14, 2024

ანონიმური

20.0 
December 14, 2024

საბა მსხრიკაძე

10.0 
December 13, 2024

ლია კასპელაშვილი

10.0 
December 13, 2024

ანონიმური

10.0 
December 13, 2024

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

ფოთი