გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

სარეაბილიტაციო ცენტრი მიუსაფარი კატებისთვის

Matchfunded By USAID Civil Society Engagement Program

1/2

კამპანიის შინაარსი

ცხოველთა თავშესაფარი Peteasy-ფეთიზი ქუჩაში მცხოვრები, ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კატების გადასარჩენად შეიქმნა. აქ გაერთიანებული ადამიანების საერთო სურვილი და მიზანი დაუცველი ფისოების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი რეაბილიტაციის ხელშეწყობა, კეთილმოწყობილ გარემოში დაბინავება და მიუსაფრების პოპულაციის მართვაში წვლილის შეტანაა.აქ მცხოვრები თითოეული ფისო მომვლელებისგან მაქსიმალურ ზრუნვას, სიყვარულსა და სითბოს იღებს.   ორბელიანი მეტის ქრაუდფანდინგით შემოსული დონაციები დაგვეხმარება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრაში - მიუსაფარი ცხოველებისთვის მაღალი სტანდარტების მქონე 24 საათიანი სტაციონარის მოწყობაში.   მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არსებობს რამდენიმე სტაციონარი, ჩვენთვის - მწირი რესურსების მქონე საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის შეუძლებელია მათი გამოყენება წარმოუდგენელი სიძვირის გამო. გარდა ამისა, მათი უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს ვერც ჰიგიენურ-სანიტარულ სტანდარტებს, ვერც პროფესიონალ ვეტერინარებს გვთავაზობს, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად ეწირება როგორც პატრონიანი, ისე მიუსაფარი ცხოველის სიცოცხლე.   სწორედ ამიტომ ვაპირებთ შევქმნათ ჩვენი სტაციონარი, რომელიც უამავი ცხოველის გადარჩენაში უმთავრეს როლს შეასრულებს.