გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

საბავშვო ზონა სკვერში

კამპანიის შინაარსი

მოგახსენებთ, რომ  მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელი მარადისი მაღალმთიანი  აჭარიდან  ჩამოსახლებული ემიგრანტებით  სულ რაღაც  ოცი წელია  შეიქმნა. მარადისში სულ ორმოცდაათამდე  ოჯახი ცხოვრობს.  მოსახლეობამ  შეძლო უამრავი სოციალური  პრობლემის დაძლევა  და შეიძლება  ითქვას, რომ  აქაურებმა თავიანთი შრომით ააშენეს  ძლიერი სოფელი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოფლისათვის, სადაც არ არის საბავშვო ბაღი, აუცილებელია ისეთი სივრცის არსებობა, სადაც მშობლებს შეეძლებათ ბავშვებს შეუქმნან გარემო, რომელიც დღის გარკვეულ მონაკვეთში მაინვ მისცემს პატარებს გართობისა და დასვენების საშუალებას, ხოლო მშობლებს შეეძლებათ , რომ თავიანთი შვილები კარჩაკეტოლობისგან იხსნან და არაფორმალურ გარემოში მისცენ განვითარების საშუალება. სოფელში არის სკვერი, რომელიც სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით გამწვანდა, დაირგო 400-მდე მცენარე, რომელსაც იმავე სოფლის ეკოკლუბი და მოსახლეობა უვლის. ჩემი იდეის მიზანია სკვერში გამოიყოს საბავშვო სივრცე, სივრცეში განთავსდეს უსაფრთხო ასაკის შესაბამისი ატრაქციონები (იყიდება მზა ატრაქციონები, რომელსაც მხოლოდ დამონტაჟება ესაჭიროება), დაიყაროს სპეციალური ქვიშა , რათა ბავსვებმა სეძლონ გართობა და მშობლებმაც მშვიდად დასვენება

1 მხარდამჭერი

გოჩა პაქსაძე

500.0 
July 17, 2021

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია