გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

“რაშოვდა” – მულტიფუნქციური სივრცე ზემო რაჭაში

Matchfunded By USAID Civil Society Engagement Program

1/2

კამპანიის შინაარსი

 რაჭა, მრავალმხრივი ტურისტული პოტენციალისა და რესურსების გათვალისწინებით, თავისუფლად შეიძლება გახდეს ქვეყნის ერთერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონი. აქაური მრავალფეროვანი ბუნება, მთის ჰაერი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები, მინერალური წყლები, კულტურული ძეგლები და სხვა რესურსები ქმნის უნიკალურ პირობებს სხვადასხვა სახის ტურიზმის განვითარებისათვის. თუმცა, არსებული რესურსებისა და პოტენციალის მიუხედავად, ამჟამად, რაჭა მოსახლეობისაგან ყველაზე სწრაფად დაცლადი მხარეა საქართველოს რეგიონებს შორის.     ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრიდან მოშორებულ ქალაქებსა და სოფლებშიც გვქონდეს წვდომა კულტურულ, სოციალურ რესურსებსა და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებზე, რათა გაიფანტოს იზოლირებულობისა და გარიყულობის განცდა და შევძლოთ თვითრეალიზება. სოციალური საწარმო “რაშოვდას” მიზანია შექმნას მულტიფუნცქიური კულტურულ- ტურისტული და საგანმანათლებლო სოციალური სივრცე ზემო რაჭაში. აქ, ერთის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობები შეიქმნება; მეორეს მხრივ კი, ხელი შეეწყობა რაჭის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას რეგიონის პრიორიტეტული მიმართულების - ტურისტული პოტენციალის განვითარების გზით. რაჭაში ჩამოსვლისას თქვენ დაგხვდებათ ბუნებაში ჩაფლული, მთებით გარშემორტყმული, ავთენტური და მყუდრო სოციალური კაფე. აქ თქვენ შეძლებთ ადილობრივებთან კომუნიკაციას და სოციალიზაციას, იდეებისა და შთაგონების გაცვლას, ღონისძიებებით, გამოფენებითა თუ ფესტივალებით ტკბობას. ასევე, აქ თქვენ ერთ სივრცეში თავმოყრილი რეგიონის ტურისტული მომსახურებები და აგრო პროდუქტები დაგხვდებათ. სოციალური საწარმოდან მიღებული შემოსავალი კი ისევ სოციალური მიზნებისთვის რეინვესტირდება.     რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაშოვდა ღია იქნება ადგილობრივი თემის თავშეყრისთვის, აქ მოხდეაბ ახალი იდეებისა და პროექტების გენერირება. ჩვენ გვსურს ჩვენი, ჩვენი მეგობრების, მეზობლებისა და ნებისმიერი ადგილობრივის ცხოვრება რაჭაში იყოს საინტერესო და შესაძლებლობებით სავსე; სადაც გვაქვს საერთო ინტერესები და განსხვავებული აზრების გაზიარების შესაძლებლობა; სადაც ვაგროვებთ ცოდნას, გამოცდილებასა და მოტივაციას, რომ ჩვენს ირგვლივ არსებული გამოწვევების მოგვარებაზე ჩვენვე ვიზრუნოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ყოველდღიურობა!     თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ “რაშოვდას” იდეის განხორციელებას!