გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

Notice: Undefined index: billing_first_name in /var/www/orbeliani/wp-content/themes/symbiosis/wpcftemplate/woocommerce/basic/single-crowdfunding.php on line 21

Notice: Trying to access array offset on value of type null in /var/www/orbeliani/wp-content/themes/symbiosis/wpcftemplate/woocommerce/basic/single-crowdfunding.php on line 21

Notice: Undefined index: billing_last_name in /var/www/orbeliani/wp-content/themes/symbiosis/wpcftemplate/woocommerce/basic/single-crowdfunding.php on line 21

Notice: Trying to access array offset on value of type null in /var/www/orbeliani/wp-content/themes/symbiosis/wpcftemplate/woocommerce/basic/single-crowdfunding.php on line 21

ნული ნარჩენის სივრცე

Matchfunded by USAID 10,000 GEL

1/2

კამპანიის შინაარსი

“ზერო ეფექტი” ნული ნარჩენის სოციალური სივრცეა თბილისში, მელიქიშვილის 7 ნომერში, რომლის მთავარი მიზანიც არის ნარჩენების შემცირება მდგრადი წარმოებისა და მოხმარების წახალისებით. სივრცის შექმნის იდეა გაგვიჩნდა 4 წლის წინ, მას შემდეგ რაც ჩვენს თავს დავუსვით მარტივი შეკითხვა თუ სად მიდის ჩვენს მიერ ყოველდღიურად გამომუშავებული ნარჩენები?პასუხის ძიების პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ნარჩენებით დაბინძურების პრობლემა დაკავშირებულია სწორხაზოვანი ეკონომიკური მოდელთან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ- დაწყებული რესურსების მოპოვებიდან, გაგრძელებული პროდუქტების წარმოებით, შემდგომ მათი მოხმარებით და განთავსებით, ადამიანები სერიოზულ ზიანს ვაყენებთ ჩვენს ეკოსისტემას.მნიშვნელოვანია ახალი მდგრადი, წრიული მოდელის შექმნა, სადაც ნარჩენი არ არის ნაგავი, არამედ სასარგებლო რესურსია.“ზერო ეფექტი”-ის სივრცე ამ პრობლემის საპასუხოდ შეიქმნა. გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, სადაც დამიანები შეძლებდნენ გარემოსდაცვით საკითხებზე საუბარს, მოსაზრებების გაცვლას და გადაჭრის გზების მოძებნას.დღეს სივრცე აერთიანებს ეკო მეგობრულ, წრიული პრინციების მაღაზიას, შემეცნებით აქტივობებს, ძველი ნივთების გაცვლის სივრცეს, მწვანე ბიბლიოთეკას და რაც მთავარია უამრავ გულანთებულ და გარემოზე მზრუნველ ადამიანს.პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ ნარჩენების დახარისხების ოთახის მოწყობას და შემეცნებითი ონლაინ თუ ფიზიკური აქტივობების ორგანიზებისთვის ტექნიკისა შეძენას, იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, გავზარდოთ ჩვენი მოძრაობა და შევიტანოთ წვლილი ნარჩენების შემცირებაში.თუ შენც ჩვენსავით ფიქრობ, რომ “ზერო ეფექტის” მსგავსი სოციალური სივრცე თბილისს სჭირდება, დაგვიჭირე მხარი, რომ ერთად შევამციროთ ნეგატიური გავლენა გარემოზე და გავაგრძელოთ ნული ნარჩენებისკენ სვლა.#ერთდ0ნარჩენისკენ