გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

მოსწავლეები მოსწავლეებისთვის

1/1

კამპანიის შინაარსი

რუსთავის N4 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ვაპირებთ შევქმნათ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომლისთვისაც მოსწავლეები და მასწავლებლები ერთობლივად შექმნიან საგანმანათლებლო რესურსს. ეს იქნება პირველი პლატფორმა, რომელზეც კონტენტის წარდგენა ნებისმიერ მოსწავლესა და მასწავლებელს შეეძლება.    პლატფორმის იდეა პირველად წარვადგინეთ “აიდითონზე”, სადაც დიდი დაინტერესება გამოიწვია ჩვენმა ინიციატივამ. თუმცა ჩვენი იდეის ბოლომდე განხორციელება რომ შევძლოთ, გვჭირდება დამატებითი თანხების მოძიება.     პოსტკოვიდ სამყაროში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. სკოლის გახსენება თუ ყველას საკლასო ოთახს, მერხებს, დერეფნებს, დაფასთან მდგომ მასწავლებელს მოაგონებდა, ახლა ოთხკუთხა ჩარჩოში მოქცეული ეკრანია განათლების მიღების მთავარი გზა. ქართულ ენაზე შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები კი საკმაოდ მწირია.    ვფიქრობთ, შევქმნათ საგანმანათლებლო პლატფორმა სახელწოდებით “მოსწავლეები მოსწავლეებისთვის”. მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან დაკომპლექტებული გუნდი იმუშავებს, რომ VII-VIII კლასის სასწავლო მასალაზე შეიქმნას ფიზიკისა და ქიმიის მინი ლექციები, ექსპერიმენტებისა და ცდების ჩატარების ინსტრუქციები, შევეხებით ისეთ საკითხებსაც, რომლებსაც სასწავლო მასალა არ მოიცავს, მაგრამ საინტერესოა ჩვენი თანატოლებისთვის.    საწყის ეტაპზე ვფიქრობთ, შევქმნათ youtube არხი და facebook გვერდი, რომლებზეც განვათავსებთ მასალას. ვაპირებთ, ჩვენს პროექტში ჩავრთოთ ნებისმიერი მსურველი. facebook გვერდზე შევქმნით გამოწვევას, სახელწოდებით  “მოსწავლეები მოსწავლეებისთვის”, რომლის ფარგლებშიც მსურველები ჩაწერენ და ატვირთავენ თავიან ექსპერიმენტებს.   ძალიან ბევრი მასწავლებელი, დირექტორი, განათლების ექსპერტი ფიქრობს იმაზე, როგორ უნდა ასწავლონ ბავშვებს ისე, რომ იოლი და გასაგები იყოს. ჩვენ, მოსწავლეებმა, ყველაზე უკეთ ვიცით, როგორ სწავლობენ ბავშვები. გარდა ამისა, ჩვენი პლატფორმა ღია იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. ეს კი დამატებითი მოტივაცია იქნება მოსწავლეებისთვის, რომ თავადაც შექმნან საგანმანათლებლო რესურსები. ხშირად კიცხავენ ახალგაზრდებს და ამბობენ, რომ სკოლაში სიარული და განათლების მიღება არ უნდათ. ჩვენი პლატფორმა იქნება მაგალითი იმისა, რომ საზოგადოებამ მოსწავლეები სხვა თვალით დაინახოს.    პლატფორმით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ მსურველს. პროექტის განსახორციელებლად გვჭირდება 1000 ლარი, მოძიებული დაფინანსებით შევიძენთ ექსპერიმენტებისთვის საჭირო რესურსებს, გადავიღებთ და დავამონტაჟებთ 6 ექსპეტიმენტის ამსახველ ვიდეოს.   

1 მხარდამჭერი

ანონიმური

10.0 
September 14, 2020

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია