გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

მაღალტექნოლოგიური აგრონომიული წარმოება საქართველოს

1/1

კამპანიის შინაარსი

 

Farco • ფარკო

არის ფერმისა და სასათბურე მეურნეობის მართვის მაღალტექნოლოგიური, ავტომატიზირებული მართვის სისტემა.

ფარკოს გამოყენებით ფერმისა თუ სათბურის მართვა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდა, მისი გამოყენებით ფერმერს მუდმივად ექნება ინფორმაცია: ტემპერატურის, ტენიანობისა და CO2-ის შესახებ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ან ტაიმერის გამოყებით კი შესაძლებელია სხვადასხვა სისტემის მართვა: გამათბობელი, მატენიანებელი, გამწოვი, მორწყვისა თუ განათების სისტემა... სისტემის მართვა და მონაცემების ნახვა შესაძლებელია, როგორც ვებგვერდის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ასევე მოწყობილობაზე არსებული დისპლეის გამოყენებით.
  • ფარკო ფერმერებს დაეხმარება ხარჯების შემცირებაში, როგორც ელექტროენერგიის ხარჯის 40%-მდე ასევე ადამიანური რესურსების.
  • მცირდება გარემოზე ცუდი ზემოქმედება და მეურნეობა მეტად ეკომეგობრული ხდება.
  • ფარკო იდალურად აბალანსებს ფერმასა თუ სათბურში გარემოს პარამეტრებს (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერი)  სწორედ ამიტომ მიღებული პროდუქტი არის მეტად მოსავლიანი და მაღალი ხარისხის.
თანამედროვე ფერმების მართვა და სოფლის მეურნეობის სამუშაოების წარმოება ძალიან გასხვავდება რამდენიმე ათეული წლისწინანდელისგან, ეს ყველაფერი ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს იყოს უფრო მომგებიანი, ეფექტური, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა. სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ნელი ტემპებით ვითარდება ტექნოლოგიები აგროკულტურული მიმართულებით, სწორედ ამიტომ ჩვენ ვქმნით ქართული წარმოების მაღალტექნოლოგიურ ფერმისა და სათბურის ავტომატიზირებული მართვის სისტემას. თანხის შეგროვებით თქვენ ეხმარებით როგორც ჩვენს ინიციატივას ასევე ორ ფერმერ რომელსაც კამპანიის დასრულების შემდგომ საჩუქრად გადავცემთ ჩვენს სისტემას.

1 მხარდამჭერი

ანონიმური

10.0 
November 19, 2020

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

10

გაცემული კონტრიბუცია

1 უნიკალური მხარდამჭერი