ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    როგორ გამოვაგზავნო იდეა?

    ორბელიანი მეტი როგორც უკვე იცით პირველი სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაა საქართველოში, რომელიც აძლიერებს სოციალურ პროექტებს და სოციალურ საწარმოებს თავიანთი მიზნების მისაღწევად და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ინდივიდებსა და ორგანიზაციებში. ამიტომ, თუ გაქვთ სოციალური ინიციატივა და გჭირდებათ მხარდაჭერა მის განსახორციელებლად, მაშინ შემოიტანეთ იდეა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე. გაეცანით ეტაპებს თუ როგორ ხდება იდეის გამოგზავნა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე.   დააჭორე ღილაკს ხელი – “პროექტის დაწყება”     ვებ-გვერდზე ვიზიტის შემდეგ, თუ  არ გაქვთ შექმნილი პროფილი პლატფორმაზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, რომლისთვისაც დაგჭირდებათ თქვენი მეილი. პროფილის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ხელი დააჭიროთ ავტორიზაციის ღილაკს, სადაც მიუთითებთ თქვენს მეილს და პაროლს. სისტემაში შესვლის შემდეგ, უკვე შეძლებთ ხელი დააჭიროთ “პროექტის დაწყების” ღილაკს თქვენი ინიციატივის გამოსაგზავნად.     დაამატეთ კამპანიის დეტალები   შემდეგ ეტაპზე, კი იწყებთ თქვენი ინიციატივის დეტალების დამატებას. ჩაწერეთ თქვენი იდეის სათაური და მიუთითეთ კატეგორია, თუ რა სფეროს მოიცავს ის.         შეავსეთ მითითებული ველები   შეავსეთ მითითებული ველები, მიუთითეთ პროექტის აღწერა, სამიზნე თანხა, ლოკაცია თუ სად განხორციელდება თქვენი პროექტი და ასევე თარიღები, თუ კონკრეტულად რა დროის მონაკვეთში გაგრძელდება თქვენი Crowdfunding კამპანია. სურვილის და არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ფოტო და ვიდეო მასალა. რაც შეეხება საჩუქრის ველს, ეს ველიც ნებაყოფლობითია. თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენს დონორებს გაუგზავნოთ დონაციის სანაცვლო საჩუქრები შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნულ ველში.

  • Placeholder image

    გზამკვლევი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებისთვის

     USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა გზამკვლევი “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”. გზამკვლევი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში რესურსების მობილიზების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა: თანხების მოძიება ინდივიდუალური ქველმოქმედებისგან, კერძო კომპანიებისგან, მოსახლეობისგან, ფონდებისგან, ასევე  ეკონომიკური აქტივობების და სხვა ინსტრუმენტების დახმარებით. გზამკვლევი მოგვითხრობს სხვადასხვა წარმატებულ მაგალითზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში. გზამკვლევში ასევე მიმოხილულია თანხების მოძიების მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტები. გზამკვლევი იხილეთ ბმულზე – “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    orbelianimeti.ge საქართველოში სახალხო დაფინანსების პირველი პლატფორმაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური პროექტების განხორციელებას, დაეხმაროს და მიცეს მოტივაცია ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და სურვილი განახორციელონ საინტერესო პროექტები და შეცვალონ ან უკეთესი გახადონ თავიანთი ქალაქი თუ რეგიონი. ასევე, დაინერგოს Crowdfunding-ის კულტურა საქართველოში. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა. ორბელიანი მეტის პლატფორმაზე „იდეების კონკურსი“ მიმდინარეობს , რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი ინიციატივა, რომელიც კონკრეტულითემის თუ საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.   „იდეების კონკურსი“ 2020 წლიდან USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად თანადაფინანსების პრინციპით.   იდეის ავტორებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტის” დონორი ორგანიზაციის მიერ იფარება. ისინი პლატფორმაზე 2 თვის განმავლობაში შეძლებენ აწარმოონ ქრაუდფანდინგ კამპანია და საკუთარი ინიციატივა უცხო ადამიანების დახმარებით რეალობად აქციონ.

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა
ENG | GEO

კრეატიული სივრცე წილკანში

Matchfunded By USAID Civil Society Engagement Program

1/1

კამპანიის შინაარსი

2021 წლიდან სოფელ წილკანში აქტიურად ვანხორციელებთ ახალგაზრდულ საქმიანობას, თუმცა ყოველთვის გვქონდა სივრცის პრობლება სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები შეიკრიბებიან, ჩაერთვებიან არაფორმალური განათლების პროცესში, განივითარებენ კომპეტენციებს და განახორციელებენ ახალგაზრდულ ინიციატივებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კლუბის ახალგაზრდების ინიციატივით, გვინდა შევქმნათ ახალგაზრდული ცენტრი „კრეატიული ოთახი“ რომელიც იქნება პროფესიონალი ახალგაზრდული მუშაკებით, მენტორებით, ქოუჩებით და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდული ლიდერებით დაკომპლექტებული არაფორმალური სასწავლო გარემო, თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებული, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას გახდნენ არაფორმალური განათლების პროცესის ნაწილი, განივითარონ კომპეტენციები და ჩაერთონ ახალგაზრდულ აქტივობებში. იქნება მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული და დაეხმარება მათ პოტენციალის სრულად გამოვლენაში. რის შედეგადაც ჩვენი ახალგაზრდები შეძლებენ პიროვნული, პროფესიული, სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების განვითარებას. სწორედ ამიტომ ადგილობრივი თემის და თქვენი მხარდაჭერით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის გუნდის ჩართულობით და მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით გვინდა შევქმნათ ახალგაზრდული სივრცე რომელიც განთავსდება სოფელ წილკანში არსებულ ყოფილი ამბულატორიის შენობაში, რომელიც რემონტს და აღჭურვას საჭიროებს. გვინდა ეს სივრცე იყოს ადგილი სადაც ახალგაზრდები მათი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს გაატარებენ, სადაც საკუთარი უნარების და ინტერესების აღმოჩენას და განვითარებას შეძლებენ. რა დახვდებათ ახალგაზრდებს ჩვენ სივრცეში: • სერთიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკი რომელიც ახალგაზრდებს პიროვნული უნარების განვითარებაში დაეხმარება. განახორციელებს ცენტრზე დაფუძნებულ ახალგაზრდულ საქმიანობას და უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. • მენტორი რომელიც ახალგაზრდებს მეწარმეობის კომპეტენციების განვითარებაში, ინოვაციური იდეების გენერირებასა და პროექტების შექმნაში დაეხმარება • ტექნოლოგიური კლუბი, რომელიც ახალგაზრდებს ციფრული კომპეტენციების განვითარებაში დაეხმარება. შეასწავლის და გააცნობს მათ ინფორმაციას მომავლის პროფესიების შესახებ. • ინდივიდუალური და ჯგუფური ქოუჩინგის სესიები სადაც შეძლებენ განსაზღვრონ ხედვები, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალიზება. • თემატური კლუბები, რომელიც ახალგაზრდების ინტერესების მიხედვით იქნება შექმნილი და მათ მიერვე მართული. (მაგ: კინო, წიგნის, გარემოზე ზრუნვის, სპორტული და სხვა)

29 მხარდამჭერი

დიმიტრი მჟავანაძე

10.0 
April 30, 2024

ნანა ნერსეზაშვილი

20.0 
April 30, 2024

ნანა ჩქარეული

10.0 
April 29, 2024

თამარ უსუფაშვილი

10.0 
April 29, 2024

ანონიმური

5.0 
April 29, 2024

სალომე გუგუჩია

10.0 
April 29, 2024

ბელა ქენქაძე

2.0 
April 29, 2024

ლევან ხუციშვილი

50.0 
April 29, 2024

თამთა უტიაშვილი

50.0 
April 29, 2024

Gega Gegeshidze

5.0 
April 26, 2024

Arsen Devrisashvili

5.0 
April 26, 2024

ნათია ხუგაშვილი

10.0 
April 26, 2024

სოფიკო გუჯარაიძე

20.0 
April 26, 2024

ნინო სუხიტაშვილო

50.0 
April 26, 2024

აკაკი ჩავლეშვილი

15.0 
April 26, 2024

თეო დალაქიშვილი

10.0 
April 26, 2024

ანონიმური

5.0 
April 26, 2024

ანონიმური

50.0 
April 23, 2024

სოფიო ბატიაშვილი

5.0 
April 20, 2024

Yuki Homma

30.0 
April 20, 2024

lela okruashvili

20.0 
April 19, 2024

Roberto Bergamo

10.0 
April 19, 2024

Hanganu Alexandr

4.0 
April 19, 2024

Artūrs Paparde

30.0 
April 19, 2024

ანონიმური

10.0 
April 19, 2024

ანონიმური

1.0 
April 19, 2024

ანონიმური

100.0 
April 18, 2024

gvantsa mezvrishvili

4.0 
April 18, 2024

ანონიმური

1.0 
April 18, 2024

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია

სოფელი წილკანი