გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

კავკასიის ენდემური პეპლები ქალაქის კედლებზე

კამპანიის შინაარსი

კავკასისს ეკორეგიონი ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცხელი წერტილია მსოფლიოში, რაც ნაწილობრივ განპირობებულია რეგიონში არსებულ სახეობათა მაღალი ენდემიზმის მაჩვენებლით. მიგვაჩნია, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვა ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა, მაგრამ, სამწუხაროდ მრავალ ადამიანს დავიწყებული აქვს ველური სახეობების მნიშვნელობა და ისინიც ჩვენ თვალსა და ხელ შუა განაგრძობენ გაქრობას.   იმისათვის, რომ მათზე ვიზრუნოთ და ადამიანებს ბიომრავალფეროვნების შემადგენელი ყოველი სახეობის დაცვის სურვილი ჰქონდეთ, საჭიროა ყოველი მათგანი იყოს გათვიცნობიერებული ამ სახეობების შესახებ და კარგად ესმოდეს მათი მნიშვნელობა სამყაროსთვის.   პროექტის მიზანია კავკასიის ენდემური სახეობის პეპლების დახატვა, ქალაქში არსებულ შენობების კედლებზე, სადაც გამოსახული იქნება კონკრეტული სახეობა, ამ სახეობის გლობალური ან რეგიონალური დაცვის სტატუსი და მცირე ინფორმაცია მასზე.   პროექტის ფარგლებში მიზნად ვისახავთ, მინიმუმ ხუთი ამ ტიპის კედლის მხატვრობის შესრულებას. მომავალში ერთეული ნახატების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმ მატერიალურ რესურსზე რის მოგროვებასაც შევძლებთ.   პროექტის განხორციელების შემდეგ, ქალაქის კონკრეტული ლოკაციები შეიძენს მეტ სიფერადესა და ვიზუალურ სიხალისეს, მეორე მხრივ, ადამიანებს შეეძლებათ გადაიღონ სურათები პეპლის ფრთებთან, რაც გაზრდის ცნობადობას როგორც ამ პროექტის შესახებ, ისე, რაც მთავარია, კედელზე დატანილი ენდემური სახეობების შესახებაც.   The Caucasus Ecoregion is one of the most important biodiversity hotspots in the world, one of the main reason of this is high endemism of species in the region. We believe that protection of biodiversity is the responsibility of each of us, but unfortunately many people forgot the importance of wild species. To take care of biodiversity, it is necessary for each of them to be aware of these species and to have a good understanding of their importance to the world. The project aims to draw Caucasus endemic species of the butterflies on the walls of buildings in the city, as murals. the mural should include a specific species, the status of global or regional protection of this species and a little information about it. The project aims to perform at least five of these types of wall paintings. The number of murals in the future will depend on the financial resources we collect. After implementing of the project, specific locations in the city will become more colourful. On the other hand, people will be able to take pictures with butterfly wings, which will increase awareness about both the project and the most important, the endemic species of butterflies on the wall.  

10 მხარდამჭერი

სალომე გვიდიანი

50.0 
December 14, 2020

ანონიმური

5.0 
December 06, 2020

ხათუნა მაკალათია

10.0 
December 05, 2020

ანონიმური

20.0 
December 04, 2020

ანონიმური

20.0 
December 04, 2020

დაჩი შოშიტაშვილი

20.0 
December 04, 2020

მარიამ დევიძე

20.0 
December 02, 2020

ანონიმური

100.0 
December 02, 2020

ანონიმური

15.0 
December 01, 2020

ელენე ნიკურაძე

15.0 
December 01, 2020

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

1

გაცემული კონტრიბუცია

მადლობის წერილი და ელექტრონული სერთიფიკატი ველური სახეობების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის

20

გაცემული კონტრიბუცია

ჩვენ მიერ დახატული ენდემური სახეობის პეპლების წებოვანი სტიკერების ნაკრები

4 უნიკალური მხარდამჭერი

150

გაცემული კონტრიბუცია

ნაჭრის ჩანთა ჩვენ მიერ დახატული კავკასისს ენდემური სახეობის პეპლის პრინტით