გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

კარიერული რჩევები ჭიათურის ახალგაზრდებს

კამპანიის შინაარსი

სამიზნე ჯგუფები: ჭიათურაში მცხოვრები ახალგაზრდები, ძირითადად სკოლის დამამთავრებელი საფეხურის მოსწავლეები.
პრობლემა: ჩემი აზრით, კარიერული რჩევები, ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები აუცილებელია, განსაკუთრებით იმ ეტაპზე, როცა ახალგაზრდები საშუალო განათლების ბოლო საფეხურებზე არიან და უწევთ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პროფესიული გადაწყვეტილება მიიღონ. აღნიშნულ პროცესში მოზარდები ბევრი პრობლემის წინაშე დგებიან, რომლის დროსაც ახალგაზრდებს აქვთ ჩამოუყალიბებელი, ცვალებადი და ბუნდოვანი ინტერესები/მიზნები. მოზარდები ხშირად მიისწაფვიან სხვადასხვა პროფესიაზე, რომელიც შეიძლება საერთოდ არ შეესაბამოდეს მათ პიროვნულ მახასიათებლებს/შესაძლებლობებს, ან, მაგალითისთვის, შეიძლება უნდოდეს იურისტობა თუმცა არ იცოდოეს, რომ ნაყოფიერი მუშაობისთვის შესაძლოა მოუწიოს ღამეების გათენება, დროის სრულ განაკვეთზე მუშაობა ან მეტიც, საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ წასვლა, არაკეთილსინდისიერი პიროვნების დაცვა/გამართლება... ამ შემთხვევაში, როდესაც პიროვნებები საკუთარი პროფესიით დასაქმდებიან და აღმოაჩენენ, რომ პრაქტიკაში ის საერთოდ არ ყოფილა მათი შესაფერისი, უქრებათ მოტივაცია და სურვილი საქმის მაღალ დონეზე შესასრულებლად და აქვთ საქმისადმი/დამსაქმებლისადმი გულგრილი დამოიკიდებულება, რითაც ვიღებთ არაპროფესიონალ კადრებს. ზემოაღნიშნული პრობლემები, განსაკუთრებით თავს ჭიათურაში იჩენს, რადგან დიდ ქალაქებთან შედარებით, სადაც კარიერული დაგეგმარების არაერთი ცენტრი არსებობს, ამ მიმართულებით აქ არაფერი ხორციელდება.
მიზანი: პროექტის ფარგლებში, მოზარდები აიმაღლებენ ცნობიერებას პროფესიების შესახებ, შეხვდებიან კვალიფიციურ პიროვნებებს, რომლებიც გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოირგებენ მათთვის სასურველი პროფესიის როლს.
რისკ-ფაქტორები: ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეკრების აკრძალვა, თუმცა გადაჭრის გზად შეგვიძლია ჩავთვალოთ ღია-ცისქვეშ (საზაფხულო კინოთეატრში) ან ონალინ შეხვედრები.
შედეგი: ჭიათურელი ახალგაზრდები დაეუფლებიან ზოგიერთი პროფესიის საფუძვლებს, პროექტის დასრულების შემდეგ სწორად შეარჩევენ სამომავლო პროფესიას და გახდებიან ჩვენი ქალაქისთვის კვალიფიცირებული კადრები.

0 მხარდამჭერი

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია