გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

ჯანმრთელობის უფლება ყველასთვის – მხარი დაუჭირე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს / The Right to Health for Everyone – Support People with Down Syndrome

1/4

კამპანიის შინაარსი

For English scroll down

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ თანმდევი ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთა დროული მონიტორინგი, ანალიზები და გეგმიური კვლევები აუცილებელია. ეს ზოგჯერ მათი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაც არის.

სამწუხაროდ, საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობისა და კერძო დაზღვევები ბევრ საჭირო კვლევასა და მკურნალობას არ ფარავენ.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ მშობელს უბრალოდ არ აქვს საშუალება დროულად უზრუნველყოს ბავშვის მკურნალობა. ამან შესაძლოა სერიოზულ და ფატალურ შედეგებამდეც კი მიგვიყვანოს.

აღნიშნულმა რეალობამ გააერთიანა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები და დაუნი სინდრომის მქონე პირი - გიგო, და ასე შეიქმნა დაუნის სინდრომის ფონდი.

  არსებობის 8 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით:

    3 ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა;
  • 435 განაცხადის დაკმაყოფილება;
  • სახელმწიფო პროგრამებით დაუფარავი გამოკვლევების, ოპერაციებისა და სტაციონარის ხარჯების დაფარვა.

ფონდი ხშირად ასრულებს იმ მოვალეობას, რომელიც სახელმწიფოს უნდა ეკისრებოდეს - დაიცვას დაუნის სინდრომის მქონე პირების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი ძალიან მწირია და ხშირად, ყველას ვერ ვეხმარებით.

ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუნდაც 1 ლარის დონაცია.

ეს ერთი პატარა ნაბიჯი, ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში გვეხმარება

გახდი ჩვენი მეგობარი!

People with Down syndrome often have associated health conditions that require regular monitoring, medical tests, and routine examinations. Timely medical care can sometimes be the only way to save their lives.

Unfortunately, in Georgia, neither public healthcare nor private health insurance covers many essential medical examinations and treatments.

As a result, parents often cannot afford to provide their children with the medical care they need on time. This can lead to serious and even fatal consequences.

This reality brought together parents of children with Down syndrome and Gigo, a person with Down syndrome, leading to the establishment of the Georgian Down Syndrome Foundation.

Over the past 8 years, we have managed to:

  • Save the lives of 3 children;
  • Provide assistance in 435 cases;
  • Cover the costs of medical examinations, surgeries, and hospital stays not funded by government healthcare programmes.

The Foundation often takes on a responsibility that should belong to the state - protecting the lives and health of people with Down syndrome. However, our budget is very limited, and unfortunately, we cannot always help everyone who needs our support.

That is why every donation, even as little as 1 GEL, is incredibly important to us.

This small act of kindness helps us improve the health and well-being of many wonderful people.

Become a friend of our Foundation! 

 

0 მხარდამჭერი

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

საქართველო