გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

იყავი საკუთარი თავის გმირი!

1/6

კამპანიის შინაარსი

დღეს გოგონებს საკმაოდ დიდი მიზნები გვაქვს. გვინდა გავხდეთ საუკეთესო ბიზნესვუმენები, იურისტები, ფინანსისტები, მომღერლები... თუმცა რეალურად დროდადრო ნაკლებად თავდაჯერებულები ვართ, ზოგჯერ ზოგიერთი სტერეოტიპი და სოციუმის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ გვაფერხებს. ხშირად ვხვდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ, იმისთვის რომ იმას მივაღწიოთ, რაც გვინდა, ეს კი გვაშინებს. ზოგჯერ კი იმდენად ბევრს ვითხოვთ საკუთარი თავისგან, რომ ძალიან ვისტრესებით...მეც სწორედ ასე ვარ, თუმცა არის რაღაცა, რაც ყოველთვის მაძლიერებს...   წლების წინ ერთ დღეს პაპამ დამიძახა და მთხოვა მის საწოლთან დავმჯდარიყავი. მითხრა, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და ყოველთვის უნდა ვაკეთო ის, რისიც მჯერა, უნდა ვეცადო და მუდამ ვიშრომო იმისთვის, რომ ჩემი  ოცნებები რეალობად ვაქციო. შემდეგ მომცა ბეჭედი, რომელიც ქარხანაში მუშაობის დროს დაამზადა. პაპა ერთი თვეში გარდაიცვალა ლეიკემიისგან. ზუსტად ვერ გავიაზრე რას მეუბნებოდა მაშინ, რადგან მხოლოდ 6 წლის ვიყავი, თუმცა მისი ეს სიტყვები სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. წლების განმავლობაში ეს აქსესუარი იყო სიმბოლო იმის, რომ პაპას სჯეროდა, მე შემეძლო ჩემი ოცნებების რეალობად ქცევა. ეს კი ბევრჯერ დაეხმარა გამოვსულიყავი ჩემი კომფორტის ზონიდან, მაგალითად, გამეკეთებინა პრეზენტაცია, გამომეთქვა საკუთარი აზრი საჯაროდ, წამოვსულიყავი სამსახურიდან და უფრო მეტი ენერგია ჩამედო ჩემს წამოწყებაში.... ეს მოგონება გახდა ჩემი შთაგონების წყარო, შემექმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც გაახსენებდა ჩემნაირ გოგონებს, რომ მათი სჯერათ და ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ ცხოვრებაში, რასაც მოინდომებენ და მიზნად დაისახავენ. ასე დაიბადა ბრენდი -„ლილიტის“ შექმნის იდეა. ამჟამად, ძირითადად, ვამზადებთ ხის გულსაბნევებს, რომლის თემატიკაც არის გოგონები, მათი ინტერესები, ოცნებები.. ჩვენი მთავარი მიზანია გოგონებს შთავაგონოთ თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის სიყვარული და გავახსენოთ ის მოგონებები, რომლებიც მათთვის ძალის შემმატებელია. მჯერა, რომ ყველას ცხოვრებაში არსებობს ისეთი ისტორიები, რომლებიც დადებით ემოციებით გვავსებს და თავდაჯერებულობას გვმატებს. ჩვენ გვინდა რომ ეს ისტორიები გადავიტანოთ ჩანთებზე, ქეისებზე, მაიკებზე... ასევე გვსურს ჩვენ პროდუქციით ის სტერეოტიპები დავამსხვრიოთ, რაც ჩვენს საზოგადოებაშია გამეფებული. თქვენი დახმარებით გვინდა ასეთი საინტერესო და უნიკალური დიზაინების ჩანთები, მაიკები, ტელეფონის ქეისები და სტიკერები დავამზადოთ. მე ნინიკო ვარ, უკვე დაახლოებით მეორე წელია, რაც „ლილიტი“ შევქმენი და აქტიურად ვმუშაობ. ძალიან მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს საინტერესო დიზაინების შექმნა, ასევე, არანაკლებ მიყვარს კომუნიკაცია ჩვენს სუპერგოგონებთან და მათთის შეკვეთის გამზადებასთან ერთად პატარა წერილის მიწერა. „ლილიტის“ მხარდაჭერასთან ერთად ჩემს დიდ ოცნებასაც დაუჭერთ მხარს. იმედი მაქვს ერთად შევძლებთ რომ ბევრ გოგონას შთავაგონოთ რომ ისინი არიან საკუთარი თავის გმირები და ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ რასაც მოინდომებენ.   ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია ? FB: https://www.facebook.com/accessorieslilith Instagram: https://www.instagram.com/accessorieslilith/ მობ: (+995) 598771880 [gallery ids="15962,15964,15966,15968,15970,15982,15980,15978,15976,15974"]

31 მხარდამჭერი

მანანა ნამორაძე

50.0 
March 26, 2021

ქეთი ჩაჩავა

10.0 
March 25, 2021

Ia Bakuradze

49.0 
March 24, 2021

ნინო ოქიტაშვილი

5.0 
March 24, 2021

Marina Namoradze

20.0 
March 24, 2021

ნინო ცარელაშვილი

120.0 
March 24, 2021

ზურაბ ბუგულიშვილი

20.0 
March 24, 2021

ნათია ზოიძე

50.0 
March 23, 2021

Dimitri Altunashvili

100.0 
March 23, 2021

მეგი გეგეშიძე

10.0 
March 21, 2021

ეკა ალთუნაშვილი

15.0 
March 21, 2021

ნანა თორაძე

64.0 
March 18, 2021

ნათია ბალახაძე

10.0 
March 17, 2021

ნათია ლეთოდიანი

5.0 
March 17, 2021

თამთა ბუჭყიაშვილი

5.0 
March 16, 2021

თამთა ბუჭყიაშვილი

1.0 
March 16, 2021

ნინო ჩარკვიანი

15.0 
March 16, 2021

Anonymous

10.0 
March 13, 2021

გიორგი პასიკაშვილი

100.0 
March 12, 2021

Maia Toradze

100.0 
March 12, 2021

ბარბარე ბუწაშვილი

20.0 
March 12, 2021

გაბი ყანჩაველო

5.0 
March 12, 2021

მარი ყანჩაველო

5.0 
March 12, 2021

გიო ყანჩაველო

1.0 
March 12, 2021

Luka Kurdgelia

100.0 
March 12, 2021

aleksandre chachava

100.0 
March 12, 2021

Anonymous

5.0 
March 12, 2021

Anonymous

10.0 
March 12, 2021

არჩილ ყანჩაველო

25.0 
March 12, 2021

ქეთი ჩაჩავა

20.0 
March 12, 2021

მარიამ კოპალეიშვილი

10.0 
March 10, 2021

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

5

გაცემული კონტრიბუცია

„ლილიტის“ სუპერჯგუფში გაწევრიანება, სადაც გვექნება გათამაშებები, გავუზიარებთ ერთმანეთს ისტორიებს, გვექნება ფასდაკლებები სპეციალურად ჯგუფის წევრებისთვის.

6 უნიკალური მხარდამჭერი

15

გაცემული კონტრიბუცია

სპეციალურად შენთვის დაწერილი ხელნაწერი წერილი სტიკერებთან ერთად

2 უნიკალური მხარდამჭერი

20

გაცემული კონტრიბუცია

"ლილიტის" გულსაბნევი პატარა წერილთან ერთად

4 უნიკალური მხარდამჭერი

30

გაცემული კონტრიბუცია

ჩანთა "ლილიტის" დიზაინით

50

გაცემული კონტრიბუცია

შენთვის სასურველი დიზაინის 2 ცალი ხის გულსაბნევი საიტერესო სტიკერებთან ერთად

3 უნიკალური მხარდამჭერი

100

გაცემული კონტრიბუცია

სასურველი დიზაინის ჩანთა, ხის გულსაბნევი და წერილი

5 უნიკალური მხარდამჭერი

200

გაცემული კონტრიბუცია

სასურველი დიზაინის ტელეფონის ქეისი, ჩანთა, გულსაბნევი, სტიკერები და წერილი