გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

იპოვე საყვარელი საქმე

კამპანიის შინაარსი

სამყარო ვითარდება, ხელოვნური ინტელექტი თანდათანობით ცვლის როგორც რეალობას, ისე ამ რეალობის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს პროფესიებს. 17-18 წლის აბიტურიენტს, როდესაც უწევს აირჩიოს პროფესია, ნამდვილად რთულია მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რადგან მას ამ მხრივ ცოდნა ნაკლები აქვს, ამიტომ მათი უმრავლესობა ირჩევს სტერეოტიპულად ( მშობლის ახლობლების, სკოლის, საზოგადოების ზეგავლენით, პრესტიჟული ფაკულტეტებისა თუ მაღალანაზღაურებადი საქმიანობის მიხედვით, "ბიჭის" ან "გოგოს" პროფესიებით), რაც არ ამართლებს, რადგან ადამიანი რომელიც თავისი საქმიანობიდან   არ იღებ სიამოვნებას  პროცესიის განმავლობაში ყოველთვის ტანჯვაში იქნება, რაც საბოლოოდ ყველაფერში აისახება, ეს იქნება ურთიერთობები, მეგობრები, ოჯახი თუ გართობა, რადგან ადამიანის შინაგანი ბუნება მოითხოვს გარე სამყაროში ქმედებების თანხვედრას. და ამიტომაც ჩვენი კარიერის აკადემიის მიზანია დავეხმაროთ ამ რთულ დროს აბიტურიენტებს, რომ კარგად დაფიქრდნენ თავიანთ არჩევანზე, მეტად გაიცნონ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები, ასევე მეტი გაიგონ არჩეული პროფესიების შესახებ და ანალიზის შემდგომ მიიღონ გადაწყვეტილება. დღეს საქართველოში ბევრი იურისტი, ეკონომისტი და სხვა მსგავსი ფაკულტეტების კურსდამთავრებულები გვყავს, რომელსაც შეხვდებით სხვადსხვა მათთვის არაპროფესიულ გარემოში, და ეს პროცესი ისევ გრძელდება ყოველწლიურად 1000-2000 მდე იურისტი ასრულებს, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, ამიტომ პროფესიის არჩევის დროს ადამიანებს მეტ დაფიქრებას საჭიროებს. ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც ამდენად გაიზარდა ისევ ნაკლებია მათზე ცნობადობა. დღეს XXI საუკუნეში სადღაც 4 წელი ისწავლო და შემდგომ ის ვერ გამოიყენო ეს ძალიან დიდი დანაშაული საკუთარი თავის მიმართ, როგორც პიროვნულად ისე მასშტაბურად. ჩვენს მიერ გამოკითხული 50 აბიტურიენტიდან 90% ისევ არ იცის, რას ისწავლის უნივერსიტეტის პერიოდში, რა კარიერული გეგმა აქვს, სად იმუშავებს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რაც ინფორმაციით აღსავსე სამყაროში გაუმართლებელია. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ სკოლა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეების პროფესიულ თვითგამორკვევას, უნივერსიტეტი თეორიებით შემოიფარგლება რაც არასაკმარისია, საბოლოოდ კი გვყავს "ორ დიპლომიანი ტაქსისტები". სანამ ახალგაზრდები გააზრებული გადაწყვეტილების მიღებას არ ისწავლიან და ინერციით  ჩააბარებენ უნივერსიტეტში, მანამდე ეს რეალობა არ შეიცვლება.  ჯანსაღ საზოგადოებაში ყველა იმ საქმეს აკეთებს რაც უყვარს, აფასებს და სიამოვნების, და სწორედ ამ გზას უნდა დაადგნენ ახალგაზრდებმა. მათი მთავარი მისია სწორედ საყვარელი საქმის პოვნა უნდა იყოს დანარჩენს კი ცხოვრება თავად აჩვენებს. ბევრმა ეს ფაქტი, რომ საყვარელი საქმე უნდა იპოვოს არ იცის, რადგან საზოგადოება ამ მხრივ ფიქრს ახშობს, ამიტომ ყველაფერი ცოდნის გააზრებით და გადაცემით იწყება. აქედან გამომდინარე ჩვენი მისიაა დავეხმაროთ ადამიანებს და ახალგაზრდებს პროფესიულ თვითგამორკვევაში, რომელიც საკუთარი თავის გაცნობით იწყება. " შეიცან თავი შენი"

0 მხარდამჭერი

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია