გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

ერთად გადავარჩინოთ

კამპანიის შინაარსი

თეატრი რეგიონში მცხოვრები ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელია, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი და შშმ პირთა ფენისათვის. უმეტესი ნაწილი არასოდეს ყოფილა სპექტაკლზე ,არ ვსაუბრობ იმაზე რომ თვითონ დადგან.  ჩვენმა ორგანიზაციამ "სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირმა "2018 წელს გავაკეთეთ მუნიციპალიტეტში საჭიროების კვლევა და არა ერთი ოჯახი აღმოვაჩინეთ ,სადაც ძალიან ბეჯითი  და  სხვდასხვა ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები ცხოვრობენ,მაგრამ მათ მძიმე სიდუხჭირის გამო არ აქვთ რესურსი ,რომ იარონ სახელოვნებო წრეებზე ,განივითარონ სხვა და სხვა უნარები .სწორედ ამიტომ გვსურს, ბავშვები ეზიარონ თეატრალურ ხელოვნებას:
  • მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სპექტაკლებსა და წარმოდგენებში,
  • შეისწავლონ სწორი კითხვა და მეტყველება,
  • დაეუფლონ სცენაზე დგომას  აუდიტორიის წინაშე.
ამ წრის არსებობა გაზრდის მოტივირებულ ,განათლებულ და მაღალი კულტურის მატარებელ თაობას. გარდა ამის წრე საშუალებას მისცემს ინკლუზიური გარემო შეიქმნას ,რაც გულისხმობს ,რომ ტპიური განვითარების და შშმ ახალგაზრდებს შეეძლებათ ,ერთად გამოვიდნენ სოციუმში,ერთად ისწავლონ ,დამეგობრდნენ და ამითრ ჩვენ შევძლებთ ბოლომდე გავტეხოთ სტიგმა შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ.

2 მხარდამჭერი

ანონიმური

100.0 
December 20, 2021

ხათუნა ტუხაშვილი

100.0 
November 12, 2021

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია