გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

გავუხსნათ დარაბები პატარა მეცნიერებს

Matchfunded by UNDP 4,000 GEL

1/3

კამპანიის შინაარსი

ყველაფერი დაიწყო თითქმის 4 წლის წინ, როდესაც პირველად ფეხი შევდგი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლაში. სკოლა მდებარეობს საზღვრისპირა სოფელში, სადაც უამრავი მარტოდ დარჩენილი ფუძის ანგელოზია. კარის შეღებისთანავე ჩემში ბედნიერებამ დაისადგურა და ჩემი ოცნებების მიზნებად გადაქცევას მივყავი ხელი. წარმოგიდგენიათ დახურულ დარაბებში არსებობა ან მუქფარდებიან და მუქკედლებიან ოთახში ფერად ფურცლებზე ამბების წერა? აი, სწორედ ასეთია ჩვენი გაკვეთილები. მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან მარტივია შემეცნებითი გაკვეთილის აღქმა ბავშვისთვის, როდესაც ის კეთებით სწავლობს და ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული. ამ მეთოდის შედეგიანობაში არაერთხელ დავრწმუნდი. ეს მეთოდი არა მხოლოდ სწავლის სწორად კონსტრუირებას, არამედ ბავშვებს შორის სწორ და ჯანსაღ ურთიერთობებს აყალიბებს. სამწუხაროდ, არ გვაქვს რესურსი, რომ ჩავატაროთ სახალისო და მეტად შემეცნებითი ბუნებისმეტყველების, ქიმიისა და ფიზიკის გაკვეთილები. ყოველთვის, როდესაც ცარიელი ხელებით მიწევს სიახლის წარდგენა ჩემი მოსწავლეებისათვის, მახსენდება კონფუცის ანდაზა: მე გავიგონე და დამავიწყდა. მე დავინახე და დამამახსოვრდა. მე გავაკეთე და გავიგე“. თვალსაჩინოდ ელემენტალური საწყაოც კი არ არის, რომ მოსწავლემ სითხის მოცულობა განსაზღვროს. სკოლას არ აქვს იმის რესურსი, რომ მცირე ლაბორატორია მაინც მოეწყოს ბავშვებისთვის. ამიტომ ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი მიზანია, ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება ფეხი შეაბიჯონ ფერად, საინტერესო და ექსპერიმენტებით დახუნძლულ სასწავლო გარემოში. პროექტის დაფინანსება და იდეის განხორციელება მოგვცემს საშუალებას სკოლაში მოვაწყოთ მცირე ლაბორატორია. შევიძენთ ლაბორატორიისათვის განკუთვნილ ტექნიკას (მიკროსკოპი,კომპიუტერი, პროექტორი...), ჭურჭელსა (სინჯარები, მენზურები, კოლბები,ლიბიხის მაცივარი, სპირთქურა...) და საჭირო რეაქტივებს (მეტალური ნატრიუმი, ლითიუმი,მაგნიუმის ლენთი, თუთიის გრანულები,გოგირდი, რკინის ნაქლიბი...). რომლითაც ისარგებლებენ სკოლის პედაგოგები და ყველა მოსწავლე (44 ბავშვი). მოგეხსენებათ, თანამედროვე განათლების სისტემა კომპლექსურ სწავლებასთან ერთად მოიცავს STEM სწავლებას, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების შერწყმასა და კავშირზეა დამოკიდებული. სწორედ STEM განათლების სწორად კონსტრუირებისთვის გვჭირდება პედაგოგებს ლაბორატორიები, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ცდა-ექსპრიმენტების ჩატარება, პროცესში დაშვებულ შეცდომებზე სწავლა, ახალი ცოდნის მიღება, საბუნებისმეტყველო საგნებში პროექტების განხორციელება, ინტეგრირებული გაკვეთილების წარმართვა, და რაც მთავარია, თანამედროვე მოთხოვნებისათვის ფეხის აწყობა და იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლება, რომლებიც მომავლის სწორად ფორმირებასა და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჩემთვის, ასევე თქვენთვის ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი ბავშვებისათვის სათანადო ხარიხის განათლების მიწოდებაა, ასე რომ, გთხოვთ, ერთად მოვგლიჯოთ უსინათლო დარაბები სკოლას და ბავშვებს მივცეთ საშუალება ისიამოვნონ ფერადი სამყაროს შეცნობით, რათა გახდნენ ნაწილი თანამედროვე განათლებული საზოგადოებისა.

9 მხარდამჭერი

ილია ბურდილაძე

334.0 
March 09, 2023

ნიკოლოზ ბურდილაძე

500.0 
March 09, 2023

სოფია ბურდილაძე

500.0 
March 09, 2023

Maya Meredova

500.0 
March 09, 2023

ირაკლი ბურდილაძე

500.0 
March 09, 2023

მაია გავაშელიშვილი

41.0 
March 09, 2023

ანონიმური

10.0 
March 07, 2023

ანონიმური

5.0 
March 07, 2023

Nana Metreveli

10.0 
March 07, 2023

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

1

გაცემული კონტრიბუცია

სამადლობელი წერილი