გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

განათლების ბაღი (Edu Garden) – ახალი სივრცე სკოლაში

კამპანიის შინაარსი

ერთ-ერთი საკლასო ოთახის ფანჯარა სკოლის უკან არსებულ მყუდრო სივრცეს გადაჰყურებს. ეს ადგილი ბუნებრივად იზოლირებულია. ერთი მხრიდან მოსახლის მიერ აშენებული კედელია, მეორე მხარეს სკოლის საწყობი და სკოლის შენობა. როცა ამ კლასში ვატარებდი გაკვეთილს და ვიხედებოდი უკანა ეზოში, ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ეს ადგილი ქცეულიყო მოსწავლეებისთვის მიმზიდველ გარემოდ, მათივე პროდუქტიულობის გასაზრდელად ... აუთვისებელი სივრცე როგორც კი დათბა და შესაძლებელი გახდა გაკვეთილების გარეთ ჩატარება, მაშინვე გავედით გარეთ. მოსწავლეებს ვუთხარი: ჩვენ გვაქვს აუთვისებელი ფართი, სადაც შეგვიძლია მოვაწყოთ მყუდრო ადგილი. მათ მაშინვე გამოთქვეს სურვილი, რომ მოგვეტანა კუნძები, დაგვერგო ყვავილები და ა.შ. ნელ-ნელა ახალი იდეები გაჩნდა. ინტერნეტში წავაწყდით ფოტოს, სადაც პალეტებისგან (პადონები) ლამაზი მაგიდები და სკამები იყო აწყობილი. დავიწყეთ პალეტების მოძიება. ამ პროცესში მთელი სკოლა ჩაერთო. ერთ-ერთი მასწავლებლის ძალისხმევით თემში არსებულმა საწარმომ 16 ერთეული პალეტი გვაჩუქა. ეს იყო ჩვენი პირველი მიღწევა, რამაც შეგვმატა მოტივაცია. დავიწყეთ მაგიდებისა და სკამების დამზადება. ჩვენი სივრცის მოწყობაში მთელი სკოლა ჩაერთო. განსაკუთრებული როლი კი მოსწავლეებმა შეასრულეს. საბოლოო ჯამში ერთობლივი ძალისხმევით, საჯარო სკოლაში,  შევქმენით სივრცე, რომელსაც „განათლების ბაღი“ დავარქვით. იმისთვის, რომ ჩვენ ბაღს მიეცეს საბოლოო სახე გვესაჭიროება თქვენი თანადგომა. პროექტის წარმატების შემთხვევაში მარნეულის N2 საჯარო სკოლაში გაჩნდება დახვეწილი ალტერნატიული სივრცე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეძლებს უმასპინძლოს სტუმრებს, მასწავლებლებს ექნებათ საშუალება ჩაატარონ თემატური გაკვეთილები, ხოლო მოსწავლეებს იმუშაონ სხვადასხვა პროექტზე. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი დახმარებით  შევძლებთ შევიძინოთ ფანჩატურები, ხელოვნური ბალახის საფარი, დეკორაციები და ქოთნები ყვავილებისთვის და სხვა საჭირო ნივთები ჩვენი ბაღისთვის!        

28 მხარდამჭერი

მამუკა ხამხაძე

10.0 
July 27, 2021

მორის დანდურიშვილი

20.0 
July 26, 2021

ზვიადი ზურაბაშვილი

10.0 
July 23, 2021

ინა ბიწაძე

20.0 
July 23, 2021

მარინა ისკაკოვს

5.0 
July 23, 2021

ავთანდილ აბდუშელიშვილი

50.0 
July 23, 2021

Malkhaz Saldadze

10.0 
July 21, 2021

გიორგი მეხრიშვილი

28.0 
July 21, 2021

ქეთა მეგრელიშვილი

5.0 
July 21, 2021

ანა მჭედლიშვილი

5.0 
July 19, 2021

ზვიად გოგუაძე

10.0 
July 19, 2021

Anonymous

10.0 
July 19, 2021

შოთა რეხვიაშვილი

100.0 
July 19, 2021

ნინო მანჯგალაძე

10.0 
July 19, 2021

მიმოზა ღოლიჯაშვილი

20.0 
July 19, 2021

Anonymous

2.0 
July 18, 2021

ნუცა გამცემლიძე

10.0 
July 18, 2021

Anonymous

5.0 
July 18, 2021

დავით კამკამიძე

50.0 
July 18, 2021

გიორგი ფარეშიშვილი

50.0 
July 18, 2021

ფატიმა შავაძე

20.0 
July 18, 2021

Giorgi Mukhigulishvili

10.0 
July 17, 2021

კობა ჭუმბურიძე

20.0 
July 17, 2021

Anonymous

5.0 
July 17, 2021

მამუკა ნავერიანი

130.0 
July 17, 2021

შალვა ჩხეიძე

20.0 
July 14, 2021

Anonymous

10.0 
July 14, 2021

გიორგი ჭაუჭიძე

100.0 
July 13, 2021

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია