გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

გააფერადე ლაგოდეხი

1/5

კამპანიის შინაარსი

ლაგოდეხის ახალგაზრდები ზრუნავენ თავიანთ ქალაქზე! 
ლაგოდეხში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ლაგოდეხზე ზრუნვა და ქალაქის ტურისტებისათვის მიმზიდველ გარემოდ ქცევა, გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა იდეა-პროექტი, რომლის მიზანიცაა შემოქმედი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გამოყენება და გამოხატვა ლაგოდეხის იერსახის, კერძოდ, მიტოვებული და დაზიანებული შენობების კედლების გამოსაცოცხლებლად. აქვე ფოტოების სახით გიზიარებთ ჩვენ მიერ მოხატულ შენობებსა და კედლებს. იდეა ნაკარნახევია მსოფლიოს უკვე პოპულარული ქუჩის არტის შექმნისა და დამკვიდრების სურვილით ჩვენს ქალაქში.   მოუვლელი და მიტოვებული შენობების სიმრავლე ქალაქ ლაგოდეხის იერსა და მიმზიდველობას ვნებს. ეს კი ტურისტულად მნიშვნელოვანი ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, სახარბიელო არაა. გარდა იმისა, რომ ქუჩის ხელოვნება ხელს უწყობს ხელოვანთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და გამოვლენას, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის ყურადღების ცენტრში ექცევა ამ უნარითა და ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში. ჩვენ აღვწერეთ ლაგოდეხში ასეთი შენობები, მათი შესაძლებლობები, შევქმენით მათი ელექტრონული კატალოგი. ელექტრონულ კატალოგში თავი მოვუყარეთ ძირითადად იმ შენობა- ნაგებობებს, რომელთა გავლაც უწევთ ლაგოდეხში ჩამოსულ ტურისტებს, ანუ ძირითადად ყურადღება გავამახვილეთ იმ ქუჩებსა და ობიექტებზე, რომელთა მდებარეობა ტურისტულ მარშუტზეა . იდეისა და პროექტის გარშემო გაერთიანებული ახალგაზრდები მზად ვართ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ვუსახსოვროთ ქ.ლაგოდეხს ჩვენი შემოქმედება. პროექტის ფარგლები მთლიანად დაემთხვევა ტურისტულ სეზონს, რითაც მოხდება ლაგოდეხის ქუჩის არტის პოპულარიზაცია.   პროექტით ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი. კონკურსში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ არტში მონაწილეობისათვის რამდენიმე ესკიზი. თემები შეიძლება იყოს სოციალური, კულტურული, ეკოლოგიური, პატრიოტული, ისტორიული და ასევე, შესაძლოა, ეს ნახატები გადმოსცემდნენ იმ თემებს, თუ რა დანიშნულებისათვისაც იყო თავდაპირველად აგებული ეს შენობები, რითაც ახალგაზრდობას საშუალება მიეცემა იცოდნენ საკუთარი ქალაქის ისტორიის ნაწილი. პროექტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ იგი დარჩება ლაგოდეხს წლების განმავლობაში, როგორც ლაგოდეხის ერთ - ერთი თავისებური ღირსშესანიშნაობა.   პროექტისათვის გათვალისწინებელია მხოლოდ საღებავების თანხა.
საზოგადოების გვერდში დგომის დიდი იმედი გვაქვს!
თქვენგან გაღებული ერთი ლარიც კი დიდი მოტივაციაა ჩვენთვის!
 

2 მხარდამჭერი

Anonymous

1.0 
September 03, 2020

ელენე ნოდია

10.0 
August 21, 2020

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია