გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

ერთად განათლებისა და გაძლიერებისთვის

Matchfunded By USAID Civil Society Engagement Program

1/1

კამპანიის შინაარსი

სოფელი კახათი, ზუგდიდის ადმინისტრაციული ცენტრიდან 10 კილომეტრით დაშორებული სოფელია. მდიდარი თავისი ისტორიით და ღირსეული სამოქალაქო საზოგადოების წევრებით.   სოციალურ ეკონომიკური გამოწვევები, კახათშიც, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში ,მნიშვენლოვანი ბარიერია საზოგადოების განვითარების და მათი ეფექტური ჩართულობისთვის. არსებული ლიმიტირებული საგანმანათლებლო რესურსი სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდას არ აძლევს შესაძლებლობას იყოს კონკურენტუნარიანი და აქტიური.   პლატფორმა ორბელიანი მეტი, ახალგაზრდების და სათემო განათლების პროცესში ჩართული აქტიური მოქალეებისთვის მოტივაცია და იმედი აღმოჩნდა, შეგეცვალა და შეგვექმნა არსებული და სასურველი რეალობა.   ბავშვის და ახალგზარდის მხარდაჭერა უწყვეტი პროცესია, რომელშიც პასუხიმგებლობა ეკისრება საზოგადოების თითოეულ წევრს, განურჩევლად ასაკისა თუ საზოგადოებრივი პოზიციისა. სწორედ ამიტომ კახათელმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს სოფელში ბიბლიოთეკის შექმნა, სივრცე რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, თანატოლგანმანათლებლობით გააძლიერონ ერთმანეთი, იყვნენ აქტიურები და გაზარდონ ხელმისაწვდომობა მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსზე. წარმატებული ახალგაზრდა ქვეყნის აქტიური მოქალაქეა, რომელსაც სჯერა, რომ მის ირგვლივ ყველა მის თანატოლს თანაბარი შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს, ამიტომაც საგანმანათლებლო-საბიბლიოთეკო სივრცე ყველა განსხვავებულ შესაძლებლობას გაათანაბრებს და გააძლიერებს.   იდეა, რომელიც „ორბელიანი მეტი“ პლატფორმის დახმარებით რეალობად იქცევა, სოფელში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს მოტივაციას და შეამცირებს აპათიას.