გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

ერთად დეზინფორმაციის წინააღმდეგ

1/2

კამპანიის შინაარსი

თანამოქალაქეებო, ვიწყებთ ინიციატივას, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს სანდო და ხელმისაწვდომ ინფორმაციას მიაწვდის – ვბეჭდავთ ადგილობრივ გაზეთს „საზოგადოება მცხეთა“.

ეს არის ყოველთვიური გაზეთი, რომელსაც სრულად უსასყიდლოდ ამზადებენ ჟურნალისტები და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები. გაზეთი განკუთვნილია იმ ასაკობრივი ჯგუფისთვის, ვისაც არ აქვს ინტერნეტზე წვდომა ან ნაკლებად იყენებს მას – ამიტომ ადგილობრივ ამბებზე, მოქალაქეთა პრობლემებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაწოდებლად დაბეჭდილი გაზეთი მათთვის და საერთო საქვეყნო საქმისთვის მნიშვნელოვანია.

 რას ვგეგმავთ:

2000 ცალი გაზეთის დაბეჭდვა;

დარიგება სოფლებში, ბაზრებში, საჯარო სივრცეებში;

პირველი ნომრის პრეზენტაცია 26 მაისს რუსთაველის გამზირზე;

 რაში გვჭირდება თქვენი დახმარება:

მასალის მოძიებაზე, რედაქტირებასა და გაზეთის აწყობაზე ადამიანები მოხალისეობრივად მუშაობენ – ფინანსური რესურსები მხოლოდ სტამბისთვის გვჭირდება. საჭიროა 1500 ლარი.

პირველ ნომერში მკითხველი გაეცნობა:

მცხეთის მუნიციპალიტეტის სიახლეებს;

მოქალაქეების წერილებს ადგილობრივ პრობლემებზე;

საპროტესტო მოძრაობების დეტალებს;

მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ კონკურსს;

ექსკლუზიურ ინტერვიუებს, საავტორო სვეტებს და სტატიებს;

გაზეთი მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის რეგიონის ინტერესთა ჯგუფის, მცხეთის მუნიციპალური ასამბლეის წევრებისა და აქტიური მოქალაქეების მიერ.

 

გვინდა შემომწირველების სახელისა და გვარის საჯაროდ გამოქვეყნება, შესაბამისად, გთხოვთ, ვისაც გსურთ ანონიმურად დარჩენა, დონაციის დროს მონიშნეთ "ანონიმური".

 

თქვენი მხარდაჭერა ერთ ადამიანამდე მიიტანს ინფორმაციას, რომელსაც სხვა გზით ვერ მიიღებდა. ერთად გავაცოცხლოთ „საზოგადოება“.

3 მხარდამჭერი

ანონიმური

1.0 
June 15, 2025

თამთა კაკაურიძე

100.0 
May 23, 2025

ანონიმური

10.0 
May 23, 2025

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

მცხეთა