გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

ეკომეგობრული ოზურგეთი – მეტი კონტეინერი პლასტმასის ნარჩენის შესაგროვებლად!

1/2

კამპანიის შინაარსი

რას გავაკეთებთ ამ თანხით?  

პლასტმასის ნაწარმის შეგროვებისა და მეორადი გადამუშავების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხალხმრავალ ადგილებში უკვე დაიდგა ახალი კონტეინერები, რაც  მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურას.

  თუმცა, ნარჩენების სიმრავლისა და ფართო გეოგრაფიის გამო, აუცილებელია დამატებითი კონტეინერების შეძენა.

  სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, ჩაერთოთ სოციალურ კამპანიაში - ეკომეგობრული ოზურგეთი - მეტი კონტეინერი პლასტმასის ნარჩენის შესაგროვებლად!

  პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების ინიციატივა ხორციელდება „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ მიერ, პროექტის „პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვის ინოვაციური მოდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება ჩაკეტილი წრის ეკონომიკის პროტოტიპი, რომელიც აერთიანებს პლასტმასის ნარჩენების შეგროვებას, გადამუშავებას და ეკო-მეგობრული პროდუქციის შექმნას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით.

რას გავაკეთებთ ამ თანხით

თქვენი შემოწირულებით შევიძენთ დამატებით კონტეინერებს, რომლებსაც განვათავსებთ ოზურგეთის იმ უბნებში, სადაც  პლასტმასის სეპარაციის შესაძლებლობა ჯერ არ არსებობს. ეს არის კარგი შანსი, გავზარდოთ პლასტმასის შეგროვების გეოგრაფია და შევამციროთ გარემოზე მისი მავნე ზემოქმედება.

  ეკოლოგიაზე ზრუნვა და მომავალი თაობებისთვის კარგი მაგალითის ჩვენება — ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ტყეებსა თუ მდინარეებში დალექილი პლასტმასისა და პოლიეთილენის ნარჩენები კი - ჩვენი პირადი გამოწვევა. ამდენად, თითოეული ჩვენგანის ფინანსური მხარდაჭერა ნიშნავს ეკომეგობრული გარემოს შექმნას.

3 მხარდამჭერი

ნანა სიხარულიძე

10.0 
July 08, 2025

ნანა თვდუმაძე

20.0 
July 08, 2025

ფატი მამიაშვილი

10.0 
July 07, 2025

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია