-
განათლება
შეცვალე განათლების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა
-
ჯანმრთელობა
შექმენი გარემო უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
-
გარემოს დაცვა
იზრუნე დედამიწის მომავლზე და დაუჭირე მხარი გარემოსდაცვით ინიციატივებს
-
სტარტაპი
გააძლიერე უნიკალური პროდუქტები და შექმენი ინოვაციები.
-
ცხოველებზე ზრუნვა
იზრუნე ცხოველების უკეთეს გარემოზე
-
კულტურა/ხელოვნება
შექმენი კულტურულ სივრცეები, განავითარე კრეატიულობა შენს თემში
გაეცი მეტი
თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ მეტი ცვლილებისა და მეტი განვითარების უზრუნველყოფას
ყველა ინიციატივა
2020 წლის 15 თებერვალს წამოვედი სამსახურიდან და მაგ დღის შემდეგ დაიწყო ჩემი ეზოს ურბანულ ბაღად გარდაქმნის პროცესი.
პირველად მაშინ მოვაგროვეთ მე და ჩემმა მეგობარმა რუსთავის ერთერთ სკვერში ჰიმალაის კედარის 70 მდე ნერგი და ჩავრგეთ სპეციალურად შემოღობილ სივრცეში.
შემდეგ უკვე ისე განვითარდა მოვლენები თავადაც, რომ არ ველოდი. დღეს უკვე მშობლებს, მასწავლებლებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ეზოში მოჰყავთ ბავშვები. ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, პრეზენტაციებს, პრაქტიკულ სამუშაოებს, ვლაპარაკობთ ურბანულ მებაღეობაზე, ეკოლოგიაზე, ნარჩენების რეციკლირებაზე და რაც მთავარია, ამ დროის განმავლობაში დაგროვილ ცოდნას სიამოვნებით ვუზიარებ მათ.
რუსთავის მწვანე საფარი ასაკით ზუსტად იმხელაა რამხელაც თვითონ ქალაქი.
ჰიმალაის კედარიც მაშინ ჩამოიტანეს როცა მშენებლობა დაიწყო. ქალაქის მასშტაბით ამ სახეობის საკმაოდ კარგი პოპულაცია გვაქვს და ყოველ გაზაფხულზე ბუნება გვაძლევს ათასობით ახალ ნერგს. წელს 250 ზე მეტი კედარის გადარჩენა შევძელი და აქედან უკვე ყველა გაჩუქდა. სამწუხაროდ დანარჩენ ნერგებს ვკარგავთ. მათი 95% ივნისის თვემდეც ვერ აღწევს.
ამ ამბის კარგი ნაწილი ის არის, რომ ეზო მზად არის ბევრად მეტი ნერგი შეიფაროს და გადაარჩინოს. უბრალოდ ამისთვის საჭიროა სანერგე/თავშესაფარის მოწყობა.
დღესაც, როცა ვხედავ როგორ სკდება გირჩიდან გადმოვარდნილი თესლი, შემდეგ როგორ ყალიბდება პირველი წიწვები და როგორ ვითარდება ფესვთა სისტემა - იგივე განცდა მაქვს, როგორც მაშინ, როცა მიწიდან ამოსულ ბალახს ვუყურებდი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის შემსწრე ვარ.
მჯერა მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ ბუნებაზე დაკვირვების და გააზრების გზით მხოლოდ აქ და ახლა ეყრება საფუძველი - ჯანსაღ, მომავლის საზოგადოებას. საზოადოებას, რომელიც იქნება ჰარმონიული, მშვიდი და ბუნებასთან ბალანსში მყოფი.