გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

დაეხმარე მოხუცთა თავშესაფარს

1/3

კამპანიის შინაარსი

ალბათ ხშირად ფიქრობთ, რა ქმნის ადამიანის ცხოვრებას ღირსეულს? ჩვენთვის, „კათარზისში“, ეს არის არა მხოლოდ სითბო, საკვები თუ თავშესაფარი, არამედ განცდა, რომ ვიღაცისთვის შენ მნიშვნელოვანი ხარ. სათნოების სახლი “კათარზისი” უკვე მრავალი წელია ზრუნავს მარტოხელა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე. ყოველდღიურად ჩვენი ცენტრის კარი ღიაა მათთვის, ვისაც არა მხოლოდ ცხელი საკვები და თავშესაფარი, არამედ ადამიანური სითბო სჭირდებათ.   ჩვენი კომპლექსური სერვისები, სასადილოდან დაწყებული ხანდაზმულთა თავშესაფრით დამთავრებული, მხოლოდ იმიტომ ფუნქციონირებს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სხვისი კეთილდღეობა მნიშვნელოვანია.   სამწუხაროდ, ჩვენ მუდმივად ვდგავართ ფინანსური საჭიროებების პირისპირ. დღეს ცენტრი კრიტიკული აუცილებლობის წინაშე დგას. ამჟამად თავშესაფარში თვითმოვლის მქონე ხანდაზმულებს ერთ საერთო დარბაზში უწევთ თანაცხოვრება. ეს იწვევს კონკრეტულ პრობლემებს, როგორიც არის მაგალითად, ავადმყოფობის გავრცელება ან სხვა ჰიგიენური საკითხები. იყო შემთხვევა, როდესაც ერთი მოხუცებულის გაციებამ სხვების ჯანმრთელობასაც შეუქმნა საფრთხე. ეს საგანგაშო შემთხვევა აღმოჩნდა.   ჩვენი მთავარი საზრუნავი მათი პირობების გაუმჯობესებაა, კერძოდ, საერთო საცხოვრებელი ფართის ინდივიდუალურ ოთახებად დაყოფა, რათა ჩვენი ხანდაზმულები ცივ სეზონს კომფორტულ და ღირსეულ გარემოში შეხვდნენ. ამით გაქრება დაავადებათა გავრცელების რისკიც.   ვინაიდან რემონტის სრული საფასური საკმაოდ დიდია, თუნდაც ერთი ოთახისთვის შემოწირული თანხა, რაც 7000 ლარს უდრის და გულისხმობს, როგორც სარემონტო მასალის ფასის გადახდას, ასევე ხელოსანთა ანაზღაურებას, უზარმაზარი დახმარება იქნება ჩვენი ძვირფასი ხანდაზმულებისთვის.

0 მხარდამჭერი

სიახლეები არ მოიძებნა