გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

ბიოდეგრადირებადი ჭურჭელი

კამპანიის შინაარსი

რამდენიმე წლის წინ, როდესაც პლასტმასის მოხმარების შემცირებაზე დავიწყე ფიქრი, აშკარად დავინახე, რომ ამ ამ ნივთიერებისთვის სრული პროტესტის გამოცხადება დღეს ქალაქში თუ სოფელში მცხოვრები ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას პლასტმასთან ყოველდღიურად გვიწევს შეხება, მისი მოხმარების შედეგად უდიდესი რაოდენობის ნარჩენი წარმოიქმნება.   პლასტმასით დაბინძურება თანამედროვე მსოფლიოს პრობლემა და ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. პლასტამსის მოხვედრა ფიზიკურ გარემოში იწვევს მის ხარისხობრივ ცვლილებას, ცვლის ფიზიკურ სისტემებს და ზიანს აყენებს ან დისკომფორტს უქმნის ცოცხალ ორგანიზმებს.   პლასტმასის ფრაგმენტები ნაპოვნია ზღვის კუების 86%-ში, ზღვის ფრინველების 44%-ში და ზღვის ძუძუმწოვრების 43%-ში.     სამწუხაროდ, პლასტმასი ბიოდეგრადირებადი არაა, რის გამოც ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი — არასოდეს.   მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასით დაბინძურება ჯერ კიდევ მზარდ პრობლემას წარმოადგენს, ბოლო წლებში ამ საკითხის მიმართ გამოჩენილი ყურადღება ბევრად გაიზარდა — მსოფლიოს ქვეყნებში უკვე დაიწყეს სხვადასხვა ზომების მიღება ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის აკრძალვისა და გადამუშავებაზე წვდომის გაზრდის მიზნით.   ჩვენი იდეაც სწორედ  ბიოდეგრადირებადი ჭურჭლის წარმოებას შეეხება, გვსურს, ადგილობრივ დონეზე დავიწყოთ ბიოდეგრადირებადი ჭურჭლის წარმოება, კერძოდ: დანა, ჩანგალი,კოვზი, თეფში, საწრუპი, ჭიქა- ვაწარმოებთ ყველა იმ ერთჯერადი მომხარების ნივთს, რომლითაც ჩავანაცვლებთ პლასმას ნივთებს.   ეს იქნება მდგრადი და გამძლე ერთჯერადი ჭურჭელი, რომლითაც შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის საკვები მიირთვათ.     ბიოდეგრადირებადი ჭურჭლის წარმოებისთვის გვესაჭიროება ელექტრო პრესები, რომლის გამოყენებითაც შევძლებთ საქართველოში ბიო ჭურჭლის წარმოებას.   გარდა იმისა, რომ პირველი პრეცედენტი გაჩნდება ქვეყანაში ბიო ჭურჭლის წარმოების და შევთავაზებთ სხვადასხვა კაფეებს, რესტორნებსა თუ მაღაზიებს, ასევე ვაწრმოებთ სოციალურ მედიაში კამპანიას, რათა უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ ბიოდეგრადირებადი ჭურჭლის მომხარებას რა სიკეთეების მოტანა შეუძლია და რატომაა პლასტამსის გამოყენება საზიანო.   მცირე ნაბიჯებით,მაგრამ ღირებული ცვლილებებით შევძლებთ უკეთეს და ჯანსაღ სამყაროში ცხვორებას

0 მხარდამჭერი

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია