გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

ბარბალე- დაგვემგზავრე

1/2

კამპანიის შინაარსი

რა არის ბარბალე? "ბარბალე" არის/იქნება უფასო მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მანქანიანი და/ან უმანქანო ქალების დამგზავრებას, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას.   როგორ დავიწყეთ? 2 თვის წინ Facebook-ზე შევქმენით ჯგუფი Let’s Go Womxn, რომელიც არის უკვე არსებული ჯგუფების მსგავსი, ოღონდ კონკრეტული აუდიტორიით.  მოკლე დროში  ჯგუფში გაწევრიანდა რამდენიმე ასეული ქალი და საყოველთაო კარანტინის სიტუაციის მიუხედავად მათი მხრიდან დაინტერესება მაღალია. სამწუხაროდ, ჯგუფში გვიწევს სასურველი მარშრუტების ხანგრძლივი ძიება, რაც დროში ძალიან იწელება  და მალევე მივხვდით, რომ Facebook ამისთვის კომფორტული სივრცე არ არის. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა  პლატფორმა, რომელიც გაგვიმარტივებდა ერთმანეთთან კომუნიკაციას.   რა არის მიზანი? ჩვენი მიზანია, შეიქმნას სტერეოტიპებისგან დაცლილი სანდო სივრცე ქალებისთვის, სადაც გადაადგილების გამარტივებასთან ერთად წავახალისებთ ერთმანეთს და სასიამოვნო ემოციებს გავაზიარებთ. გვჯერა, რომ ქალების გაძლიერების მხრივ ამას ძალიან კარგი შედეგი მოჰყვება.   თანაც, რატომ უნდა წახვიდეთ მარტო, თუკი შეგიძლიათ იმგზავროთ საინტერესო ადამიანებთან ერთად, გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და იქნებ დამეგობრდეთ კიდეც?   ხომ არსებობს მსგავსი აპლიკაციები ისედაც და ეს რაღა საჭიროა? კი, არსებობს carpooling-ის ბევრნაირი სერვისი, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს განსხვავებული სეგმენტი, სადაც პრიორიტეტია დაცულობა, სიმარტივე და მგზავრობის სერვისის გარდა ქალი მძღოლების წახალისებასა და საინტერესო საზოგადოების შექმნას გულისხმობს.   როგორ იმუშავებს? მძღოლი აქვეყნებს განცხადებას, რომ მიემგზავრება A-დან B პუნქტში და უფასოდ (ან, სურვილისამებრ, თანხის სანაცვლოდ) გაიყოლებს რამდენიმე ადამიანს. ამასობაში მგზავრი ეძებს სასურველ მარშრუტს, აპლიკაციაში ხედავს მისთვის შესაფერის ვარიანტებს და მძღოლის თანხმობის შემდეგ შეუძლია ისარგებლოს მგზავრობის სერვისით. მგზავრობის დასრულების შემდეგ მძღოლსაც და მგზავრსაც ექნებათ შესაძლებლობა, შეაფასონ ერთმანეთი, რეკომენდაციები დაწერონ ან უბრალოდ მადლობა გადაუხადონ ერთმანეთს კომპანიონობის გაწევისთვის. იმისთვის, რომ კლიენტი დარწმუნდეს კონკრეტული პიროვნების სინამდვილეში, მას შეუძლია შეამოწმოს მომხმარებლის ვერიფიცირების დონე (მობილურის ნომრით, Facebook-ით ან პირადობის ნომრით ვერიფიცირებული), სადაც ყველა თვითონ ირჩევს, რა ინფორმაციის ატვირთვა სურს.   ვინ არის ჩვენი აუდიტორია? ქალები და გენდერულად არაკონფორმული ადამიანები.   რატომ დავარქვითბარბალე”? გვინდოდა შეგვერჩია სახელი, რომელიც ასოცირებული იქნებოდა ქალებთან და მგზავრობასთან. ჰოდა, ასე, შემთხვევით, მეგრული ბორბლის და მზის ქალღმერთის (ქართული მითოლოგია) შერწყმა გამოგვივიდა.   ვინ ვართ? ანანო ბოდოკია - პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი - Microsoft ანნა გოროზია - პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი - Microsoft ანა გურგენიძე - პროგრამული უზრუნვეყლოფის ინჟინერი - Microsoft   რისთვის გვჭირდება დაფინანსება? იმის გარდა, რომ ჩვენ მოხალისეობრივად ვდებთ დროსა და ენერგიას, დამატებით გვჭირდება მატერიალური რესურსი, რომელსაც გამოვიყენებთ დიზაინერისთვის და ტექნიკური თუ სხვა სერვისებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, დომეინი, Android/iOS აპლიკაციების გამოქვეყნებისთვის საჭირო პლატფორმები, ქლაუდ პლატფორმა, სადაც სერვისს გავმართავთ და ა.შ.       თანხa:10000  

35 მხარდამჭერი

მარიამ გრძელიძე

10.0 
January 04, 2021

მარიამ ადუაშვილი

10.0 
December 10, 2020

ანონიმური

500.0 
December 08, 2020

ანონიმური

500.0 
December 08, 2020

ანონიმური

10.0 
December 07, 2020

ანა არველაძე

10.0 
December 07, 2020

ანონიმური

25.0 
December 05, 2020

ანონიმური

210.0 
December 02, 2020

თამარ ამაშუკელი

5.0 
October 01, 2020

ეკა იმერლიშვილი

200.0 
September 10, 2020

ეკატერინე გეჯაძე

50.0 
July 29, 2020

ელენა დარჯანია

5.0 
July 19, 2020

ანონიმური

1.0 
July 17, 2020

ანონიმური

10.0 
July 16, 2020

Ana Amiranashvili

20.0 
July 14, 2020

Ann Tsurtsumia

10.0 
July 14, 2020

Ida Bakhturidze

20.0 
July 14, 2020

ანონიმური

20.0 
July 14, 2020

ანონიმური

25.0 
July 14, 2020

თამარა სართანია

30.0 
July 14, 2020

ანონიმური

1.0 
July 13, 2020

მაკა მეშველიანი

68.0 
July 13, 2020

Ana Kuprava

10.0 
July 13, 2020

Keti Khachidze2

30.0 
July 02, 2020

Sophie Tsakadze

150.0 
June 30, 2020

Mari Gabedava

20.0 
June 28, 2020

Natia Javakhishvili

5.0 
June 25, 2020

ანონიმური

5.0 
June 25, 2020

Gvantsa Lazarashvili

10.0 
June 25, 2020

Giorgi Skhirtladze

37.0 
June 24, 2020

Elene Gachechiladze

15.0 
June 23, 2020

Tamar Nasrashvili

5.0 
June 22, 2020

ანონიმური

15.0 
June 22, 2020

Tamta Melashvili

20.0 
June 22, 2020

ანონიმური

10.0 
June 22, 2020

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია