გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

აჩუქე განათლების შესაძლებლობა ქუთაისელ ბავშვებს

სამიზნე თანხის შეგროვების შემთხვევაში იდეა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით მიიღებს 6 000 ₾

1/2

კამპანიის შინაარსი

მოხალისე ახალგაზრდების ინიციატივით და RICDOG-ის გუნდთან თანამშრომლობით, ქუთაისში იგეგმება ინოვაციური პროგრამის შექმნა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. პროგრამა დაფუძნებულია „ART is Fun +“ მეთოდებზე და მიზნად ისახავს 60 ბავშვის კრეატიული, აკადემიური და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას. პროგრამა 6 კვირაზეა გათვლილი და მოიცავს ყოველკვირეულ შეხვედრებს ახლადშექმნილ სოციალურ საწარმოში ქუთაისში. აქ ბავშვებს ელით უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცე, სადაც მათთან ერთად იმუშავებენ ენერგიული და მოტივირებული მოხალისე ახალგაზრდული მუშაკები. პროგრამა:
  • აძლიერებს ბავშვების საკვანძო უნარებს — კრეატიულობას, კრიტიკულ აზროვნებასა და თვითგამოხატვას;
  • აუმჯობესებს ინგლისური ენის ცოდნასა და კომუნიკაციის უნარს;
  • ზრდის მოტივაციას და ხელს უწყობს ბავშვების ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში.
მოხალისეები აქტიურად ჩაერთვებიან როგორც პროგრამის დაგეგმვაში, ისე ყოველკვირეულ  შეხვედრებში, რაც შექმნის შთამაგონებელ გარემოს, სადაც ბავშვები სწავლობენ, იზრდებიან და მოტივაციას იღებენ. პროგრამის განხორციელებას თან ახლავს მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელიც: გაუმჯობესდება სოციალური საწარმოს სივრცე, გაძლიერდება არსებული პროგრამა და მომავალში შესაძლებელი გახდება ნაკლები რესურსებით უფრო მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა. ეს ინიციატივა ქმნის მდგრად მოდელს, რომელიც წვლილს შეიტანს ადგილობრივი განათლებისა და სოციალური ჩართულობის განვითარებაში. ეს ყველაფერი კონკრეტული საჭიროების საპასუხოდ იბადება: ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები ვერ სარგებლობენ უწყვეტი განათლების შესაძლებლობებით. მათ აკლიათ წვდომა ისეთ მნიშვნელოვან რესურსებზე, როგორიცაა საგანმანათლებლო თამაშები, ენის კურსები და არაფორმალური სწავლის პროგრამები — სწორედ ის საშუალებები, რომლებიც აუცილებელია პიროვნული ზრდისა და მომავლის უკეთ დაგეგმვისთვის. გახდი ამ იდეის მხარდამჭერი და აჩუქე განათლების შესაძლებლობა ქუთაისელ ბავშვებს! თქვენი მხარდაჭერით, ამ ბავშვებს შეგვიძლია უკეთესი მომავალი ვაჩუქოთ. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანის ჩართულობით, ეს იდეა რეალური გახდება.

32 მხარდამჭერი

მარიამ მეგრელიშვილი

30.0 
July 03, 2025

თეკლა უგრეხელიძე

50.0 
July 03, 2025

ana kepuladze

50.0 
July 03, 2025

lilu khabuliani

50.0 
July 03, 2025

tika tsnobiladze

50.0 
July 03, 2025

lizi koguashvili

50.0 
July 03, 2025

ნინი ლომიძე

30.0 
July 03, 2025

ნინი ბოდოკია

40.0 
July 03, 2025

ნინი სვანიძე

40.0 
July 03, 2025

დიანა აბულაძე

100.0 
July 03, 2025

მონიკა ბებია

30.0 
July 03, 2025

ვალერიო ხეცაშვილი

50.0 
July 03, 2025

მარიამ აბჟანდაძე

30.0 
July 03, 2025

ანზორ სილაგაძე

30.0 
July 03, 2025

მარიამ ხურციძე

40.0 
July 03, 2025

ალექსანდრე კუხიანიძე

50.0 
July 03, 2025

ანანო ფაშკურიძე

30.0 
July 03, 2025

თამარ თამაზაშვილი

40.0 
July 03, 2025

ლიკუნა მოსიავა

40.0 
July 03, 2025

ანონიმური

40.0 
July 03, 2025

ია ძირკვაძე

20.0 
June 23, 2025

ანიტა ხურციძე

30.0 
June 20, 2025

ნინი ვაშაყმაძე

30.0 
June 20, 2025

ქრისტინე ქაშიბაძე

50.0 
June 20, 2025

ლუკა კვანტალიანი

50.0 
June 20, 2025

მარიამ დიდბარიძე

100.0 
June 20, 2025

ანამარია მაკარიძე

100.0 
June 20, 2025

ნანო ზვიადაძე

100.0 
June 20, 2025

საბა იარგულიანი

100.0 
June 20, 2025

ირაკლი თევზაძე

50.0 
June 19, 2025

ანონიმური

1.0 
June 16, 2025

ანონიმური

1.0 
June 16, 2025

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

ქუთაისი