მე გრიგოლი ვარ, 29 წლის. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის გეოგრაფიის მასწავლებელი.ჩვენს სკოლაში საკლასო ოთახების სიმცირის გამო არ არის შესაძლებლობა საგნობრივი კაბინეტის მოწყობისა, რაც ბავშვებს ცოდნის მიღებაში ხელს უშლის, საკლასო ოთახში არაა განთავსებული ყველა ის საჭირო ნივთი, რომელიც გააღრმავებს მათ ცოდნასა და გეოგრაფიისადმი ინტერესს.სულ ვფიქრობდი, რა გზა გამომენახა, რომ ეს პრობლემა მომეგვარებინა, ვეძებდი სივრცეს, რომელიც მოსწავლეების საჭიროებებს დააკმაყოფილებდა, სკოლაში მსგავსი ადგილის არ არსებობის გამო, სივრცე სკოლასთან ახლოს ჩემი სახლის ერთ-ერთ ოთახში გამოვნახეთ, თუმცა საჭიროა სივრცის მოწყობა და აღჭურვა. მომავალ “ცოდნის სახლში” უკვე არის ინტერნეტი, რუკები და გეორაფიული ლიტერატურა, მაგრამ საჭიროა ინფრასტრუქტურა და ტექნიკა, რომელიც სივრცეს სრულყოფილს გახდის. ცოდნის სახლის აღჭურვით მოსწავლეები შეძლებენ კონტურულ თუ სხვადასხვა სახის რუკებზე მუშაობასს, გეოგრაფიული ვიდეო ფილმების ნახვას და გაანალიზებას, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით კონკურსებში მონაწილეობას და ცოდნის შემოწმებას, შესაძლებელი გახდება გეოგრაფიული ინტელექტუალური გუნდის დაგეგმვა და რა? სად ? როდის ? თამაშების ჩატარება. რაც მთავარია, მოსწავლეებს აღარ მოუწევთ დაელოდონ, როდის განთავისუფლდება სკოლაში ის სივრცე, რომელშიც პროექტორით ისარგებლებენ, კომპიუტერს გამოიყენებენ ან გამართავენ ღონისძიებებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა საკუთარ სივრცეში გააკეთონ ეს ყველაფერი. ცოდნის სახლი - დედამიწა „ განკუთვნილი იქნება არა მარტო ღარის სკოლის მოსწავლეებისათვის, არამედ ონის მინიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სკოლის მოსწავლეებისთვისაც. თქვენი თანადგომით კი, დარწმუნებული ვარ, შევქმნით ისეთ „ ცოდნის სახლს„ , საიდანაც ძალიან მალე ბავშვები გავლენ მეტი შესაძლებლობებით შეიარაღებულები, განთლებულები და შემდეგ, ისინი იზრუნებენ შექმნან თავიანთი ცოდნით განთებული დედამიწა.