ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    როგორ გამოვაგზავნო იდეა?

    ორბელიანი მეტი როგორც უკვე იცით პირველი სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაა საქართველოში, რომელიც აძლიერებს სოციალურ პროექტებს და სოციალურ საწარმოებს თავიანთი მიზნების მისაღწევად და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ინდივიდებსა და ორგანიზაციებში. ამიტომ, თუ გაქვთ სოციალური ინიციატივა და გჭირდებათ მხარდაჭერა მის განსახორციელებლად, მაშინ შემოიტანეთ იდეა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე. გაეცანით ეტაპებს თუ როგორ ხდება იდეის გამოგზავნა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე.   დააჭორე ღილაკს ხელი – “პროექტის დაწყება”     ვებ-გვერდზე ვიზიტის შემდეგ, თუ  არ გაქვთ შექმნილი პროფილი პლატფორმაზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, რომლისთვისაც დაგჭირდებათ თქვენი მეილი. პროფილის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ხელი დააჭიროთ ავტორიზაციის ღილაკს, სადაც მიუთითებთ თქვენს მეილს და პაროლს. სისტემაში შესვლის შემდეგ, უკვე შეძლებთ ხელი დააჭიროთ “პროექტის დაწყების” ღილაკს თქვენი ინიციატივის გამოსაგზავნად.     დაამატეთ კამპანიის დეტალები   შემდეგ ეტაპზე, კი იწყებთ თქვენი ინიციატივის დეტალების დამატებას. ჩაწერეთ თქვენი იდეის სათაური და მიუთითეთ კატეგორია, თუ რა სფეროს მოიცავს ის.         შეავსეთ მითითებული ველები   შეავსეთ მითითებული ველები, მიუთითეთ პროექტის აღწერა, სამიზნე თანხა, ლოკაცია თუ სად განხორციელდება თქვენი პროექტი და ასევე თარიღები, თუ კონკრეტულად რა დროის მონაკვეთში გაგრძელდება თქვენი Crowdfunding კამპანია. სურვილის და არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ფოტო და ვიდეო მასალა. რაც შეეხება საჩუქრის ველს, ეს ველიც ნებაყოფლობითია. თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენს დონორებს გაუგზავნოთ დონაციის სანაცვლო საჩუქრები შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნულ ველში.

  • Placeholder image

    გზამკვლევი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებისთვის

     USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა გზამკვლევი “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”. გზამკვლევი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში რესურსების მობილიზების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა: თანხების მოძიება ინდივიდუალური ქველმოქმედებისგან, კერძო კომპანიებისგან, მოსახლეობისგან, ფონდებისგან, ასევე  ეკონომიკური აქტივობების და სხვა ინსტრუმენტების დახმარებით. გზამკვლევი მოგვითხრობს სხვადასხვა წარმატებულ მაგალითზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში. გზამკვლევში ასევე მიმოხილულია თანხების მოძიების მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტები. გზამკვლევი იხილეთ ბმულზე – “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    orbelianimeti.ge საქართველოში სახალხო დაფინანსების პირველი პლატფორმაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური პროექტების განხორციელებას, დაეხმაროს და მიცეს მოტივაცია ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და სურვილი განახორციელონ საინტერესო პროექტები და შეცვალონ ან უკეთესი გახადონ თავიანთი ქალაქი თუ რეგიონი. ასევე, დაინერგოს Crowdfunding-ის კულტურა საქართველოში. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა. ორბელიანი მეტის პლატფორმაზე „იდეების კონკურსი“ მიმდინარეობს , რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი ინიციატივა, რომელიც კონკრეტულითემის თუ საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.   „იდეების კონკურსი“ 2020 წლიდან USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად თანადაფინანსების პრინციპით.   იდეის ავტორებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტის” დონორი ორგანიზაციის მიერ იფარება. ისინი პლატფორმაზე 2 თვის განმავლობაში შეძლებენ აწარმოონ ქრაუდფანდინგ კამპანია და საკუთარი ინიციატივა უცხო ადამიანების დახმარებით რეალობად აქციონ.

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა
ENG | GEO

ცოდნის ექსპერიმენტული კლუბი კუბში

Matchfunded by USAID 10,000 GEL

1/1

კამპანიის შინაარსი

კუბის პროექტი ზუსტად ჩემი შვილის ხელაა, თერთმეტი წლის წინ, მარტში დაიბადა ორივე... გემახსოვრებათ როგორი ინტენსიურობით ანაცვლებდნენ მაშინ ძველ შენობებს მაღალსართულიანი, უსახო ბეტონის კედლებით... განსაკუთრებით იქ, სადაც ოდნავ მაინც იყო სიმწვანე და ამოსუნთქვის შესაძლებლობა... მზიურის პარკში, მიტოვებული საბჭოთა არქიტექტურის უფუნქციო საბაგიროს გადარჩენა და შენობის ხელოვნებისთვის შეფარება თანამედროვე მხატვრების, ვასილ მაჭარაძის და კოკა ვაშაკიძის იდეაა, რომლის განვითარებაზეც ამდენი წლის განმავლობაში, თავდაუზოგავად ზუსტად ისეთი უანგარო შრომით, სიყვარულით ვზრუნავდით, როგორც ბავშვის გაზრდაზე ზრუნავენ ხოლმე.   ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ სამყაროში... უბრალოდ გვჯეროდა რომ შეგვეძლო თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი კულტურული წერტილის შექმნა ზუსტად იმ პარკში, რომელიც თავის დროზე, სიკეთის სივრცედ იყო ჩაფიქრებული და ვმოქმედებდით ისე, როგორც შეგვეძლო... სულ გაჩერებას და უარის თქმას ხშირად, ერთ ადგილას ანთებულად მოძრაობა სჯობს, აუცილებლად დგება ხოლმე დრო წინ წაწევის... გზაზე მუდმივად გვხვდებოდნენ აღფრთოვანებული ადამიანები ვისაც თავისი გამოცდილების, ცოდნის თუ უნარების კუბის სასარგებლოდ გაზიარება ჩვენსავით სიამოვნებას გვრიდა და ახარებდა.   ოთხი წლის წინ, ღია წერილით და ვიზუალური მასალით გავაცანით ქალაქს ჩანაფიქრი, რომელიც სოც ქსელებში იმდენად აიტაცეს რომ თბილისის მერიაც დაინტერესდა პროექტის განხორციელებით და ნაგებობის ფუნქციურად გარდაქმნისთვის აუცილებელი ყველა სარემონტო სამუშაო შეასრულა. ასე გაჩნდა ქალაქის შუაგულში, სიმწვანეში ჩაფლული კულტურული წერტილი, რომელიც თავისი განსაკუთრებული გარეგნობით და ღიაობით გულგრილს ალბათ, არავის ტოვებს მნიშვნელოვანი რგოლების ერთმანეთთან დაკავშირებით დაუჯერებელი სასიკეთო საქმეების კეთება ჩვენს გუნდს, მეგობრებთან ერთად, ყოველთვის წარმატებით გამოსდის.   კუბში „ცოდნის კლუბის“ შექმნის იდეა ჩემი, როგორც თვითდასაქმებული მშობლის, ახალგაზრდებთან მუდმივ კავშირში მყოფი ლექტორის და ამასთან, მოზარდის დედის რეალობიდან გამომდინარე გაჩნდა: ფაქტია, რომ თანამედროვე ბავშვების უმრავლესობა განათლების სტანდარტულ ფორმებს არ იღებს და არაფორმალურ გარემოში, თამაშით, ექსპერიმენტებითა თუ უბრალოდ, სხვების მოსმენით, ცოდნის მიღების ბევრად დიდ მოტივაციას იძენს ვიდრე მარტო, სამუშაო მაგიდასთან მჯდომი მიიღებდა. არსებობენ ბავშვები, ვინც ჯანმრთელობის ბარიერების გამო ვერ კითხულობს და იკლებს თანატოლებთან კავშირს და ისეთი მოზარდებიც გვყავს ირგვლივ, ვინსთვისაც განათლების მიღების ფუნდამენტური უფლება შეზღუდულია (!), მაგალითად იმიტომ, რომ მათ არ აქვთ დაბადების მოწმობა და პირადი ნომრის გარეშე სკოლაში ვერ ირიცხებიან… გვყავს უამრავი თვითდასაქმებული მშობელი, რომლისთვისაც შვილებთან ყოფნა და თან მუშაობა უდიდესი გამოწვევაა, რომელიც საკუთარი სამუშაო პროცესის და პატარასთვის კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა, შემეცნებითი გარემოს შეთავსებაზე ოცნებობს და ვერსად ნახულობს ადგილს სადაც თვითონ ლეპტოპით მივა, შვილს კი მშვიდად გაუშვებს მდელოზე, წიგნის თანატოლებთან ერთად წასაკითხად ან პატარათათებით ჩრდილების თეატრში, კუთვნილი როლის შესასრულებლად... თითოეულ თემაზე უამრავია სასაუბრო და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ, თუმცა ეს მერე, კუბში... როდესაც მეგობრებთან, შვილებთან, მშობლებთან, საქმიან პარტნიორებთან, ბებია-ბაბუებთან... უფროსი თუ უმცროსი თაობის სხვა ადამიანებთან ერთად გვეწვევით და ალბათ, სიამოვნებით გაუმხელთ ამბავს იმის შესახებ, რომ თითოეულ ინიციატივაში, რომელსაც ამ პატარა კედლებში შეხვდებით თქვენი დიდი და დაუფასებელი წვლილი დევს - ერთი ლარის, ერთი სიტყვის, ერთი იდეის ან რეკომენდაციის სახით, რომელიც ყოველთვის სწორ დროს, სწორ ადგილას მიიტანს სათქმელს.   დიახ, ყველას ერთად შეგვიძლია შევქმნათ ცოდნის კლუბი კუბში სადაც არაფორმალურ გარემოში, თამაშით, წიგნების გახმოვანებით, სპექტაკლების დადმით, სადისკუსიო კინოჩვენებებით, ილუსტრაციების შექმნით თუ შემოქმედებითი ტექსტების წერითგანსხვავებული ასაკის, ინტერესებისა და შესაძლებლობების ბავშვები ერთად, თანაბარ გარემოში იმეგობრებენ, ერთმანეთზე ზრუნვით გაიზრდებიან.   ჩვენ ვიცით, სამყარო კანონზომიერია... სულ ათასმაგად დაგიბრუნდეთ ყოველი თეთრი, მხარდაჭერა და სურვილები რასაც „ცოდნის კლუბს“ სიხარულით გამოუგზავნით. კუბში შევხვდებით!  

101 მხარდამჭერი

Anna Lomidze

168.0 
November 30, 2022

nina katamadze

375.0 
November 30, 2022

medea chkhaidze

400.0 
November 30, 2022

anna laghidze

700.0 
November 30, 2022

andro darsavelidze

500.0 
November 30, 2022

მარიამ შერგელაშვილი

20.0 
November 30, 2022

სვეტლანა გერგაული

10.0 
November 30, 2022

nestan khurodze

10.0 
November 30, 2022

ანონიმური

1.0 
November 30, 2022

miranda gvarmiani

10.0 
November 30, 2022

liza kupreishvili

10.0 
November 30, 2022

tea kobakhidze

1.0 
November 30, 2022

nini buadze

5.0 
November 30, 2022

მარიშკა კუპრეიშვილი

11.0 
November 30, 2022

ვახტანგ ქოსმანაშვილი

10.0 
November 30, 2022

ნინო მაისურაძე

5.0 
November 30, 2022

ფიქრია გოდერძიშვილი

5.0 
November 30, 2022

ნონა კოტია

1.0 
November 30, 2022

ხათუნა კაციტაძე

5.0 
November 30, 2022

გურანდა გვენეტაძე

10.0 
November 30, 2022

ელენე კაპანაძე

20.0 
November 29, 2022

ქეთი ვაწაძე

10.0 
November 29, 2022

ეკატერინე დანელია

10.0 
November 29, 2022

მანანა ტატიშვილი

20.0 
November 29, 2022

მაია მიშელაძე

10.0 
November 29, 2022

თამარ ჩხაიძე

15.0 
November 29, 2022

ნინო მოდებაძე

10.0 
November 29, 2022

მეგი კავთუაშვილი

10.0 
November 29, 2022

ცირა ბესლია

5.0 
November 28, 2022

lazare komakhidze

5.0 
November 28, 2022

გვანცა ბესელია

100.0 
November 28, 2022

Ნატო Ძიძიკაშვილი

30.0 
November 27, 2022

ნატა შვ

5.0 
November 27, 2022

ანა ჟორჟოლიანი

25.0 
November 25, 2022

khatuna chaladze

20.0 
November 21, 2022

მზეო სიჭინავა

20.0 
November 21, 2022

ლალეტა მონადირიშვილი

20.0 
November 21, 2022

ნიკოლოზ ქირია

50.0 
November 21, 2022

ეკა წოწორია

10.0 
November 20, 2022

გულიკო ოთიაშვილი

5.0 
November 17, 2022

მზია ჩიხრაძე

50.0 
November 17, 2022

მაკა კევლიშვილი

30.0 
November 17, 2022

ნინო წიკლაური

100.0 
November 17, 2022

Diana Lachkepiani

50.0 
November 14, 2022

ანა ჟორჟოლიანი

10.0 
November 09, 2022

ბექა ლეჟავა

10.0 
November 03, 2022

ხათუნა სოსანაშვილი

20.0 
November 03, 2022

ანონიმური

10.0 
October 31, 2022

ეკა წირღვვა

50.0 
October 31, 2022

ანონიმური

5.0 
October 31, 2022

sopo parjiani

50.0 
October 31, 2022

გიო თამაზაშვილი

50.0 
October 31, 2022

თამარ კიკნაველიძე

200.0 
October 31, 2022

შორენა კიკნაძე

10.0 
October 31, 2022

გია ვაწაძე

100.0 
October 31, 2022

ლევან ქიროა

20.0 
October 31, 2022

ანა მამალაძე

20.0 
October 30, 2022

ანონიმური

10.0 
October 29, 2022

nino nasidze

20.0 
October 29, 2022

nino kachkachashvili

20.0 
October 29, 2022

Nino khugashvili

50.0 
October 26, 2022

Anni Chkoidze

10.0 
October 26, 2022

თამარ ჩხაიძე

4.8 
October 22, 2022

ია წიწილაშვილი

10.0 
October 21, 2022

გიორგი თვალიაშვილი

10.0 
October 19, 2022

ნინო რთველიაშვილი

20.0 
October 19, 2022

თათია დალაქიშვილი

10.0 
October 19, 2022

vivien vashakidze

19.0 
October 14, 2022

ვლადიმერი მახარაძე

5.0 
October 14, 2022

დეა ვაწაძე

5.0 
October 14, 2022

თამარ მელიქიშვილი

5.0 
October 14, 2022

რუსუდან კელეპტრიშვილი

50.0 
October 14, 2022

სოფიო ნიკოლაიშვილი

100.0 
October 14, 2022

კახაბერ ლომაძე

20.0 
October 13, 2022

მაყვალა ჯოხარიძე

20.0 
October 11, 2022

Ნატო Ძიძიკაშვილი

55.0 
October 08, 2022

Givi Kopadze

1.0 
October 08, 2022

გულნარ ოთიაშვილი

5.0 
October 08, 2022

გიორგი მრევლიშვილი

30.0 
October 07, 2022

ნინო კრაწაშვილი

3.0 
October 07, 2022

მედეა ტურაშვილი

20.0 
October 07, 2022

თამუნა გეწაძე

5.0 
October 07, 2022

მაია მიშელაძე

10.0 
October 06, 2022

მარიამ ჩუბინიძე

5.0 
October 06, 2022

ანონიმური

5.0 
October 06, 2022

Malkhaz Saldadze

10.0 
October 06, 2022

ირინა კობახიძე

20.0 
October 06, 2022

ანონიმური

10.0 
October 06, 2022

ნინო კიკაბიძე

15.0 
October 06, 2022

სოფიო ნიკოლაიშვილი

10.0 
October 06, 2022

ნინო სალუქვაძე

15.0 
October 06, 2022

ანა კალატოზი

20.0 
October 06, 2022

ანონიმური

10.0 
October 05, 2022

ლელა ავალიშვილი

10.0 
October 05, 2022

Mariam Khutsishvili

100.0 
October 05, 2022

სანათა ოჩიაური

22.0 
October 05, 2022

ანონიმური

7.0 
October 05, 2022

dodo gogokhia

50.0 
October 05, 2022

ანონიმური

5.0 
October 05, 2022

ანონიმური

5.0 
October 05, 2022

ანონიმური

11.0 
October 05, 2022

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია

100

გაცემული კონტრიბუცია

ლენდთერაპიის სეანსი კუბის არტთერაპიის კლუბში

5 უნიკალური მხარდამჭერი

50

გაცემული კონტრიბუცია

შემოქმედებითი სტიკერების ნაკრები კუბისგან

9 უნიკალური მხარდამჭერი

150

გაცემული კონტრიბუცია

კუბის ჩანთა სტიკერებით