გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

შექმენი წილკანში სპორტული სივრცე ჯანსაღი მომავლისთვის

1/2

კამპანიის შინაარსი

საქართველოს რეგიონებში  პარკებსა  და სკვერებში როგორც წესი არ არსებობს განსხვავებული და მრავლფეროვანი სპორტული სივრცეები,  ძირითადად ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს შეხვდებით  ასევე  ღია ტრენაჟორებს და საბავშო სივრცეებს.მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის მათ ქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში, და მოხდეს მათი თავისუფალი დროის უფრო პროდუქტიულად გამოყენება,   ამიტომ ჩვენმა საინიციატივო  გუნდა გადავწყვიტა   პარკში გაგვეკეთებინა  განსხვავებული და დამოუკიდებელი სპორტული სივრცეები  რათა პარკი გაგვეხადა უფრო სპორტული და განსხვავებულიჩვენმა გუნდა გადაწყვიტა მოეძია გრანტები, დაფინანსებები და ეპოვა ისეთი ორგანიზაცია რომელიც შეძლებდა  ჩვენ  დახმარებას რომ იდეა რეალობად გვექცია,  როდესაც "ორბელიანი მეტის" საგრანტო პროგრამის შესახებ გავიგეთ მივხვდით რომ ზუსტად ის იყო რასაც ვეძებდით.ჩვენი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, განსხვავებული და მრავალფეროვანი სპორტული ინფრასტრუქტურის და აქტივობების შეთავაზება. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ნიშნავს ძალიან ბევრს და ჩვენ ერთად შეგვიძლია გრძელვადიანი გავლენა მოვახდინოთ ამ ახალგაზრდების ცხოვრებაზე.