გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

შევქმნათ ადაპტირებული სახელოვნებო სივრცე ლანჩხუთში

1/1

კამპანიის შინაარსი

ჩვენი  მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში შეიქმნას მრავალფუნქციური სახელოვნებო სასწავლებელი. სასწავლებელი გათვლილი იქნება სკოლის ასაკის, ზრდასრული, შშმ და სსსმ პირებისათვის. სასწავლებელში გაიხსნება სხვადასვა მიმართულების და პროფესიული დახელოვნების სივრცეები. სწავლების ფარგლებში მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი გახდება ქართული ხალხური კულტურის და რეწვის გაცნობა, შესწავლა. კურსდამთავრებულებისათვის მოეწყობა გამოფენები მათ მიერ შექმნილი ნაკეთობების ჩვენება-პოპულაციისათვის. მრავალფუნქციურ სახელოვნებო სასწავლებელში მოსწავლეები შეისწავლიან:• თიხაზე რეწვას ( კერამიკას)• ხეზე მუშაობას• გობელინის ქსოვას• ქართული ხალხური ორნამენტებით ქსოვას (ჩხირებზე ქსოვა)• სახვით ხელოვნებას• ქართულ-ხალხურ საკრავებზე დაკვრას• ხატწერას• შშმ, სსსმ მოსწავლეებისათვის აკადემიური უნარების განვითარება ყოველდღიური საჭიროებების ფარგლების დონეზე (კითხვა, წერა, ფულის ანგარიში)პროექტის მიზანია:• ხელობის როგორც, მომავალი პროფესიის შესწავლა.• სკოლის შემდგომ თავისუფალი დროის საკეთილდღეოდ გამოყენება.• მოსწავლეების გაჯეტებისაგან განრიდება.• მომავალი თაობისათვის ქართული ხალხური კულტურისა და რეწვის გაცნობა, შესწავლა და პოპულაცია.• შშმ, სსსმ პირების და ტიპიური მოსწავლეების ურთიერთინტეგრაცია და სოციალიზაცია.• შშმ, სსსმ პირებისათვის ხელსაქმის , როგორც მომავალი პროფესიის (თავის რჩენის წყარო) შესწავლა.• შშმ, სსსმ პირებისათვის მარტივი აკადემიური უნარების შესწავლა (კითხვა, წერა, ანგარიში).პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივად მცხოვრები ახალგაზრდების სოციალიზაციისათვის და განსაკუთრებული შესაძლებლობის პირებთან ინტეგრაციისათვის. ახალგაზრდები სკოლის შემდგომ თავისუფალ დროს გამოიყენებენ საკეთილდღეოდ და განერიდებიან ტელეფონის გაჯეტებს. სასწავლებლის ფარგლებში მოეწყობა ფესტივალები, რათა მოხდეს საკუთარი ხელით შექმნილი ნაკეთობების ჩვენება-გაზიარება. მრავალფუნქციური სახელოვნებო სასწავლებლის შექმნა მომავალ თაობებს გაუღვივებს საკუთარი ქვეყნის ხალხური ტრადიციული კულტურის სიყვარულს.