გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

ტექნო-ოთახი წითელხევის საჯარო სკოლაში

1/1

კამპანიის შინაარსი

სკოლა, რომელზედაც მინდა გესაუბროთ დიდი ისტორიის მატარებელია, ის დაარსებულია დიდი ქართველი კომპოზიტორის კოტე ფოცხვერაშვილის საკარმიდამო მამულში. მან სოფელს აჩუქა ცოდნის კერა და იმ დღიდან მოყოლებული აქ ისმის ბავშვების ჟრიამული. სკოლა მცირე კონტიგენტიანია 52 მოსწავლით. მცირეა შესაძლებლობები, ფინანსური რესურსი. არ არის გამართული მოწესრიგებული საკლასო ოთახები თუ ლაბორატორიები, რის გამოც ვერ ხერხდება ტექნოლოგიურ ეპოქაში ფეხი ავუწყოთ სიახლეებს. სოფელიც ნელ-ნელა იცლება ახალგაზრდებისგან, რაც კიდევ უფრო გვაფიქრებს მომავალზე.მოსწავლეებს სურთ შეცვალონ სასწავლო გარემო, მათაც ჰქონდეთ თავიანთი თანატოლების მსგავსად სოფლად სრულყოფილ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. სკოლა სრულიად იზიარებს მათ მოთხოვნასა და  შესრულების აუცილებლობას.  ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია  გაიმართოს ტექნო-ოთახი სკოლის ბაზაზე, სადაც მოსწავლეებს ექნებათ ხელმისაწვდომობა სხვადასხვა რესურსების და პროგრამების, რაც გაზრდის მათ დაინტერესებას ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლებიან თანამედროვე პროფესიებს, რაც ესოდენ მოთხოვნადია ბაზარზე.ტექნოლოგიურად გამართული საგაკვეთილო პროცესი გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას არამარტო ტექნოლოგიური უნარების განვითარების კუთხით, არამედ ხელს შეუწყობს სხვადასხვა საგნების უკეთ გაგება-გააზრებას. გაკვეთილები იქნება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი.იმედს ვიტოვებთ ჩვენი სკოლის საკითხით დაინტერესდებიან ადამიანები და ის კომპანიები, რომელთაც გააზრებიული აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა. რომ ყველაფრის შეცვლა, თუ ეს შეგვიძლია, უნდა დავიწყოთ  ახლავე და იქ სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ.