გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | hy | GEO | AZ

აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს

1/2

კამპანიის შინაარსი

ყველაფერი დაიწყო ბებიაჩემის უწყინარი გატაცებით, ნაძვისხის სათამაშოების კეთებით. დარწმუნებული ვარ საახალწლო მარკეტებზე უმრავლესობას შემჩნეული გეყოლებოდათ ჩაფუთნული ხანდაზმული ქალი, სტენდზე გაშლილი ბრჭყვიალა ანგელოზებით, ირმებით, თოვლისკაცებით, ბალერინებით… გეცნოთ? დიახ, სწორედ ეგ, ბებიაჩემია. წლების წინ მისთვის პატარა სტარტაპი გავაკეთე “ბებოსია”. მაშინ ვფიქრობდი სათამაშო ვაჩუქე, მაგრამ აღმოჩნდა, გამანადგურებელი იარაღი ჩავუგდე ხელში - მას მერე არ გაჩერებულა, ნაძვის ხის სათამაშოებს ხატავდა მარტში, ივნისში, აგვისტოში, იანვარში, სულ, სულ… და ჩვენი სახლიც მთელი წელი ბრჭყვიალებდა, ვგულისხმობ ბრჭყვიალა მტვრით იყო მოფენილი. და როცა ახალ წელს ამ თავის ნახელავს ყიდდა და მერე თავისი ფულით შვილიშვილებს საჩუქრებს გვიკეთებდა, იყო ამაყი და უბედნიერესი. ერთ დღესაც გავიგე, რომ ხანდაზმულებისთვის სოციალური პროექტი გამოცხადდა, 6 კვირიანი კურსები. კერამიკის აპლიკაცია შევავსე და მალე დადებითი პასუხიც მივიღე. გაკვეთილებზე მე დამყავდა. მაშინ ჩემთვის ამ ასაკობტივ ჯგუფთან ასეთი ინტენსიური კონტაქტი ახალი და უცხო იყო და დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალყურს მათ ჯადოსნურ ტრანსფორმაციას. ვუყურებდი ჭაღარა გოგო-ბიჭები როგორი მონდომებით მუშაობდნენ, როგორ ბეჯითად ასრულებდნენ დავალებებს, გაკვეთილი რომ უმთავრდებოდათ, არ იშლებოდნენ და გვერდით კაფეში სხდებოდნენ ყავის დასალევად. სახლში ურეკავდნენ ერთმანეთს, დამეგობრდნენ, ბებიაჩემი რაც შეეძლო იპრანჭებოდა, თავისთვის ახალი ტანსაცმელიც კი იყიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.  თითქოს ამ ჭაღარა გოგო-ბიჭებს ახალი სუნთქვა გაეხსნათ… მაგრამ კურსებისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და ისევ სახლებში ჩასხდნენ, ძველ ყოფას დაუბრუნდნენ. ბებიაჩემს ისევ გაუქრა ხალისი თვალებიდან. მაშინ პირველად დავფიქრდი, თუ როგორი გაახალგაზრდავებულია სიბერის ასაკი ჩვენს ქვეყანაში და ხანდაზმული ადამიანები როგორ უსამართლოდ აკლდებიან ცხოვრებას, როგორ განიცდიან, რომ ფინანსურ დამოუკიდებლობას კარგავენ და ოჯახის სხვა წევრებზე ხდებიან დამოკიდებული. რადგან ხანდაზმულთათვის სერვისები სუსტად არის წარმოდგენილი, სურვილი გამიჩნდა შემექმნა სოციალიზაციის მდგრადი სივრცე, სადაც 60 წელს გადაცილებული ადამიანები შეიძენენ  ახალ ჰობის, პროფესიას, დაუმეგობრდებიან ერთმანეთს, დასაქმდებიან და შეძლებენ ფინანსურ დამოუკიდებლობას. მე პროფესიით მხატვარი ვარ, უკვე 12 წელია ხელოვნებას ვასწავლი, ჩემი მეუღლე კერამიკაზე მუშაობს. როცა მას ჩემი იდეა გავუზიარე, აღმოჩნდა, რომ ხედვა საერთო გვქონდა.  გადავწყვიტეთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ამ იდეის განხორციელებისთვის გაგვეერთიანებინა. საცხოვრებლად მარტყოფში გადმოვედით, სტუდია საკუთარი ხელით გავარემონტეთ და შევქმენით “ულევი კერამიკა”. ბევრი ვიფიქრეთ, რა სახელწოდება მოგვეფიქრებინა ჩვენი იდეის საუკეთესოდ გამოსახატავად. ულევი არის ის, რაც არ ილევა ასაკის მატებასთან ერთად, ცხოვრების ჟინი და სიცოცხლის წყურვილი, ასაკზე, ციფრებზე არ არის დამოკიდებული. “გული არ ბერდება”. ასაკი უპირატესობაა და არა ნაკლი, რადგან მის უკან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნა დგას. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებაში სტერეოტიპულად დამკვიდრებულ ხანდაზმულთა მიმართ არაჯანსაღ ემპათიას, მათ მიმართ დამსახურებული პატივისცემა ჩაანაცვლებს და ულევი კერამიკის ხანდაზმულთა მიერ დამზადებული პროდუქციის ხარისხი ბევრს დაარწმუნებს, რომ 60 წელს გადაცილებულები, კონკურენტუნატიანი შრომითი ძალაა და მათში ჯერ კიდევ ბევრია ენერგია და ხალისი. იმისთვის რომ ჩვენმა საწარმომ სტარტი აიღოს, შენი დახმარება გვჭირდება კერამიკის გამოსაწვავი ღუმელის შესაძენად. მხარი დაგვიჭირე ამ იდეის განხორციელებაში, აჩუქე მარტყოფის ხანდაზმულებს ულევი კერამიკის გაკვეთილი!

63 მხარდამჭერი

მარიამ თოდუა

5.0 
December 02, 2023

Lika Kurtsikidze

20.0 
November 28, 2023

გიორგი ფრიდონიშვილი

1,300.0 
November 27, 2023

მარიამ მჭედლიშვილი

100.0 
November 11, 2023

მარეხ შერვაშიძე

400.0 
November 11, 2023

ანონიმური

50.0 
November 10, 2023

ნინო ხუროშვილი

50.0 
November 09, 2023

ნინო ლომაძე

100.0 
November 07, 2023

მიხეილ კეკელია

50.0 
November 07, 2023

ნინო სირაძე

50.0 
November 07, 2023

Robert Weston

50.0 
November 05, 2023

ანონიმური

5.0 
November 05, 2023

ანონიმური

400.0 
November 05, 2023

ანონიმური

20.0 
November 05, 2023

მანანა ხუციშვილი

10.0 
November 04, 2023

ანონიმური

50.0 
November 04, 2023

ანონიმური

400.0 
November 04, 2023

მედეა კალმახელიძე

10.0 
November 03, 2023

სოფიო ტალახაძე

20.0 
November 03, 2023

თაკო ბაქრაძე

120.0 
November 03, 2023

თაკო ბაქრაძე

50.0 
November 03, 2023

ანონიმური

80.0 
November 03, 2023

სოფიკო გოგოჩაშვილი

10.0 
November 03, 2023

ანონიმური

10.0 
November 03, 2023

ანონიმური

50.0 
November 03, 2023

თამარ გოგოლაძე

5.0 
November 03, 2023

დიმიტრი გოდერძიშვილი

50.0 
November 02, 2023

ლევან ვარამაშვილი

50.0 
November 02, 2023

კონსტანსტანტინე მძინარიშვილი

20.0 
November 02, 2023

ანონიმური

150.0 
November 02, 2023

ანა ილურიძე

50.0 
November 02, 2023

ანა ფირცხალაიშვილი

10.0 
November 02, 2023

მაკა ასამბაძე

50.0 
November 02, 2023

elene kvintradze

150.0 
November 02, 2023

ანონიმური

200.0 
November 02, 2023

ანონიმური

50.0 
November 02, 2023

ანუკა კალანდარიშვილი

50.0 
November 02, 2023

ანონიმური

5.0 
November 02, 2023

რუსა დათუკიშვილი

50.0 
November 02, 2023

ანონიმური

50.0 
November 02, 2023

davit gogiashvili

50.0 
November 02, 2023

ანონიმური

50.0 
November 02, 2023

ანონიმური

640.0 
November 01, 2023

ქეთევან გაფრინდაშვილი

50.0 
November 01, 2023

ნინო მიქელაძე

20.0 
November 01, 2023

ანონიმური

50.0 
November 01, 2023

თამარ ლისიაკი

50.0 
November 01, 2023

ეკა წერეთელი

100.0 
November 01, 2023

თამუნა თათელაძე

100.0 
November 01, 2023

ხატია ნიქაბაძე

6.0 
November 01, 2023

მარიამ ბიბილაშვილი

51.0 
November 01, 2023

თამარ წიკლაური

20.0 
November 01, 2023

Keti Dotchviri

70.0 
November 01, 2023

ანა ელიზბარაᲨვილი

100.0 
October 31, 2023

ანონიმური

30.0 
October 31, 2023

Ketevan Isakadze

50.0 
October 31, 2023

მიკა ძიძიგური

10.0 
October 31, 2023

ანონიმური

50.0 
October 31, 2023

Nino Zarkua

30.0 
October 31, 2023

ნინო ფილფანი

100.0 
October 31, 2023

ქრისტინე კანდელაკი

50.0 
October 31, 2023

გვანცა დურგლიშვილი

5.0 
October 31, 2023

გვანცა თვალიაშვილი

30.0 
October 31, 2023

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

მარტყოფი, საქართველო