-
განათლება
შეცვალე განათლების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა
-
ჯანმრთელობა
შექმენი გარემო უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
-
გარემოს დაცვა
იზრუნე დედამიწის მომავლზე და დაუჭირე მხარი გარემოსდაცვით ინიციატივებს
-
სტარტაპი
გააძლიერე უნიკალური პროდუქტები და შექმენი ინოვაციები.
-
ცხოველებზე ზრუნვა
იზრუნე ცხოველების უკეთეს გარემოზე
-
კულტურა/ხელოვნება
შექმენი კულტურულ სივრცეები, განავითარე კრეატიულობა შენს თემში
გაეცი მეტი
თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ მეტი ცვლილებისა და მეტი განვითარების უზრუნველყოფას
ყველა ინიციატივა






"ანემონე" არის მცენარეების მაღაზია-სალონი, რომელიც მეოთხე წელია არსებობს. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს მწვანე და ჯანსაღი გარემოს შექმნა! ამ დროის მანძილზე მრავალი პროექტი განვახორციელეთ, რომელიც მიზნად ისახავდა გამწვანებას სხვადასხვა აქტივობებითა და სხვადასხვა სეგმენტის ჩართულობით.
აივნების გამწვანება, მწვანე იზოლაცია, აჩუქე ქოთნით, “ანემონენს” შემეცნებითი გაკვეთილები, სალონური შეხვედრები მებაღეობის შესახებ- ეს განხორციელებული პროექტების მცრიე ჩამონათვალია. თითოეული მათგანი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ყველაფერი ეს მოტივაციას გვაძლევს, რომ ჩვენი დაწყებულ საქმე დიდი ენთუზიზამით კვლავ განვაგრძოთ. 
რუსთავში ყოველწლიურად 1000_მდე სიმსივნის შემთხვევა ფიქსირდება და ეს ციფრი ყოველ წელს იზრდება, ამას ემატება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, პნევმონია, ასთმა, ლეიკემია, ნაადრევი სიკვდილის შემთხვევები, დაბადების იმუნური სისტემის დეფექტი და სხვა მრავალი. ეკოლოგიური გარემოს შეცვლა თითოეული მოქალაქის ვალი და პასუხისმგებლობაა და გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ აღნიშული პრობლემის მოგვარებაში.
ჩვენ რუსთავის საინიციატივო ჯგუფ “გავიგუდესთან” ერთად გადავწყვიტეთ შემდეგი კამპანიის განხორციელება:
300-ზე მეტი ხის დარგვა იგეგმება თქვენი დახმარებით! ხეები გადანაწილდება რუსთავის სხვადასხვა ნაწილში, რომლებზეც მოსახლეობა და “გავიგუდეთ”-ის მოხალისეები მომავალში თავად იზრუნებენ. ჯანსაღ და უსაფრხო გარემოში ცხოვრება ჩვენი უპირველესი მიზანია! დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს აქტივობას აუცილებლად მოყვება სიკეთე და ამას თითოეული რუსთაველი იგრძნობს. 