გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

გააცოცხლე თბილისის ისტორია

Matchfunded by USAID 10,000 GEL

1/1

კამპანიის შინაარსი

იდეა “გააცოცხლე თბილისის ისტორია” მიზნად ისახავს შემეცნებით-ისტორიული კომიქსის შექმნას, რომელიც სრულად მიეძღვნება XIX საუკუნის თბილისის ისტორიას, მის კულტურულ-ყოფით ცხოვრებას, რაც ყოველთვის დიდ ინტერესს აჩენდა უცხოელ და ადგილობრივ მოგზაურებსა თუ მკლევარებში.არაერთგზის აღნიშნულა, რომ, ამიერკავკასიის გამორჩეული ქალაქის მულტიკულტურული გარემო სწორედ დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროთა თავშეყრის ცენტრს წარმოადგენდა, რაც ყველაზე თვალსაჩინოდ სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურაში გამომჟაღვნდა. ეს უკანასკნელი მნახველისგან დღესაც დიდ ინტერესს იმსახურებს. “მე თითქმის ყველაფერი ვნახე ტფლისში, ქართულ სამოთხეში და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავია, როგორც ტფილისში” ; - წერს ალექსანდრე დიუმა, XIX საუკინის შუა წლებში, თბილისში მოგზაურობის შესახებ.   პროექტის მთავარი მიზანი ნახატებსა და ისტორიების მეშვეობით გავაცოცხლოთ ის მივიწყებული თბილისური ისტორიები, რომელიც საარქივო მასალებისა და ჟურნალ- გაზეთების ფურცლებზე შემორჩა და მათ ახალი სიცოცხლე შთავბეროთ.   #კომიქსიტფილისზე#თბილისურიკომიქსი#გაიცანიძველითბილისი#გააცოცხლეთბილისისისტორია
10

გაცემული კონტრიბუცია

კომიქსი

135 უნიკალური მხარდამჭერი